ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 93

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.

1

ღმერთი შურისძიებათა, უფალი ღმერთი შურისძიებათა განცხადნა.

2 ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს. 2 ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.
3 ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი? 3 ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან?
4 ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი. 4 აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
5 შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ. 5 ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს;
6 ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ. 6 ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს
7 ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა. 7 და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან.
8 გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით? 8 გულისჴმა-ყავთ აწ, უგნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისჴმა-ჰყოთ.
9 დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს? 9 რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა?
10 ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას? 10 რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ?
11 უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი. 11 უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამავო.
12 ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი. 12 ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწაო მას.
13

რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.

13

დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა.

14 რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს. 14 რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს,
15 რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი. 15 ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.
16 ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ? 16 ვინ წინააღმიდგეს მე უკეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უსჯულოებასა?
17 უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში. 17 არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.
18 თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს. 18 უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე.
19 როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს. 19 მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.
20 ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ? 20 ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისა, რომელნი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა.
21 გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ. 21 მოინადირონ სული მართლისა და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.
22 იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა. 22 და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი მწე სასოებისა ჩემისა.
23 მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი. 23 და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდება