1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი.
|
1 |
დასასრულსა, დავითისი, ჴსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან
|
2 |
ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს
დასახმარებლად. |
2 |
ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. |
3 |
დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი,
უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მდომნი. |
3 |
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა;
მართლუკუნიქცენ და სიცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. |
4 |
დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო!
ოჰო! |
4 |
მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე:
ვაშა, ვაშა! |
5 |
ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს და
გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი“, ვისაც უყვარს შველა შენმიერი. |
5 |
გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ
შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს
მაცხოვარებაჲ შენი. |
6 |
ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ; ჩემი
შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ. |
6 |
ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე
მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაჲ |