1 |
უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა
მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ
პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე. |
1 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: გამოჰქმნენ თავისა
შენისა ორნი ფიცარნი, ვითარცა-იგი პირველნი და აღმოვედ ჩემდა მთასა ამას,
და დავსწერნე ფიცართა სიტყუანი იგი, რომელნი წერილ იყვნეს პირველთა მათ
ფიცართა, რომელნი შეჰმუსრენ. |
2 |
მზად იყავ დილისათვის; დილას სინაის მთაზე
ახვალ და იქ, მთის წვერზე დამიდგები. |
2 |
და იყავ შენ განმზადებულად განთიადისა და აღმოხჳდე მთასა
სინასა და დასდგე მუნ მწუერვალსა მთისასა. |
3 |
კაციშვილი არ ამოგყვეს, კაციშვილი არ გამოჩნდეს მთაზე,
არც ცხვარი, არც ძროხა არ უნდა ძოვდეს ამ მთის წინ. |
3 |
და ნუ ვინ აღმოვალნ შენ თანა და ნუ ვინ იპოვებინ ყოველსა
მას მთასა და საცხოვარი და ზროხა ნუ ძოვნ მახლობელად მთასა მას. |
4 |
გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა
დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი
ეჭირა ხელში. |
4 |
და გამოთალნა მოსე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ვითარცა-იგი
პირველნი და აღიმსთო განთიად და აღვიდა მთასა მას სინასა, ვითარცა-იგი
უბრძანა მას უფალმან. და მიიხუნა მოსე მის თანა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი. |
5 |
ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და
ახსენა უფლის სახელი. |
5 |
და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და დგა მოსე მუნ და ხადა
სახელი უფლისაჲ. |
6 |
ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო!
ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო. |
6 |
და წარმოვიდა უფალი წინაშე მისსა და უწოდა: უფალი ღმერთი,
მოწყალე, შემწყნარებელ, სულგრძელ, დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ. |
7 |
შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა,
ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო
შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში. |
7 |
რომელმან დამარხის სიმართლე და ყვის წყალობა ათასამდე
ნათესავად. და აჰჴოცის უსჯულოებანი და სიცრუენი და ცოდვანი და თანამდებნი
იგი არა განწმიდის და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და
შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე. |
8 |
იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა. |
8 |
და ისწრაფა მოსე, მოდრკა და თაყუანის-სცა უფალსა ქუეყანასაზედა. |
9 |
თქვა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, ჩემო მეუფევ, ჩვენს
შორის იაროს ჩემმა მეუფემ, რადგან თვითრჯულია ეს ხალხი. შეგვინდე დანაშაული
და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე. |
9 |
და ჰრქუა: უკუეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, მოვედინ უფალი ჩუენ თანა, რამეთუ ერი
ესე ქედფიცხელ არს, და გჳლხინებდე შენ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა შენდად. |
10 |
თქვა უფალმა: აჰა, ვდებ აღთქმას: მთელი შენი ხალხის
წინაშე მოვახდენ სასწაულებს, როგორის არცერთ ქვეყანაში და არცერთ ხალხში არ
მომხდარა. დაინახავს მთელი ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, თუ რა
საშინელია ის საქმე, რომელსაც უფალი გიყოფს. |
10 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აჰა ესერა, მე აღგითქუამ შენ აღთქუმასა წინაშე ყოვლისა
ერისა შენისა და ვქმნე დიდებული, რომელი არა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა. და
იხილოს ყოველმან ნათესავმან მაგან, რომელთა შორის ხარ შენ საქმედ უფლისა. |
11 |
დაიხსომე, რასაც ახლა გიბრძანებ. აჰა, ავყრი თქვენგან
ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და
იებუსეველებს. |
11 |
