1 |
ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.
|
1 |
ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.
|
2 |
როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და პირფერობას
გამოიჩენთ ბოროტთა მიმართ? სელა. |
2 |
ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა? |
3 |
განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი
გაამართლეთ. |
3 |
უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი
განამართლეთ; |
4 |
გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან
გამოიხსენით. |
4 |
განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ჴელთაგან ცოდვილისათა
იჴსენით იგი. |
5 |
არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა
საფუძველი დედამიწისა. |
5 |
არა ცნეს, არცა გულისჴმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან;
შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი. |
6 |
მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი
ხართ თქვენ ყველანი. |
6 |
მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ
ყოველნი; |
7 |
მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და
დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი. |
7 |
ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი
მთავართაგანი, დაეცემით. |
8 |
აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ
ყველა ხალხს. |
8 |
აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო
ყოველთა შორის წარმართთა. |