1 |
კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
|
1 |
ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა, საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.
|
2 |
უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე
მეტად. |
2 |
უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. |
3 |
ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა. |
3 |
დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო. |
4 |
გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა,
ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ. |
4 |
მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე;
და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ. |
5 |
სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და
უზენაესმა წარმართა იგი. |
5 |
დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა,
და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. |
6 |
უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა. |
6 |
უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან,
რომელნი იყვნეს მას შინა. |
7 |
მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია. |
7 |
ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს. |