ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 76

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი

2 ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს. 2 ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ და მომხედნა მე.
3 ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული. 3 დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემა სულსა ჩემსა.
4 გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა. 4 მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულმოკლე იქმნა სული ჩემი.
5 თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ. 5 მიეწიფნეს საჴმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდი.
6 ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს. 6 ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიჴსენენ. და ვიწურთიდ
7 გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი. 7 ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.
8 ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს? 8 ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე,
9 ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე? 9 ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა სიტყუაჲ მისი თესლითი თესლამდე?
10 ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა. 10 ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?
11 და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა. 11 და ვთქუა: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისა.
12

გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.

12 მოვიჴსენე საქმეთა უფლისათა, რამეთუ მოვიჴსენო მე დასაბამითგან საკჳრველებათა შენთა.
13 ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ. 13

და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.

14 ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი? 14 ღმერთო, წმიდასა შინა არს გზა შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?
15 შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი. 15 შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი;
16 შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა. 16 და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.
17 გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ. 17 გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი
18 გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრენდნენ. 18 ოხრითა წყალთათა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.
19 შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა. 19 ჴმაჲ ქუხილისა შენისა ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ.
20 ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი. 20 ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.
21 უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით. 21 უძეღუ, ვითარცა ცხოვარსა, ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა. დიდებაჲ