1 |
უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან, რადგან
ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა
ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში, |
1 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე, შევედ შენ
ფარაოჲსა, რამეთუ მე განმიფიცხებიეს გული მისი და გული ერისა მისისაჲ და
გული მთავართა მისთა, რათა აწ ცხადად მოვიდეს ყოველი ესე სასწაული მის
ზედა. |
2 |
რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილთაშვილისთვის, როგორ
გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რომ გცოდნოდათ, რომ
უფალი ვარ. |
2 |
რათა თქუენცა უთხრათ შჳლთა თქუენთა და შვილის შვილთა
თქუენთა-ნაშობთა მათ თჳსთა, რაოდენი უყო მე ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა. |
3 |
მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე თქვა
უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ერი, რომ
მემსახურონ. |
3 |
და სასწაულები იგი და ნიშები ჩემი, რომელ ვყავ მაგათ ზედა
გულისჴმა-ჰყოთ და უწყოდეთ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი. შევიდეს მოსე და
აჰრონ წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ებრაელთა:
ვიდრემდის არა გრცხუენოდის, გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა მსახურებაჲ
მმსახურონ მე. |
4 |
თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას
მივუსევ შენს სამფლობელოს. |
4 |
უკუეთუ არა გნებავს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა,
ხვალე და მასვე ჟამსა შინა მოვჰჴადო საზღვართა შენთა ზედა მკალი. |
5 |
დაფარავს მიწის პირს და შეუძლებელი გახდება მიწის ხილვა;
შეგიჭამთ ყველაფერს, რაც სეტყვას გადაურჩა, ხეებს, მინდვრად რომ გეზრდებათ. |
5 |
და დაფაროს პირი ქუეყანისა მაგის შენისაჲ და ვერ იხილო
ქუეყანაჲ იგი შენი და შეჭამოს ყოველივე იგი ნეშტი ქუეყანისა მაგის, რომელი
დაშთომილ იყოს სეტყჳსა მისგან და შეჭამოს ყოველივე მცენარე ქუეყანისა მაგის
შენისაჲ. |
6 |
აავსებენ შენს სახლებს, შენს მორჩილთა სახლებს, ყველა
ეგვიპტელის სახლს, - რასაც არ მოსწრებია შენი მამა-პაპა იმ დღიდან, რაც
არსებობენ ამქვეყნად. გაბრუნდა მოსე და გავიდა ფარაონისგან. |
6 |
აღივსოს საუნჯეები შენი და ტაძრები ეგე შენი და სახლები
და ყოველი საუნჯეები მონებისა მაგის შენისა და ყოველივე სახლები აღივსოს
ყოველსა მაგას ქუეყანასა ეგჳპტელთასა, რომელ ეგევითარი არა სადა ეხილვოს
მამათა თქუენთა ჟამითგან, რომლით დაბადებულ იყვნეს იგინი ქუეყანასა ზედა
მოდღენდელად დღედმდე, მიჰრიდა მოსე და გამოვიდა პირისაგან ფარაოჲსა
მთავართა თჳსთა. |
7 |
უთხრეს ფარაონს მისმა მორჩილებმა: როდემდის ვითმინოთ ეს
სატანჯველი? გაუშვი ეგ ხალხი და ემსახურონ თავიანთ უფალ ღმერთს. ვეღარ
მიხვდი, რომ იღუპება ეგვიპტე? |
7 |
ჰრქუეს მონათა ფარაოს: ვიდრემდე იყოს გუემა ესე ჩუენ
ზედა, განუტევე ერი ეგე, რათა მივიდენ და მსახურებაჲ ჰმსახურონ უფალსა
თჳსსა, ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე? |
8 |
დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრა მათ
ფარაონმა: წადით და ემსახურეთ თქვენს უფალ ღმერთს. ვინ და ვინ წავა? |
8 |
და მოაქციეს მოსე და აჰრონ მუნვე ფარაოსა და ჰრქუა მათ:
გუალეთ, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, და აწ ვინ და ვინ
მისლვად ხართ? |
9 |
უთხრა მოსემ: ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებითურთ წავალთ.
