1 |
უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა
სამყარო, რომ არ შეირყეს.
|
1 |
უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი გარეშეირტყა; და
რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
|
2 |
გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ
შენ. |
2 |
განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. |
3 |
აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა
თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს. |
3 |
აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათ
აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა. |
4 |
წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია
მაღლა უფალი. |
4 |
ჴმითა წყალთა მრავალთა საკჳრველ არიან განცხრომანი
ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი სარწმუნო
იქმნნეს ფრიად; |
5 |
მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის
სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ. |
5 |
სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა. |