1 |
ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული
და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე. |
1 |
და კარავი ჰქმნე ათ ეზოებად ბისონისა
ძახილისა და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა; ქერობინად
ქმნულად ქსოილად ჰქმნნე იგინი. |
2 |
თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყოს,
სიგანე - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომის უნდა იყოს. |
2 |
სიგრძე ეზოჲსა ერთისა ოცდარვა წყრთა და სივრცე ოთხ წყრთა
ეზოჲსა ერთისა იყოს საზომი, იგივე იყოს ყოველთა ეზოთაჲ. |
3 |
ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადაეკეროს, სხვა ხუთი ნაჭერი -
ერთმანეთს. |
3 |
ხუთნი ეზონი იყვნენ მახლობელნი ერთკერძო და ხუთნივე იგი
იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა. |
4 |
ლურჯი კილოები გაუკეთე ერთ ნაჭერს კიდეზე, ბოლოში,
გადანაკერთან; ასევე გაუკეთე უკანასკნელი ნაჭრის კიდეს მეორე გადანაკერთან. |
4 |
და უქმნე მათ კილოები ჳაკინთისა ძგიდესა ზედა ეზოჲსა
ერთისასა ერთისა კერძოჲსაგან შესაკინძველად და ესრეთ ჰყო ძგიდისაგან
გარეგანისა ეზოჲსა შესაკინძველად მეორისა. |
5 |
ორმოცდაათი კილო გაუკეთე ერთ ნაჭერს; ორმოცდაათი კილო
გაუკეთე ნაჭერს ბოლოში, მეორე გადანაკერთან. კილოები უნდა მიესადაგონ
ერთმანეთს. |
5 |
ხოლო ერგასისნი კილონი უქმნნე ეზოსა ერთსა და ერგასისნი
კილონი უქმნნე კერძოსა ეზოჲსასა შესაკინძველად მეორისა, წინაშე პირსა წინა
ემთხჳოს თჳთოეული მათი ურთიერთას. |
6 |
გააკეთე ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და შეჰკარი კაუჭებით
ნაჭრები, რომ სავანე მთლიანი გამოვიდეს. |
6 |
და ჰქმნნე კარშიკები ერგასისი ოქროჲსაჲ და შეაბრძჳლო
ეზოები მოყუასი მოყუასსა კარშიკებითა და იყოს კარავი ერთი. |
7 |
დაამზადე თხისურის ნაჭრები სავანის გადასახურავად.
თხუთმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადე. |
7 |
და ჰქმნე გარდასაბურველი თმისა საფარველად კარვისა მის,
ათერთმეტი გარდასაბურველი უქმნე მათ. |
8 |
ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა, სიგანე - ოთხი წყრთა;
თერთმეტივე ნაჭერი ერთი ზომისა უნდა იყოს. |
8 |
სიბრძე გარდასაბურველისაჲ ერთისაჲ იყოს ოცდაათი წყრთა და
ოთხი წყრთა სივრცე გარდასაბურველისა ერთისაჲ, საზომი იგივე იყოს
გარდასაბურველთა ათერთმეტთაჲ. |
9 |
ხუთი ნაჭერი ცალკე გადააკერე, ექვსი ნაჭერი - ცალკე; ორად
მოკეცე მეექვსე ნაჭერი კარვის წინა მხარეს. |
9 |
და შეიყვნენ ხუთნი გარდასაბურველნი ერთბამად და ექუსნი გარდასაბურველნი ერთბამად;
და შემოჰკეცო მეექუსე იგი გარდასაბურველი წინაშე პირსა კარვისასა. |
10 |
გაუკეთე ორმოცდაათი კილო ბოლო ნაჭერს კიდეზე,
გადანაკერთან, და ორმოცდაათი კილო მეორე ნაჭერს კიდეზე, გადანაკერთან. |
10 |
და ჰქმნნე ღილნი ერგასისნი ძგიდესა ზედა გარდასაბურველისასა, რომელი შეეკინძებოდის
მეორესა. |
11 |
გააკეთე ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი და გაუყარე კილოებს
კაუჭები. შეკარი გადასახურავი, რომ ერთიანი იყოს. |
11 |
და ჰქმნნე კარშიკნი რვალისანი ერგასისნი და შეაკინძო კარშიკები იგი კილოებითა მით,
შეაბრძჳლნე გარდასაბურველნი და იყვნენ ერთ. |
12 |
გადასახურავს მორჩენილი ნაჭრის ნახევარი სავანის უკანა
