1 |
მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
|
1 |
|
2 |
სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით
შევღაღადოთ მას. |
2 |
|
3 |
რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე
აღმატებული. |
3 |
|
4 |
რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა და მთების ძლიერება
მისია. |
4 |
|
5 |
რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის
ხელთა ქმნილებაა. |
5 |
|
6 |
მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ
ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე. |
6 |
|
7 |
რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყოსი და
ცხვარი მისი ხელქვეითი; ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა: |
7 |
|
8 |
ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც
გამოცდის დღეს უდაბნოში; |
8 |
|
9 |
რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს
ჩემი ნამოქმედარი. |
9 |
|
10 |
ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ და ვთქვი:
მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები. |
10 |
|
11 |
ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ
ჩემს სავანეში. |
11 |
|