1 |
ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ
დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით. |
1 |
არა შეიწყნარით სასმენელი ამაო, არა დაშჯდე
ცრუჲსა თანა ყოფად მოწამედ ცრუდ. |
2 |
უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ
გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს. |
2 |
არა იყო მრავალთა თანა სიბოროტესა ზედა, არა შეეძინო
სიმრავლესა თანა მიდრეკად მრავალთა თანა, ვითარმცა მისდრიკე საშჯელი. |
3 |
შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში. |
3 |
და დავრდომილი არა შეიწყალო საშჯელსა შინა. |
4 |
თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები
სადმე, დაუბრუნე პატრონს. |
4 |
და უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ
კარაულსა მისსა შეცთომილსა, მომაქცეველმან მისმან კუალად აგნე მას. |
5 |
თუ შენი მტრის სახედარს ტვირთის ქვეშ მოყოლილს დაინახავ,
ნუ მიატოვებ, გამოხსნაში დაეხმარე. |
5 |
ხოლო უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული
ტჳრთსა შინა მისსა, არა თანაწარჰჴდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა. |
6 |
ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ. |
6 |
არა გარდაჰგულარძნო სამართალი დავრდომილისაჲ საშჯელსა
შინა მისსა. |
7 |
ერიდე სიცრუეს; უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ,
რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ. |
7 |
ყოვლისაგან სიტყჳსა ცრუჲსა განეშორო, უბრალოჲ და მართალი
არა მოაკუდინო და უღმრთოჲ არა განამართლო ქრთამისათჳს. |
8 |
ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და
ასხვაფერებს მართალთა საქმეებს. |
8 |
და ქრთამი არა მიიღო, რამეთუ ქრთამი დააბრმობს თუალთა
მხედველთასა და განაბოროტებს სიტყუათა მართალთა. |
9 |
მდგმურს ნუ შეავიწროვებ; თავად იცით მდგმურის ყოფა,
რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში. |
9 |
და მწირი არა შეაწუხოთ, არცა შეაურვოთ, რამეთუ თქუენ უწყით სული მწირისაჲ, რამეთუ
თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა. |
10 |
ექვს წელიწადს თესე მიწა და აიღე მისი მოსავალი. |
10 |
ექუს წელ სთესვიდე ქუეყანასა შენსა და შეჰკრებდე ნაშრომთა მისთა. |
11 |
მეშვიდე წელს არ დაამუშავო, მიაგდე იგი, რომ საზრდო
ჰქონდეთ შენი ერის ღარიბ-ღატაკებს, და რომ მისი ნარჩენები გარეულმა
პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ. |
11 |
ხოლო მეშჳდესა წელსა განტევებაჲ ჰყო და განუსუენო მას და ჭამდენ გლახაკანი
ნათესავისანი, ხოლო დანაშთომთა მისთა ჭამდენ მჴეცნი ველურნი. ესრეთ უყო ვენაჴსა
შენსა და ზეთის ხილოანსაცა შენსა. |
12 |
ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები, ხოლო მეშვიდე დღეს იუქმე,
რათა შეისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, სული მოითქვან შენი მხევლის
შვილმა და მდგმურმა. |
12 |
ექუს დღე იქმოდი საქმესა შენსა, ხოლო დღესა მეშჳდესა განისუენო, რათა განისუენოს
ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და რათა ილხინოს ძემან მჴევლისა შენისამან და
მწირმან. |
13 |
რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით; სხვა ღმერთების სახელი
არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგებს. |
13 |
ყოველნი რაოდენნი ვთქუენ თქუედა მომართ, დაიმარხენით და სახელი ღმრთისა სხუათა არა
მოიჴსენოთ, არცა ისმეს პირთაგან თქუენთა. |
14 |
სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში. |
14 |
სამთა ჟამთა წელიწადისათა იდღესასწაულოთ ჩემდა. |
15 |
უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი,
განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი
ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს. |
15 |
დღესასწაული უცომოთაჲ დაიმარხეთ, შჳდთა დღეთა შჭამდეთ უცომოსა ვითარ-იგი გამცენ შენ
ჟამსა თთჳსა ახალთაჲსასაჲ, რამეთუ მას შინა გამოხუედ ეგჳპტით. არა მეჩუენო ცალიერი
წინაშე ჩემსა. |
16 |
იზეიმე დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მოწევისა,
რაც კი ყანაში დაგითესავს; და დღესასწაული კრეფისა წლის დამლევს, როცა
შეუდგები ყანაში შენი ნამუშაკევის აკრეფას. |
16 |
და დღესასწაული მკისა პირველისა ნაშრომთასაჲ ჰყო საქმეთა შენთა, რომელნიცა სთესნე
აგარაკსა შენსა და დღესასწაული დასასრულისაჲ განსლვასა წელიწდისასა, შეკრებასა
საქმეთა შენთასა აგარაკისაგან შენისა. |
17 |
წელიწადში სამჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი. |
17 |
სამთა ჟამთა წელიწდისათა ეჩუენოს ყოველი წული შენი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. |
18 |
საფუარზე არ დაგეღვაროს ჩემი საკლავის სისხლი, არ დარჩეს
დილამდე ჩემი სადღესასწაულო ცხიმი. |
18 |
არა აკუმივო ცომითა სისხლი საკუმეველისა ჩემისა, არცა დაიძინოს ცმელმან
დღესასწაულისა ჩემისამან განთიადმდე. |
19 |
შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი
ღმერთის სახლში; არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში. |
19 |
დასაბამნი პირველთა ნაშრომთა ქუეყანისა შენისათანი შეიხუნე სახლად უფლისა ღმრთისა
შენისა, არა შეაგბო კრავი სძითა დედისა მისისათა. |
20 |
აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარვდეს გზაში და
მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე. |
20 |
და აჰა, მე წარვავლენ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რათა დაგიცვას შენ გზასა
ზედა, რათა შეგიყვანოს შენ ქუეყანასა, რომელი განგიმზადე შენ. |
21 |
უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ
გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი. |
21 |
ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი. და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა გრიდოს
შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა. |
22 |
თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები,
მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროვებ შენს შემავიწროებლებს. |
22 |
უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და ჰყუნეთ ყოველი, რაოდენნიცა გრქუნე თქუენ.
