1 |
უთხრა უფალმა მოსეს: კიდევ ერთ სასჯელს
მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ
გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით აქედან. |
1 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაჲ
მივავლინო მე. ფარაოს ზედა და ეგჳპტელთა მაგათ, და მაშინღა თუ
გამოგავლინნეს თქუენ, არამედ რაჟამს გამოგავლინებდეს თქუენ, ყოვლითურთ
გამოგასხნეს თქუენ მაგიერ. |
2 |
დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი
მეზობელი კაცისგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ვერცხლისა და
ოქროს ჭურჭელი და სამოსელი. |
2 |
ეტყოდე შენ ფარულად ყურთა ერისათა, რათა მივიდენ და
სამკაული შესასხმელად მოითხოვონ ეგჳპტელთა მათგან მამაკაცმან მოძმისაგან
თჳსისა და ეგრეთვე დედაკაცმან მახლობელისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და
ვერცხლისა და სამოსელი პატიოსანი. |
3 |
მადლი აპოვნინა უფალმა ერს ეგვიპტელთა თვალში; მოსეც დიდ
კაცად იყო შერაცხილი ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მორჩილთა და ხალხის თვალში. |
3 |
და უფალმან მისცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელია მათ
და განუჴსნა გული მათი მოცემად მათდა სამკაული იგი შესხმად, ვითარცა-რას
ითხოვდეს იგინი მათგან. და კაცი იგი მოსე განდიდნა და ამაღლდა დიდად ფრიად
წინაშე მეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსა და ყოვლისა ერისა მისისა. |
4 |
თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ
ეგვიპტეში. |
4 |
სიტყუად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყჳს უფალი: შუაღამესა
ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა. |
5 |
მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე
ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება
ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. |
5 |
ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოჲ ქუეყანისა მისგან
ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის
სასთაულთა საერკოლოტოთა მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს
ფქჳლთა მათ, |
6 |
ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ
ყოფილა და არც იქნება. |
6 |
და იყოს ღაღადება დიდ ყოველსა ზედა ეგჳპტესა, რომელ
ეგევითარი ღაღადებაჲ არა სადა ყოფილ იყოს შორის მათსა, არცაღა მერმე ყოფად
არს მიაღსასრულადმდე ჟამთა. |
7 |
ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ
შეუყეფს, რათა გეცოდინოთ, რომ ზღვარი დასდო უფალმა ეგვიპტელთა და
ისრაელიანთა შორის. |
7 |
გარნა შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა ლეკჳსაცა ერთისა
ჭუმინვაჲ არცა იყოს კაცითგან მიპირუტყუადმდე, რამეთუ არა ვის ევნებოდის,
რათა განცხადნეს, ვითარ იდიდოს უფალი ღმერთი შორის მეგჳპტელთა მაგათ და
შორის ისრაჱლთა. |
8 |
ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და
მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის
მერე გავალ. და გავიდა ფარაონისგან მოსე, განრისხებული. |
8 |
და მოვიდენ ყოველნი ეგე მონანი შენნი ჩემდა და
თაყუანის-მცენ მე და თქუან: განვედ შენ და ყოველი ეგე ერი შენი, რომელსა
შენ უძღჳ! და მაშინღა წარვიდე. ესე თქუა მოსე. |
9 |
უთხრა უფალმა მოსეს: იმიტომ არ მოგისმენთ ფარაონი, რომ
გამრავლდეს ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყნად. |
9 |
და გამოვიდა პირისაგან ფარაოსა სავსე გულისწყრომითა და
ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ყოფად არს, არა ისმინოს შენი ფარაო, არა თუ
აღვავსო და აღვასრულო ყოველივე იგი ნიშები ჩემი და სასწაულები ქუეყანასა
მას ზედა ეგჳპტელთასა. |
10 |
მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის
თვალწინ, მაგრამ გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა მან
ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. |
10 |
ყვეს მოსე და აჰრონ ყოველივე სასწაულები და ნიშები ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა
წინაშე ფარაოსა; ხოლო უფალმან განაფიცხა გული ფარაოსი, და არავე გამოუტევებდა ძეთა
ისრაჱლისათა ქუეყანისაგან ეგჳპტელთასა. |