რამეთუ საკჳრველ იყო, რომელ გიყო შენ, ეკრძალე ყოველსა, რომელსა გამცნებ შენ, და
აჰა, მე განვასხნე პირისაგან თქუენისა ამორეველნი იგი, და ქანანელნი, და ქეტელნი,
და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იაბოსელნი. |
12 |
გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც
შეხვალ, რომ მახეში არ გაება. |
12 |
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე აღუთქუა აღთქუმა მკჳდრთა თანა მის ქუეყანისათა,
რომელსა-იგი შეხვალ შენ, ნუუკუე გექმნეს საცთურ. |
13 |
დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები,
აჩეხეთ მათი აშერები. |
13 |
ბომონნი მათი დაარღჳე და ძეგლები მათი შეჰმუსრენ, და სერტყები მათი მოჰკაფენ და
გამოქანდაკებულნი იგი ღმერთთა მათთანი დაწვენ ცეცხლითა. |
14 |
რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან
ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი. |
14 |
რამეთუ არა ჴელ-გეწიფების თქუენ თაყუანის-ცემად ღმერთთა უცხოთა, რამეთუ უფალი
ღმერთი მოშურნე სახელი არს, ღმერთი მოშურნე არს. |
15 |
ნუ შეკრავ კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან, მიეცემიან
გარყვნილებას მათი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ მათ ღმერთებს;
შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათ მსხვერპლს. |
15 |
ნუუკუე აღუთქუა აღთქუმაჲ მკჳდრთა მის ქუეყანისათა და ისიძჳდეთ კუალსა მას შედგომად
ღმერთთა მათთასა, დაუკლვიდენ კერპთა მათთა, და გხადოდიან შენ და სჭამო შენ
ნაკერპავი იგი მათი. |
16 |
მოიყვან მათ ქალებს შენი ვაჟებისთვის; მიეცემიან
გარყვნილებას მათი ქალები თავიანთი ღმერთების კვალზე და გარყვნიან შენს
ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე. |
16 |
და მოჰგვარნეთ ასულნი მათნი ძეთა თქუენთა, და ასულნი თქუენნი მისცნეთ ძეთა მათთა,
და ისიძჳდენ ასულნი შენნი შემგომად კერპთა მათთა, და ძენი შენნი ისიძჳდენ შედგომად
კერპთა მათთა. |
17 |
ნუ შეიქმნი კერპებს. |
17 |
და ღმერთნი გამოდნობილი არა იქმნეთ. |
18 |
დაიცავი უფუარობის დღესასწაული, შვიდ დღეს ჭამე უფუარი
ხმიადები, როგორც ნაბრძანები მაქვს, დათქმულ დროს, აბიბის თვეში, რადგან
აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან. |
18 |
და დღესასწაული უცომოებისა თქუენისა დაიმარხეთ. შჳდ დღე სჭამო უცომოჲ, ვითარცა-იგი
გამცენ ჟამსა მას ოდენ თთუესა მას ახალსა, რამეთუ თთუესა მას ახალსა გამოხვედ შენ
ქუეყანით ეგჳპტით. |
19 |
ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი,
საშოს გამღები, ხარი და ცხვარი. |
19 |
ყოველმან, რომელმან პირველად განაღოს საშოჲ წულან, ჩემი არს. |
20 |
საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ
გამოისყიდი, ქედი ჩაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილებში გამოისყიდე. ნუ
გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი. |
20 |
პირმშოჲ ზროხათა და პირმშოჲ ცხოვართა და პირმშოჲ კარაულისაჲ იჴსნე ცხოვართა, უკეთუ
არა იჴსნე, სასყიდელი მისცე მისი. ყოველი პირმშოჲ ძე შენი იჴსნე. არა მეჩუენო
წინაშე ჩემსა ცალიერი. |
21 |
ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღეს დაისვენე; ხვნისას და
მკისას შეისვენე. |
21 |
ექუს დღე იქმოდე და მეშჳდესა დღესა დააცადე თესლი შენი და სამკალი შენი დააცადე. |
22 |
შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და
რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე. |
22 |
დღესასწაული იგი ჩემი შჳდეულთაჲ ჰყო დასაბამსა იფქლის მკასა, დღესაწაული ნაყოფის
შეკრებისაჲ, განსაზოგებელისა წელიწდისასა. |
23 |
წელიწადში სამგზის უნდა ეჩვენოს ყოველი შენი მამროვანი
მეუფეს, უფალს, ისრაელის ღმერთს. |
23 |
სამგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი პირმშოჲ შენი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. |
24 |