მხარეს იყოს ჩამოშვებული. |
12 |
და შეუკეცო დამატებული გარდასაბურველთა შორის კარვისათა, ნახევრითა
გარდასაბურველითა დაშთომილისათა დაჰბურო დამეტებული გარდასაბურველთა კარვისათა,
დაჰბურო უკუანა კერძო კარვისა. |
13 |
სიგრძეზე მორჩენილი ნაჭრის ნაწილი სავანის ორივე მხარეს
თითო წყრთაზე იყოს ჩამოშვებული, აქეთ და იქით, მის დასაფარავად. |
13 |
წყრთაჲ ამიერ და წყრთაჲ იმიერ ნამეტავისაგან სიგრძისა საბურველთასა
გარდასაბურველთაგან კარვისათა იყოს დამფარველ გუერდთა ზედა კარვისათა ამიერ და
იმიერ, რათა დაჰფარვიდეს. |
14 |
გააკეთე გადასაფარი დათრიმლული ცხვრის ტყავისგან. ზემო
გადასაფარი თახაშის ტყავისგან. |
14 |
და ჰქმნე საფარველიცა კარვისა ტყავნი ვერძთანი მეწამულად ღებულნი და ზედა
საბურველნი ტყავნი ჳაკინთის ფერნი ზედა კერძო. |
15 |
დაამზადე ბოძები სავანისთვის აკაციის სწორი ძელებისგან. |
15 |
და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ძელთაგან ულპოლველთა. |
16 |
ათი წყრთა უნდა იყოს ბოძის სიგრძე, ერთნახევარი წყრთა -
სიგანე. |
16 |
ათ წყრთა სიგრძე ერთისა სუეტისა და წყრთა ერთ და ნახევარ |
17 |
ორ-ორი რიკი ჰქონდეს თითოეულ ბოძს, ერთმანეთს
მისადაგებული. ასე გაუკეთე კარვის ყოველ ბოძს. |
17 |
სივრცე ერთისა ორნი იდაყუნი სუეტსა მას ერთსა, წინააღმდგომნი ერთი ერთისაჲ. ესრეთ
უყო ყოველთა სუეტთა კარვისათა. |
18 |
დაამზადე ბოძები სავანისთვის: ოცი ბოძი სამხრეთ მხარეს. |
18 |
და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ოცნი სუეტნი ერთ კერძო ჩრდილოთ კერძო. |
19 |
ორმოცი ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს; ორ-ორი
ფეხი ერთი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ბოძის ქვეშ
მისი ორი რიკისთვის. |
19 |
და ორმეოცი სუეტის თავები ვეცხლისა უქმნე ოცთა მათ სუეტთა, ორნი სუეტის თავნი ერთსა
სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა. |
20 |
სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთ მხარეს ოცი ბოძი. |
20 |
და ნაწილსა მეორესა სამხრით კერძოსა - ოცნი სუეტნი. |
21 |
და მათი ორმოცი ვერცხლის ფეხი, ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ,
ორი ფეხიც მეორე ბოძის ქვეშ. |
21 |
და ორმეოცნი სუეტის თავნი მათნი ვეცხლისანი, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე
კერძოთა მისთა. |
22 |
სავანის უკანა მხარეს, დასავლეთით, ექვსი ბოძი დადგი. |
22 |
და უკუანა კერძო კარვისა ზღუად მიმართ ჰქმნნე ექუსნი სუეტნი. |
23 |
ორი ბოძი დაამზადე სავანის კუთხეებისთვის უკანა
მხარისკენ. |
23 |
და ორნი სუეტნი ჰქმნნე ყურეთა მის კარვისათა ზურგით კერძო. |
24 |
შეკრული უნდა იყოს ქვემოთ და ზემოთ ერთი რგოლით;
ორივესთვის ასე უნდა იყოს; ორივე კუთხისთვის უნდა იყოს. |
24 |
და იყვნენ სწორ ქუენა კერძო და მისებრვე იყუნენ სწოტნი სუეტის თავთაგან
შესანაწევრებელად ერთად. ესრეთ უყო ორკერძოთავე მათ ორთა ყურეთა, რათა სწორ იყვნენ. |
25 |
რვა ბოძი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი უნდა იყოს, ორ-ორი
ფეხი თითოეული ბოძისთვის. |
25 |
და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისანი ათექუსმეტნი. ორნი ხარისხნი -
სუეტსა ერთსა და ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორთავე კერძოთა მისთა. |