ჩვენი ქალ-ვაჟებითა და ცხვარ-ძროხითურთ წავალთ, რადგან საუფლო დღესასწაული
გვაქვს. |
9 |
მიუგო მოსე და ჰრქუა: მოხუცებულითურთ და ჭაბუკითურთ
მივალთ, ძეებით და ასულებით, ცოლით და შჳლითურთ, ზროხით და ცხოვარით, და
ყოვლით საცხოვარითურთ, რამეთუ დღესასწაული არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. |
10 |
უთხრა მათ ფარაონმა: ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე
თქვენ ბავშვებიანად გაგიშვათ. იცოდეთ, ბოროტს ეპირებით! |
10 |
და ჰრქუა მათ ფარაო: ეგრე იყავნ, უფალი თქუენ თანა, და თქუენ განგიტევნე, სახლითურთ
თქუენით გნებავს წარსლვის? ჰხედავთ, რამეთუ ზრახვაჲ ბოროტებისა ძეს გულსა შინა
თქუენსა.
|
11 |
ასე არ იქნება. მხოლოდ მამაკაცები წადით და ემსახურეთ
უფალს, რაკი ამას ესწრაფით. და გაყარეს ისინი ფარაონისგან. |
11 |
არა ეგრე არს. ნუ მიხუალთ, არამედ მამანი ხოლო მივიდე და
მსახურებაჲ თჳსი ჰმსახურედ უფალსა ღმერთსა მათსა, სადა მაგას რასა ეძიებდი
თქუენ. და გამოასხნეს იგინი პირისაგან ფარაოსა. |
12 |
უთხრა უფალმა მოსეს: მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას
კალიის გამოსახმობად და შეესიოს კალია ეგვიპტის ქვეყანას; გადაჭამოს
ქვეყნის მთელი ბალახი, რაც სეტყვას გადაურჩა. |
12 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი ქუეყანასა მაგას
ეგჳპტელთასა და აღმოვედინ მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს ყოველი მხალი
ნედლი და ყოველივე ნაყოფი ხისა, რომელ დაშთომილ იყოს სეტყჳსაგან |
13 |
მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა
უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად; ქროდა ქარი მთელს დღესა და მთელს ღამეს.
დადგა დილა და მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია. |
13 |
აღიპყრნა მოსე ჴელნი თჳსნი ზეცად და მიავლინა უფალმან
ქარი ბღუარისაჲ ყოველსა მას ზედა ქუეყანასა დღე ყოველ და ღამე ყოველ.
განთიადითგან შემწუხრებადმდე და მიცისკრადმდე ქარნი იგი ქროდა და
აღმოადინებდა მკალსა. |
14 |
შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის
ყოველ კუთხეს. არც მანამდე და არც მას მერე გამოჩენილა ამდენი კალია. |
14 |
და აღავსებდა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა და მოაქცია ყოველივე საზღვარი
ქუეყანისა ეგჳპტისა მკალმან დიდად ფრიად, რამეთუ არასადა იყო დასაბამითგან
აქამომდე.
|
15 |
დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა; გადაჭამა
ქვეყნის მთელი ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. არ
შერჩენია სიმწვანე არც ხეს, არც მინდვრის ბალახს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში. |
15 |
და დაფარა ყოველი პირი ქუეყანისაჲ და განრყუნა ყოველი
ქუეყანა ეგჳპტელთაჲ და შეჭამა ყოველი მწუანვილი ველისაჲ და ყოველი ნაყოფი
ხისაჲ, რომელ განრინებულ იყო სეტყჳსაგან სასტიკისა და არა დაშთა რაჲთურთით
მხალი ნედლი ველისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა. |
16 |
სასწრაფოდ მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა:
ცოდვილი ვარ უფლის, თქვენი ღვთისა და თქვენს წინაშე. |
16 |
სწრაფით მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: ვცოდე
მე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენცა. |
17 |
ერთხელ კიდევ მომიტევეთ ცოდვა, შეევედრეთ თქვენს უფალ
ღმერთს, ოღონდაც ამარიდოს ეს სიკვდილი. |
17 |
ამას ჯერსა შე-ღა-მიწყნარეთ მე ამას უნასსა ზედა. და
ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ, ღმრთისა თქუენისა, რათა განაქარვოს ჩემგან
მკალი ესე. |
18 |
გამოვიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს. |
18 |
და გამოვიდა მოსე პირისაგან ფარაოჲსა და ილოცვიდა უფლისა