უკუეთუ ისმინნე სიტყუანი ჩემნი და ჰყვნე ყოველნი, რაოდენთა გეტყოდე შენ, მტერ
ვექმნე მტერთა შენთა ღა წინა-აღუდგე წინააღმდგომთა შენთა. |
23 |
როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან,
ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და
მე მოვსპობ მათ, |
23 |
რამეთუ ვიდოდის ანგელოზი ჩემი წინამძღურად შენდა და შეგიყვანოს შენ აღმორეველისა
მიმართ და ქეტელისა და ფერეზელისა და ქანანელისა და გერგესეველისა და ეველისა და
იებოსელისა და აღვჴოცნე იგინი. |
24 |
თაყვანი არა სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ აკეთო
მათებური საქმეები, არამედ ჩაშალე ისინი და დალეწე მათი სვეტები. |
24 |
არა თაყუანი-სცე ღმერითა მათთა, არამედ დამჴობით დაამჴუნე იგინი და შემუსრვით
შეჰმუსრნე სუეტნი მათნი. |
25 |
ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს და გიკურთხებთ იგი პურსა
და წყალს. არ გავაჭაჭანებ სნეულებას თქვენს შორის. |
25 |
და ჰმსახურო უფალსა ღმერთსა შენსა და ვაკურთხო პური შენი და ღჳნოჲ შენი და წყალი
შენი და გარე-მოვაქციო ყოველი დაჴსნილობაჲ შენგან. |
26 |
არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმომწყდარი და ბერწი;
ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს. |
26 |
არა იყოს უბიწოჲ, არცა ბერწი ქუეყანასა შენსა ზედა, რიცხჳ დღეთა შენთა აღვავსო. |
27 |
წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს, შევაძრწუნებ ყოველ
ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს. |
27 |
და შიში ჩემი წარვავლინო წინამძღურად შენდა და განვაცჳბრნე ყოველნი წარმართნი,
რომელთაცა მიერ შენ განხჳდე მათ მიერ და მოგცნე წინააღმდგომნი შენნი მეოტად. |
28 |
კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და მოგაშორებენ ისინი
ხივიელებს, ქანაანელებს და ხეთელებს. |
28 |
და წარვავლინნე ბზიკნი უპირატეს შენსა და განასხნეს აღმორეველნი და ეველნი და
ქანანელნი და ქეტელნი შენგან და ფერეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი. |
29 |
არ მოგაშორებ მათ ერთ წელიწადს, რომ არ გაუკაცრიელდეს
ქვეყანა და არ მოგეძალონ გარეული მხეცები. |
29 |
არა განვჴადნე იგინი პირისაგან შენისა წელიწადსა ერთსა, რათა არა დაშთეს ქუეყანა
ოჴრად და მრავალ იქმნენ შენ ზედა მჴეცნი მის ქუეყანისანი. |
30 |
თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და
დაიმკვიდრო ქვეყანა. |
30 |
მცირედ-მცირედ განვჴადნე იგინი შენგან, ვიდრემდის აღორძინდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ. |
31 |
დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე,
უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და
მოიშორებ მათ. |
31 |
და დავსხნე საზღვარნი შენნი ზღჳთ მეწამულით ვიდრე ფილისტიმისათ და უდაბნოჲთ ვიდრე
მდინარედ დიდად ევფრატადმდე და მოგცნე ჴელთა თქუენთა მსხდომარენი ქუეყანასა მას ღა
განვასხნე იგინი შენგან. |
32 |
ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს. |
32 |
არა დასდვა მათ თანა და ღმერთთა მათთა თანა აღთქუმაჲ. |
33 |
არ უნდა იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ
ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში
გაებმები. |
33 |
და არა დაადგრენ ქუეყანასა შენსა, რათა არა შემცოდე-გყონ შენ ჩემდა მომართ, რამეთუ
უკუეთუ ჰმსახურო ღმერთთა მათთა, იგინი იყვნენ შენდა შესაბრკოლებელ. |