1 |
უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
|
1 |
უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.
|
2 |
ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით
არის წარმართული მისი ტახტი. |
2 |
ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა
მისისა. |
3 |
ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს. |
3 |
ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი
მისნი. |
4 |
გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება
ქვეყანა. |
4 |
გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა
ქუეყანაჲ. |
5 |
მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი
ქვეყნიერების უფლის პირისაგან. |
5 |
მთანი, ვითარცა ცჳლი, დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან
უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. |
6 |
გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა
დიდება მისი. |
6 |
უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა
დიდებაჲ მისი. |
7 |
შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც
ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო. |
7 |
ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ
ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას
ყოველთა ანგელოზთა მისთა. |
8 |
მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები
შენთა სამართალთათვის, უფალო! |
8 |
ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი
ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო. |
9 |
რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე,
მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე. |
9 |
რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა,
ფრიად ამაღლდი შენ უფროს ყოველთა ღმერთთა. |
10 |
უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის
წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ. |
10 |
რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს
უფალმან სულნი წმიდათა მისთანი. და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი. |
11 |
შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის -
მხიარულება. |
11 |
ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა -
სიხარული. |
12 |
იმხიარულეთ, წმიდანებო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი
წმიდა ტაძრის სახსენებელი. |
12 |
იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით
საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდება |