1 |
უთხრა უფალმა მოსეს: აიყარეთ აქედან შენ და
ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, და წადით იმ ქვეყნისკენ, რომელიც
აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. |
1 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: გვალე, აღვედ შენ და
ერი ეგე შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ქუეყანასა მას,
რომლისათჳს ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ვარქუ: ნათესავსა თქუენსა
მივსცე იგი. |
2 |
ანგელოზს წაგიმძღვარებთ წინ და ავყრი
ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთეელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და
იებუსელებს. |
2 |
და თანამივავლინო ანგელოზი ჩემი უწინარეს შენსა და
განასხნეს ქანანელნი იგი და ამორეველნი, ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი,
და გერგესეველნი, და იობოსელნი. |
3 |
იმ ქვეყნისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი; მე
აღარ ვივლი შენს შორის, რადგან თვითრჯული ხალხი ხართ და ვაითუ მოგსპოთ
გზაში. |
3 |
შეგიყვანო შენ ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და
თაფლი, ხოლო მე არა აღვიდე თქუენ თანა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელ არს, რათა
არა აღვჴოცნე იგინი გზასა ზედა. |
4 |
მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის
გაუკეთებია სამკაული. |
4 |
და ესმა ერსა მას სიტყვაჲ ესე ბოროტი და იგლოვდეს გლოვით
და არა აღიღეს კაცთა მათ გვამნი. |
5 |
უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: თვითრჯული
ხალხი ხართ თქვენ: ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენს შორის, მოგსპობთ.
მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ. |
5 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ
ერი ქედფიცხელ ხართ. ეკრძალენით, ნუუკუე წყლულება სხუაცა მოჰჴდეს თქუენ
ზედა და აღგჴოცნე თქუენ და აწ განიძარცვეთ სამოსელი დიდებისა თქუენისა და
სამკაულები და გიჩვენო თქუენ, რაჲ-იგი გიყო თქუენ. |
6 |
მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები, ხორების მთიდან. |
6 |
და განიძარცვეს ძეთა ისრაჱლისათა სამკაულები მათი და
სამოსელი მთასა მას ქორებს. |
7 |
აიღო მოსემ კარავი და დაიდგა ბანაკს გარეთ, ბანაკის
მოშორებით, და უწოდა სადღესასწაულო კარავი. ყველა, ვისაც კი რამე სათხოვარი
ჰქონდა უფალთან, მიდიოდა, სადღესასწაულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ
იდგა. |
7 |
და მოიღო მოსე კარავი იგი მისი და აღმართა იგი გარეშე
ბანაკსა მას. და ეწოდა მას კარავი საწამებელი. და იყო, ყოველი რომელი
ეძიებდა უფალსა, განვიდოდა კარავსა მას გარეშე ბანაკსა მას. |
8 |
როგორც კი წავიდოდა კარვისკენ მოსე, ადგებოდა მთელი ხალხი
და თავ-თავისი კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა ყველა; შეჰყურებდნენ,
მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა იგი. |
8 |
და რაჟამს შევალნ მოსე ბანაკსა მას, გარე დგა ერი იგი და იხედავნ კაცად-კაცადი
კარავსა თჳსისაჲთ და ხედვიდიან მი-რაჲ-ვალნ მოსე, ვიდრემდის შევიდის კარავსა მას. |
9 |
როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის
სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს. |
9 |
და ვითარცა შევიდის მოსე კარავსა მას, გარდამოჴდის სუეტი იგი ღრუბლისა და დადგის
კართა თანა მის კარვისათა და ეტყჳნ უფალი მოსეს. |
10 |
ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან
აღმართულს; ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავის კარვის შესასვლელთან სცემდა
თაყვანს. |
10 |
და ჰხედვიდა ყოველი იგი ერი სუეტსა მას ღრუბლისასა, მდგომარესა კართა ზედა მის
კარვისათა. და დგან ყოველი იგი ერი და თაყუანის-სცის კაცად-კაცადმან კარით კარვისა
თჳსისაჲთ. |
11 |
პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი
ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე,
ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს. |
11 |
და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა და
მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი, ისო ჭაბუკი, არა გამოვიდის კარვით. |
12 |
უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს
ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი:
სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში. |
12 |
და ჰრქუა მოსე უფალსა: აჰა, შენ მეტყჳ აღყვანებასა ამის ერისასა და შენ არა
გამომიცხადე ვის-იგი მოავლინებ ჩემდა. ხოლო შენ მარქუ: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა
და მადლი გაქუს ჩემ მიერ. |
13 |
და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი
გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში. იცოდე, რომ შენი ერია
ეს ხალხი. |
13 |
უკუეთუ ვჰპოვე მადლი შენ წინაშე, გამომიცხადე მე თავი შენი და განცხადებულად გიხილო
შენ, რათა ვსცნა მე, ვითარმედ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა და გულისხმა-ვყო, ვითარმედ
შენი არს ნათესავი ესე. |
14 |
თქვა უფალმა: მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ. |
14 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მე თავადი წინაწარგიძღვე და შეგიყვანო შენ. |
15 |
უთხრა მოსემ: თავად შენ თუ არ წაგვიძეღი, ვერ გავალთ
აქედან. |
15 |
და ჰრქუა უფალსა მოსე: უკუეთუ შენ არა მოხვალ ჩუენ თანა, ნუ აღმიყვანებ ჩუენ ამიერ. |
16 |
როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა
ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი
ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა? |
16 |
და ვითარმედ საცნაურ იყოს ჭეშმარიტად, რამეთუ ვჰპოე მადლი წინაშე შენსა, არამედ
მოსლვასა მას შენსა ჩუენ თანა ვიდიდნეთ მე და ესე უფროს ყოველთა ნათესავთა, რომელნი
არიან ქუეყანასა ზედა. |
17 |
უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ,
რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ. |
17 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: ეგეცა სიტყუაჲ, რომელი სთქუ, ვყოვე, რამეთუ გიპოვნიეს მადლი
წინაშე ჩემსა და გიცი შენ უმეტეს ყოველთასა. |
18 |
თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება. |
18 |
და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩვენე დიდებაჲ თავისა შენისა. |
19 |
თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ
და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია,
და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია. |
19 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა
უფლისაჲთა წინაშე შენსა. და შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი
შევიწყნარო. |
20 |
თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ
მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს. |
20 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი,
რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა. |
21 |
თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე. |
21 |
და ჰრქუა უფალმან: აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა. |
22 |
როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და
ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული. |
22 |
რაჟამს წარვიდოდის დიდებაჲ ჩემი, დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო შენ
ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე. |
23 |
როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი
უხილავი იქნება. |
23 |
და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი ვერ იხილო. |