26 |
დაამზადე ლარტყები ურთხელისგან ბოძებისთვის. ხუთი ლარტყი
სავანის ერთ მხარეს, |
26 |
და ჰქმნნე მოქლონნი ძელთაგან ულპოლველთა ხუთნი ერთსა სუეტსა ერთკერძო კარვისა. |
27 |
და ხუთი სავანის მეორე მხარეს; ხუთიც სავანის უკანა
მხარეს, დასავლეთით. |
27 |
და ხუთნი მოქლონნი ერთსა სუეტსა მეორესა კერძსა კარვისასა და ხუთნი მოქლონნი
უკუანასა სუეტსა ზღუად მიმართსა კერძოსა კარვისასა. |
28 |
შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა
გასდევდეს ბოძებს. |
28 |
და მოქლონი იგი შუა მოქმედებდენ საშუალ სუეტთასა ერთისა კერძოჲსგან მეორისა კერძისა
მიმართ. |
29 |
ბოძები ოქროთი მოჭედე; მისი რგოლები, ლარტყეების
გასაყრელები ოქროსი გააკეთე; ლარტყებიც ოქროთი მოჭედე. |
29 |
და სუეტნი იგი ოქრომოსილ ჰყვნე ოქროჲთა და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი, რომელთა
განაცუნე მოქლონნი იგი და ოქროვან-ჰყვნე მოქლონნი იგი ოქროჲთა. |
30 |
იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე. |
30 |
და აღჰმართო კარავი იგი სახისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა. |
31 |
გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან
და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული. |
31 |
და ჰქმნე კრეტსაბმელი ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა
სთულისა, ნაქმარად ქსოილად ჰქმნე იგი ქერობინად. |
32 |
ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე; კაუჭები ოქროსი
იყოს, ფეხები ვერცხლისა. |
32 |
და დასდვა ოთხთა სუეტთა ზედა ულპოველთა, შემოსილთა ოქროჲთა და სუეტისთავნი მათნი
ოქროჲსანი და ხარისხნი მათნი ოთხნი - ვეცხლისანი. |
33 |
ჩამოჰკიდე კრეტსაბმელი კაუჭებზე და შეიტანე მოწმობის
კიდობანი კრეტსაბმელის უკან; კრეტსაბმელი გაგიმიჯნავთ წმიდა ადგილს წმიდათა
წმიდასაგან. |
33 |
და დასდვა კრეტსაბმელი სუეტთა მათ ზედა. და შეიღო მუნ უშინაგანეს კრეტსაბმელისა
კიდობანი წამებისაჲ და განგიწვალებდეს თქუენ კრეტსაბმელი იგი შორის წმიდისა მის და
შორის წმიდისა წმიდათასა. |
34 |
დაახურე სახურავი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში. |
34 |
და დაჰფარო კრეტსაბმელითა კიდობანი იგი წამებისაჲ წმიდათა შინა წმიდათასა. |
35 |
დადგი ტაბლა კრეტსაბმელს გარეთ და ლამპარი ტაბლის
პირდაპირ, სავანის გვერდით, სამხრეთით. |
35 |
და დასდვა ტაბლა გარეშე კრეტსაბმელისა და სასანთლე წინაშე ტაბლისა სამხრად მიმართსა
კერძოსა კარვისასა და ტაბლაჲ დასდვა ჩრდილოდ მიმართსა კერძოსა კარვისასა. |
36 |
გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი,
ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი, ნაქარგი სელისგან. |
36 |
და ჰქმნე განსამარტებელი ჳაკინთისგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და
ბისონისა სთულისა ნაქმრად ჭრელებულად: |
37 |
გააკეთე ჩამოსაფარებლისთვის ხუთი სვეტი ურთხელისგან და
ოქროთი მოჭედე, კაუჭები ოქროსი იყოს. ხუთი სპილენძის ფეხი ჩამოასხი
მათთვის. |
37 |
და უქმნე კრეტსაბმელსა მას ხუთნი სუეტნი ხისაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე
იგინი ოქროჲთა და სუეტის თავნი მათნი ოქროჲსანი და გამოადნვნე მათგან ხუთნი
ხარისხნი რვალისანი. |