1 |
ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს
მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს. |
1 |
და თთუესა მესამესა გამოსლვისა ძეთა
ისრაელისათასა ქუეყანით ეგჳპტით, ამას დღესა მოვიდეს უდაბნოდ სინად. |
2 |
დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და
დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი. |
2 |
და იტრნეს რაფიდინით და მოვიდეს უდაბნოდ სინაჲსა და
დაიბანაკა მუნ ისრაჱლმან წინაშე მთისა. |
3 |
ავიდა ღმერთთან მოსე და მთიდან ჩამოსძახა მას უფალმა: ასე
უთხარი იაკობის სახლს და ამცნე ისრაელიანებს: |
3 |
და მოსე აღვიდა მთასა ღმრთისასა და უწოდა მას ღმერთმან
მთით გამომეტყუელმან: ესე ჰრქუენ სახლსა იაკობისასა, მიუთხრენ ძეთა
ისრაჱლისათა. |
4 |
თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ
არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ. |
4 |
თჳთ იხილენით, რაოდენნი უყვენ მეგჳპტელია და აღგიხუენ
თქუენ ვითარცა ფრთეთა ზედა არწივისათა და შემოგკრიბენ თქუენ თავისა მიმართ
ჩემისა. |
5 |
ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს
აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი
ქვეყანა. |
5 |
და აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ
აღთქუმაჲ ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპუროჲ ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ
ჩემი არს ყოველი ქუეყანაჲ. |
6 |
მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები,
რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს. |
6 |
ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფოჲ მღდელობაჲ, ნათესავ
წმიდა. ესე სიტყუანი ჰრქუნე ძეთა ისრაჱლისათა. |
7 |
მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა
ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა. |
7 |
ხოლო მოვიდა მოსე და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ერისათა
და წინა დაუგნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი მიუმცნნა მათ ღმერთმან. |
8 |
ერთხმად მიუგო ერმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც
ბრძანა უფალმა. წაუღო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი. |
8 |
და მიუგო ყოველმან ერმან ერთბამად და თქუა: ყოველი,
რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ. და მიაწინა მოსე სიტყუანი
ერისანი ღმრთისა მიმართ. |
9 |
უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში,
რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო
მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი. |
9 |
ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე მოვალ შენდა სუეტითა ღრუბლისათა, რათა ესმას
ერსა. ვიტყოდი მე შენდა მომართ და ჰრწმენეს შენი უკუნისამდე. და მიუთხრობდა მოსე
სიტყუათა ერისათა უფალსა. |
10 |
უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს
და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ. |
10 |
ხოლო უფალი ეტყოდა მოსეს: შთავედ და უწამე ერსა და განწმდენ იგინი დღეს და ხვალე და
განირცხნენ სამოსელნი მათნი. |
11 |
განემზადონ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის
თვალწინ სინაის მთაზე. |
11 |
და იყვნენ მზა დღესა მესამესა, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოვიდეს უფალი მთასა
ზედა სინასა წინაშე ყოვლისა ერისა. |
12 |
ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ
მთაზე ასვლას და ნუ მიეკარებით მის კალთებს; ვინც კი მთას მიეკარება, ვერ
გადაურჩება სიკვდილს. |
12 |
და განაყენო ერი გარემოჲს მეტყუელმან: ეკრძალენით თავთა თქუენთა აღსლვად მთად და
შეხებად რასმე მისსა. ყოველი, რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს. |
13 |
ხელი არავინ მიაკაროს მას, რადგან ჩაიქოლება იგი, ან
შუბით განიგმირება; გინა პირუტყვი იყოს, გინა კაცი, არავინ გადარჩება
ცოცხალი. როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მთაზე ასვლა. |
13 |
არა შეეხოს მას ჴელი, რამეთუ ქვითა დაიქოლოს, ანუ სატყორცნითა განიშურდლოს, უკუეთუ
საცხოვარი, უკუეთუ კაცი არა ცხოვნდეს, რაჟამს ჴმანი და საყჳრნი და ღრუბელი წარვიდენ
მთით, მაშინ აღვიდენ იგინი მთად. |
14 |
ჩამოვიდა მოსე მთიდან და განწმიდა ხალხი; გაირეცხეს მათ
სამოსელი. |
14 |
და შთამოვიდა მოსე მთით ერისა მომართ და განწმიდნა იგინი და განირსხნეს სამოსელნი
მათნი. |
15 |
უთხრა ხალხს: ზეგისათვის გაემზადეთ, დედაკაცს არ
მიეკაროთ. |
15 |
და ჰრქუა ერსა: იყვენით მზა, სამთა დღეთა ნუ შეხუალთ დედაკაცისა. |
16 |
მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის
ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი.
შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი. |
16 |
ხოლო იყო მესამესა დღესა, იქმნა რაჲ ცისკარი, იქმნეს ჴმანი და ელვანი და ღრუბელი
ალმურიანი მთასა ზედა სინასა, ჴმაჲ საყჳრისა ოხრიდა დიდად და შეშინდა ყოველი ერი
ბანაკსა შინა. |
17 |
გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და
დადგნენ მთის ძირას. |
17 |
განიყვანა მოსემან ერი შემთხუევად ღმრთისა გარეშე ბანაკისა და წარდგეს წინაშე
მთისა. |
18 |
ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე
ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად
ირყეოდა მთა. |
18 |
ხოლო მთაჲ სინა მკმოლვარე იყო ყოვლად გარდამოსლვისათჳს ღმრთისა მას ზედა ცეცხლითა.
და აღვიდოდა კუამლი ვითარცა კუამლი საჴუმილისა. |
19 |
თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და
ეხმიანებოდა ღმერთი. |
19 |
და განკჳრდა ყოველი ერი ფრიად და იყვნეს ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს,
უძლიერეს იქმნებოდეს ფრიად და მოსე იტყოდა, ხოლო ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა. |
20 |
ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო
უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე. |
20 |
და გარდამოვიდა უფალი მთასა ზედა სინასა, თხემსა ზედა მთისასა, და უწოდდა უფალი
მოსეს მიმართ თხემსა ზედა მთისასა და აღვიდა მოსე. |
21 |
უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას
უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი. |
21 |
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან: შთავედ, უწამე ერსა, ნუსადა მიეახლნენ
ღმრთისა მიმართ განცდად მთასა ზედა და დაეცეს მათგანი სიმრავლე. |
22 |
მღვდელმსახურნიც, რომელნიც მოეახლებიან უფალს, უნდა
განიწმიდონ, რომ არ გაწყვიტოს ისინი უფალმა. |
22 |
და მღდელნი, მახლობელნი უფლისა ღმრთისანი, წმიდა იყვნენ, ნუსადა მოაკუდინოს მათგან
უფალმან. |
23 |
უთხრა მოსემ უფალს: ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან
გაფრთხილებული გყავართ, საზღვარი შემოავლე მთას და განწმიდეო იგი. |
23 |
და თქუა მოსე ღმრთისა მიმართ: ვერ შეუძლებს ერი აღმოსლვად მთასა სინასა, რამეთუ შენ
მიწამე ჩუენ, მეტყუელმან, განაჩინე მთაჲ და წმიდა-ყავ იგი. |
24 |
უთხრა მას უფალმა: ჩადი და ამოიყვანე აარონი;
მღვდელმსახურნი და ხალხი ნუ ეცდებიან უფალთან ამოსვლას, რომ არ გაწყვიტოს
ისინი. |
24 |
და ჰრქუა მას უფალმან: ვიდოდე, შთავედ და აღმოხჳდე შენ და აჰრონ შენ თანა, ხოლო
მღდელნი და ერნი ნუ იიძულებიან აღსლვად ღმრთისა მიმართ, ნუსადა წარწყმიდოს მათგანი
უფალმან. |
25 |
ჩავიდა მოსე ხალხთან და უთხრა ყველაფერი. |
25 |
ხოლო შთავიდა მოსე ერისა მიმართ და ჰრქუა მათ. |