მიმართ. |
19 |
შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო
ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის
მხარეში. |
19 |
და გარდააქცია უფალმან ქარი იგი უსასტიკესად ზღჳთ, და
აღიღო და აღუმაღლა მკალსა მას და შთადვა იგი ზღუასა მას მეწამულსა და არა
დაშთა რაჲთურთით მკალი იგი არცა ერთ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა. |
20 |
გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ფარაონმა
ისრაელიანები. |
20 |
მერმე განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი, და არავე უნდა
განტევებაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათა. |
21 |
უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება
წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი. |
21 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღირთხ ჴელი შენი და იყავნ ბნელ
უღაღ, ჴშირ, ჴელით შესაპყრობელ ქუეყანასა მაგას ზედა ეგჳპტელთასა! |
22 |
ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი
მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს. |
22 |
აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ზეცად და იქმნა ბნელი წყუდიადი,
ნისლი და არმური ყოველსა ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა სამ დღე. |
23 |
ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, სამ დღეს არავინ დაძრულა
ადგილიდან; ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში. |
23 |
და ვერ იხილა კაცმან მოყუასი თჳსი, ვერცა ძმაჲ თჳსი და
არა ვის ეძლო ყოვლად აღდგომად სარეცელით თჳსით სამთა მათ დღეთა. ხოლო ძეთა
მათ ისრაჱლისათა იყო ნათელ ყოველთავე საყოფელთა მათთა. |
24 |
უხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: წადით და ემსახურეთ უფალს,
ოღონდ ცხვარ-ძროხა დარჩეს, ბავშვები კი თან წაიყოლეთ. |
24 |
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: გუალე, წარვედით
და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხაჲ ადგილობანს
იყავნ და ყოვლითა სიმრავლითა წარვედით. |
25 |
უთხრა მოსემ: შენც უნდა მოგვცე საკლავი და აღსავლენი, რომ
ჩვენს უფალს, ღმერთს შევწიროთ. |
25 |
მიუგო მოსე და ჰრქუა: არა ეგრე, არამედ ცხოვრით და ზროხით
და ყოვლითურთ ჭურჭლით ჩვენით წარვიდეთ და ზედა შენცა მეც ჩუენ საწევნელი
მსხუერპლთა მათ, რომელ-იგი შევწიროთ ჩუენ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. |
26 |
ჩვენი საქონელიც უნდა წამოგვყვეს, ერთი ჩლიქიც არ უნდა
დარჩეს; მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღვთისათვის. სანამ იქ
არ მივსულვართ, არ ვიცით, როგორ უნდა ვემსახუროთ უფალს. |
26 |
აცადე, თუ ჩუენი არა დაგიტეოთ შენ, არცაღა ჭლაკი ერთი
მათგანი, რამეთუ არა უწყით, რაჲ სათნო იყოს მსახურებად უფლისა, ღმრთისა
ჩუენისა, მსხუერპლი საკუერთხთაჲ ნაყოისა მის ჩუენისაგნი, არც უწყით, რაჲ
ბრძანებაჲ გამოვიდეს ჩუენდა მსახურებისა მისთჳს მსხუერპლთასა ვიდრე
მიწევნადმდე ადგილსა მას მსხუერპლისასა. |
27 |
გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ ინება მათი გაშვება
ფარაონმა. |
27 |
მერმე გან-ვე-უფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, და არავე
უნდა გამოტევებაჲ მათი. |
28 |
უთხრა ფარაონმა: მომწყდი თავიდან! ფრთხილად იყავი, თვალით
აღარ დამენახო, თორემ იმდღესვვ მოკვდები, რა დღესაც დამენახვები. |
28 |
და განრისხნა ფარაო და თქუა: წინა განმეშორენით, წარვედით
ჩემგან და ნუღარა შესძინებთ ხილვად პირსა ჩემსა, რამეთუ რომელსა დღესა
მეჩუენო მე შენ, მუნთქუესვე მოჰკუდე! |
29 |
მიუგო მოსემ: სწორს ამბობ: მეტს აღარ დაგენახვები. |
29 |
ჰრქუა მას მოსე: არღარა გეჩუენო პირსა შენსა. |