1 |
გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი
|
2 |
ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა. |
2 |
გთნდა, უფალო, ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუჱ იაკობისი. |
3 |
აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა. |
3 |
მიუტევენ უსჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი
ცოდვანი მათნი. |
4 |
აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი
მრისხანება. |
4 |
დააცხრვე ყოველი გულისწყრომა შენი, მოაქციე რისხვისაგან
გულისწყრომისა შენისა. |
5 |
მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი
გაჯავრება ჩვენზე. |
5 |
მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარეწარაქციე
რისხვაჲ შენი ჩუენგან. |
6 |
ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე
გააგრძელებ შენს მრისხანებას? |
6 |
ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა
შენსა თესლითი თესლადმდე. |
7 |
ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს
შენით? |
7 |
ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი
იხარებდეს შენდამი. |
8 |
გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი. |
8 |
მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი
მომეც ჩუენ. |
9 |
მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან
მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე და თავის წმიდანებზე, და აღარ გაიმეორებენ
სიბრიყვეს. |
9 |
ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ
იტყოდის იგი მშჳდობასა ერისა თჳსისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ
ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ. |
10 |
მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა
დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში. |
10 |
რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაჲ მისი დამკჳდრებად
დიდებაჲ მისი ქუეყანასა ჩუენსა. |
11 |
შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა
გადაჰკოცნიან ერთიმეორეს. |
11 |
წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და
მშჳდობამან ამბორს-უყვეს. |
12 |
ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან
გადმოიხედავს. |
12 |
ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით
გამოჩნდა. |
13 |
უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს. |
13 |
და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაჲ, და ქუეყანამან
ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი. |
14 |
სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს. |
14 |
სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვა თჳსი.
დიდებაჲ |