1 |
გუნდის ლოტბარს.
სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.
|
1 |
დასასრულსა გალობათასა, ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ
|
2 |
ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი. |
2 |
განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაჱლსა ზედა დიდ არს სახელი მისი. |
3 |
და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი -
სიონში. |
3 |
იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს; |
4 |
იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა. |
4 |
რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და
მახჳლი და ბრძოლაჲ. |
5 |
ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად. |
5 |
განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა. |
6 |
გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა
მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი. |
6 |
შეძრწუნდეს ყოველნი უგნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი,
და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისა ჴელითა მათითა. |
7 |
შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და
ცხენსაც. |
7 |
მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოდა მათ,
რომელნი ზესხდეს ჰუნებსა. |
8 |
შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების
ჟამს? |
8 |
შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს
რისხვა შენი. |
9 |
ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და
მიწყნარდა; |
9 |
რაჟამს ზეცით სასმენელ-ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა
და დაყუდნა, |
10 |
როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა
ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.
|
10 |
რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა
ქუეყანისათა. |
11 |
რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს
რისხვისას მოთოკავ. |
11 |
რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი
გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა. |
12 |
აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის
ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს. |
12 |
ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი,
რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი |
13 |
ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს
ამქვეყნიურ მეფეებს. |
13 |
საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი,
უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა. |