ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 83

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთა ფსალმუნი.

1

დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი

2 რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა! 2 ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
3 ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს. 3 ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
4 ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო! 4 და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახელი და გურიტმან ბუდე თჳსი, სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.
5 ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა. 5 ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.
6 ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში. 6 ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვა
7 გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა. 7 ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა,
8 ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში. 8 და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს.
9 უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა. 9 უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.
10 ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს. 10 მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.
11 რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას. 11 რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.
12 რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ. 12 რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან;
13 უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი. 13 უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.