1 |
ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი
მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
|
1 |
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი
მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.
|
2 |
განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ
გადაშალა მისი სიმართლე. |
2 |
აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი. |
3 |
გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს;
ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა. |
3 |
მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ
მისი _ სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა
მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა. |
4 |
შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და
აქეთ და უგალობეთ. |
4 |
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და
იხარებდით და აქებდით. |
5 |
უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით. |
5 |
უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა; |
6 |
რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე. |
6 |
ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით
წინაშე მეუფისა უფლისა. |
7 |
ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი
მკვიდრნი. |
7 |
აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი
დამკჳდრებულნი მას შინა. |
8 |
მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ. |
8 |
მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად; |
9 |
უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად;
განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით. |
9 |
მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ
მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი -
სიწრფოებით. |