როცა ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს,
აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს,
შენს ღმერთს. |
24 |
რაჟამს განვასხნე ნათვსავნი იგი პირისაგან შენისა და განვავრცნე საზღვარნი შენნი,
არავის გულმან უთქუას ქუეუანისათჳს შენისა, რაჟამს აღხჳდოდე შენ შემთხუევად წინაშე
უფლისა ღმრთისა შენისა სამგზის წელიწადსა. |
25 |
ნუ დაღვრი საფუარზე ჩემი მსხვერპლის სისხლს; დილისთვის ნუ
მოიტოვებ საპასექო მსხვერპლს. |
25 |
არა დაჰკლა ცომსა ზედა სისხლი საკლველთა ჩემთაჲ. და არა დაადგრეს განთიადმდე
საკლველი დღესასწაულისა მის ვნებათა. |
26 |
შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფები მიიტანე უფლის, შენი
ღვთის სახლში; ნუ მოხარშავ ციკანს დედამისის რძეში. |
26 |
პირველი ნაყოფი ქუეყანისა შეიღო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეაგბო კრავი
სძითა დედისა თჳსისათა. |
27 |
უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ
სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს. |
27 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერენ თავისა შენისა სიტყუანი ესე, რამეთუ ამათ სიტყვათა
ზედა დაგიდებ შენ საშჯელსა ისრაჱლისასა. |
28 |
დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ
უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი
სიტყვა. |
28 |
და იყო მუნ მოსე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. პური არა ჭამა და წყალი
არა სუა და აღწერნა სიტყუანი ესე სჯულისანი ფიცართა ათნი იგი სიტყუანი. |
29 |
როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან, აღთქმის ორი ფიქალი
ეჭირა ხელში მოსეს მთიდან ჩამოსვლისას, არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა
პირისკანი მასთან ლაპარაკისას. |
29 |
და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა
მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი
პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ. |
30 |
დაინახეს აარონმა და ისრაელიანებმა მოსე და, აჰა,
ბრწყინავდა მისი პირისკანი და ვერ გაბედეს მიახლოება. |
30 |
და იხილა აჰრონ და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა მოსე. და იყო დიდებულ წინაშე ფერი
პირისა მოსესი. და შეეშინა მიახლებად მისა. |
31 |
დაუძახა მათ მოსემ და მიბრუნდნენ მისკენ აარონი და
საზოგადოების თავკაცები და ელაპარაკა მათ მოსე. |
31 |
და უწოდა მათ მოსე და მოიქცეს მისა აჰრონ და ყოველნი მთავარნი კრებულისანი და
ეტყოდა მათ მოსე. |
32 |
ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელიანები და მანაც
მოუთხრო მათ ყველაფერი, რაც უფალმა უთხრა სინაის მთაზე. |
32 |
და ამისა შემდგომად მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი და ამცნო მათ ყოველი, რაოდენსა ეტყოდა
უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა. და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად მათდა მიმართ,
დაიბურა საფარველი პირსა მისსა. |
33 |
შეწყვიტა მოსემ მათთან ლაპარაკი და რიდე ჩამოიფარა
სახეზე. |
|
|
34 |
როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა
რიდეს გარეთ გამოსვლამდე. გამოვიდოდა და ყველაფერს ეუბნებოდა ისრაელიანებს,
რაც ებრძანებოდა. |
33 |
და ოდეს შევალნ მოსე წინაშე უფლისა სიტყუად მისა, აღიჴადის საბურველი იგი ვიდრე
გამოსლვადმდე მისა და გამო-რა-ვიდის, ეტყჳნ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი
უბრძანის უფალმან. |
35 |
ხედავდნენ ისრაელიანები მოსეს სახეს, რომ ბრწყინავდა
მოსეს პირისკანი და ისევ იფარებდა მოსე სახეზე რიდეს, სანამ მასთან
სალაპარაკოდ არ შევიდოდა. |
34 |
და იხილეს ძეთა ისრაჱლისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო. და დაიბურის მოსე
საფარველი პირსა მისსა ვიდრე შესლვადმდე მისა წინაშე უფლისა თანა ზრახვად მისსა. |