1 |
ასე უთხრა უფალმა მოსეს: |
1 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
2 |
აჰა, მოვუწოდე სახელდებით ბეცალიელს, ძესა
ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან, |
2 |
აჰა ეგერა, მიწოდებიეს სახელით ბესელიელ, ძე ურისი,
რომელი-იგი არს ოვრაი ტომისაგან იუდასი. |
3 |
და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით
და ყოველი ხელოვნებით, |
3 |
და აღვავსო იგი სულითა საღმრთოჲთა, სიბრძნითა და
მეცნიერებითა, ყოვლითა საქმითა. |
4 |
რომ შეეძლოს ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავება, |
4 |
განზრახვად და ხუროთმოძღვრებად საქმედ ოქროჲსა მის და
ვეცხლისა და რვალისა. |
5 |
მოსაოჭველი თვლების გათლა, ხის კვეთა ხელოვნურ ნივთთა
დასამზადებლად. |
5 |
და იაკინთისა და ძოწეულისა, და მეწამულისა მის სთულისა და
ზეზისა მის ძახილისა სამსახურებელისა მის, და საქმისა მისა ძელით ხუროობისა
საქმედ, ყოვლისავე საქმისაებრ. |
6 |
აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან
და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც
გიბრძანე. |
6 |
და მე მივსცე მას ელიაბ, ძე აქისამაქისი, ტომისაგან
დაანისა და ყოველსა გულისხმის-მყოფელსა გულითა მივეც მეცნიერებაჲ, და ქმნენ
ყოველი, რომელი გიბრძანე შენ. |
7 |
სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავითურთ და
კარვის ყოველი ჭურჭელი, |
7 |
კარავი იგი საწამებელისაჲ და კიდობანი იგი შჯულისა და
სალხინებელი მას ზედა და შესამზადებელი იგი კარვისაჲ. |
8 |
ტაბლა და მისი ჭურჭელი, წმიდა ლამპარი და ყველა მისი
ჭურჭელი, საკმევლის სამსხვერპლო, |
8 |
საკურთხეველები და ტაბლა და ყოველი ჭურჭელი მისი, და სასანთლენი წმიდაჲ და ყოველნი
ჭურჭელნი მისნი და საკურთხეველი საკუმეველთა. |
9 |
აღსავლენის სამსხვერპლო და ყველა მისი ჭურჭელი საბანელი
თავისი კვარცხლბეკითურთ, |
9 |
და საკურთხეველი შესაწირავთა და ყოველი ჭურჭელი მისი და საბანელი და ხარისხი მისი. |
10 |
საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი, |
10 |
და შესამოსელი ქვესამსახურებელი სიწმიდისანი და სამოსელნი იგი, სამსახურებელნი
აჰრონისი და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელოდ ჩემდა. |
11 |
მირონი და სურნელოვანი საკმეველი საწმიდარისთვის -
ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც მე გიბრძანე. |
11 |
და ზეთი იგი ცხებულებისა და საკუმეველი იგი შეზავებული სიწმიდისა მსგავსად ყოვლისა,
რომელი გიბრძანე შენ, ქმნენ ყოველთაებრ, რომელთა მე გამცნებდ შენ ქმნად. |
12 |
ასე უთხრა უფალმა მოსეს: |
12 |
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი: |
13 |
ასე გამოუცხადე ისრაელიანებს: დაიცავით ჩემი შაბათები,
რადგან ეს იქნება ნიშანი ჩვენს შორის თაობიდან თაობაში იმის საცოდნელად,
რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი. |
13 |
შენ ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ეკრძალენით და შაბათი ჩემი დაიმარხენით,
რამეთუ იგი სასწაული ჩემდამო და თქუენ შორის და ნათესავთა თქვენთა, რათა სცნათ,
რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან განგწმიდენ თქუენ. |
14 |
დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის მისი
შემბღალავი უნდა მოკვდეს; შაბათობით მოსაქმე უნდა მოიკვეთოს თავისი
ხალხიდან. |
14 |
დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამეთუ წმიდაჲ არს უფლისა მიერ თქუენ შორის, რომელმან
შეაგინოს იგი, სიკუდილითა მოკუდეს და ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა,
მოისპოს სული იგი შორის ერისა მის. |
15 |
ექვს დღეს აკეთონ საქმე, მეშვიდე დღეს საუქმო შაბათია,
უფლისათვის წმიდა. ყველა, ვინც კი შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უნდა
მოკვდეს. |
15 |
ექუს დღე იქმოდე საქმესა შენსა, ხოლო დღე იგი მეშჳდე განსუენება არს, წმიდაჲ
უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას დღესა, სიკუდილითა მოკუედინ. |
16 |
დაიცვან ისრაელიანებმა შაბათი, რათა უქმობდნენ შაბათს
თაობიდან თაობაში. სამარადისოა ეს აღთქმა; |
16 |
და დაიმარხედ ძეთა ისრაჱლისათა შაბათისა მის. ყოფად მისა ნათესავთა მათ შორის
სჯულად საუკუნოდ. |
17 |
ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელანებს შორის,
რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და
დაისვენა. |
17 |
შორის ჩემსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა სასწაული არს ჩემ წინაშე საუკუნო, რამეთუ
ექუსთა დღეთა ქმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და დღესა მეშჳდესა დააცადა. |
18 |
მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი
სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები. |
18 |
და მოსცა უფალმან მოსეს, რაჟამს დასცხრა სიტყუად მისა მთასა მას ზედა სინასა, ორნი
იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა. |