1 |
მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ
შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი? |
1 |
მიუგო მოსე და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს
ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისა, რამეთუ მრქუან, ვითარმედ: არა გეჩუენა
შენ ღმერთი, რაჲ ვჰრქუა მათ? |
2 |
უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი. |
2 |
ჰრქუა მას უფალმან: რაჲ არს ესე ჴელსა შენსა? ხოლო მან
თქუა: კუერთხი. |
3 |
უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და
გაერიდა მას მოსე. |
3 |
და ჰრქუა უფალმან, მიაგდე ეგე ქუეყანასა! ხოლო მან მიაგდო
იგი და იქმნა გუელ. და ივლტოდა მოსე გუელისა მისგან. |
4 |
უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე.
გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში. |
4 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი და უპყარ ბოლოჲ.
მიყო ჴელი მისი მოსე და უპყრა მას ბოლოჲ. და იქმნა იგი კუერთხი ჴელსა
მისსა. |
5 |
ამით დაგიჯერებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი
მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. |
5 |
რათა ჰრწმენეს შენი, რამეთუ გეჩუენა შენ უფალი ღმერთი
მამათა მათთა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. |
6 |
კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო
უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან
ხელი. |
6 |
მერმე ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: შეყავ ჴელი შენი
წიაღსა შენსა. ხოლო მან შეყო ჴელი მისი წიაღსა თჳსსა. და ჰრქუა: გამოიღე
ჴელი შენი. და გამოიღო და იქმნა ჴელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. |
7 |
უთხრა: ისევ ჩაიყავი ხელი უბეში! ისევ ჩაიყო ხელი უბეში.
უკან გამოიღო უბიდან და, აჰა, ხედავს ხორცისფერი დაბრუნებია ხელს. |
7 |
და მერმე კუალად ჰრქუა: შეყავ ჴელი შენი წიაღადვე შენდა.
და შეყო ჴელი მისი წიაღადვე თჳსა და გამოყო ჴელი მისი წიაღისაგან და კუალად
მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა. |
8 |
თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ
მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან. |
8 |
უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინონ ჴმისა შენისა
სასწაულისა ამის პირველისაჲ, ჰრწმენეს, უკუეთუ არა ჰრწმენეს პირველისა მის
სასწაულისა, მეორისა მის ჰრწმენეს. |
9 |
თუ ამ ორ სასწაულზეც არ გერწმუნენ და არ შეისმინეს შენი
სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე. წყალი, რომელსაც
ნილოსიდან ამოიღებ, სისხლად იქცევა ხმელეთზე. |
9 |
და იყოს უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი ორთა ამათ სასწაულთა,
არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყლისა მისგან მდინარისა და დასთხიო
ჴმელსა ზედა. და იყოს წყალი, რომელიცა მოიღო მდინარისაგან, სისხლ ჴმელსა
ზედა |
10 |
უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი
არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი
დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ. |
10 |
ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და
ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ
ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.
|
11 |
უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს
ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი? |
11 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა პირი კაცსა, ანუ ვინ
შექმნა მსმენელი და ყრუ მხედველი და ბრმაჲ, ანუ არამეა უფალმან ღმერთმან? |
12 |
ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა
უნდა თქვა. |
12 |
ხოლო აწ შენ ვიდოდე და მე აღვაღო პირი შენი და გასწაო
შენ. რასა-იგი იტყოდი. |
13 |
უთხრა მოსემ: გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე. |
13 |
და ჰრქუა: გევედრები, უფალო, გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი
სხუაჲ, რომელი მიავლინო. |
14 |
განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: განა შენი ძმა არ არის
ლევიანი აარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს. აჰა, მზად არის იგი
შენს შესახვედრად, დაგინახავს და გულით გაიხარებს. |
14 |
და განრისხნა უფალი გულისწყრომით მოსეს ზედა და თქუა: ანუ
არა, ეგერა, აჰრონ ძმაჲ შენი ლევიტელი, ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის იგი
შენ, აჰა ეგერა იგი მოგეგებვოდის შენ შემთხუევად შენდა ღა გიხილოს შენ და
განიხაროს გულსა თჳსსა. |
15 |
ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე სიტყვები; მე ვიქნები შენს
ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ. |
15 |
და უთხრნე მას სიტყუანი ესე და მისცნე მას სიტყუანი ჩემნი
პირსა მისსა და მე აღვაღო პირი შენი და პირი მისი და გასწაო თქუენ, რაჲ
ჰყოთ. |
16 |
ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის
ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის. |
16 |
და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა
და შენ ეყო მას ღმრთისა მიმართ. |
17 |
ხელში გეჭიროს ეგ კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ. |
17 |
და კუერთხი ეგე, რომელ გარდაიქცა გუელად, მიიღო ჴელითა
შენითა, რომლითა-იგი ჰყოფდე სასწაულებსა. |
18 |
წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და
უთხრა: წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან
თუ არა. უთხრა ითრომ მოსეს: მშვიდობით იარე. |
18 |
წარმოვიდა მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და
ჰრქუა მას: წარვიდე მე და მივიქცე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და
ვიხილნე იგინი, ცოცხალ-ღა თუ არიან, და ჰრქუა იოთორ მოსეს: გუალე, ვიდოდე
ცოცხლებით! |
19 |
უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში,
რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა. |
19 |
შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტისაჲ.
ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე და მივედ შენ ეგჳპტედ, რამეთუ
მოსწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა |
20 |
შესხა მოსემ სახედრებზე თავისი ცოლი და შვილები და წავიდა
ეგვიპტის ქვეყანაში. ხელში დაიჭირა მოსემ ღვთიური კვერთხი. |
20 |
წარმოიყუანა მოსე ცოლი თჳსი და ძენი თჳსნი და აღსხნა
იგინი კარაულებსა და მოიქცა ეგჳპტედ და მოიღო მოსე კუერთხი იგი
ღმრთისამიერი ჴელითა თჳსითა. |
21 |
უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა
დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც
ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს. |
21 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რა-ხჳდე შენ ეგჳპტედ და მიიქცე,
იხილე ყოველი იგი ნიშები, რომელ მიგეც ჴელთა შენთა, ქმენ იგი წინაშე
ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული მისი და არა გამოუტეოს ერი იგი. |
22 |
უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო
შვილია ისრაელი. |
22 |
ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძე ჩემი პირმშო
არს ისრაჱლი. |
23 |
გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ
გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს. |
23 |
გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე,
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, იხილე: მე მოვკლა ძე შენი პირმშოჲ. |
24 |
გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფალი და მოკვლა
დაუპირა. |
24 |
და იყო გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა მას ანგელოზი
უფლისაჲ და ეგულვა მოკლვაჲ მისი. |
25 |
აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს, ფეხებთან დაუგდო
და თქვა: სისხლის სიძე ხარ ჩემი. |
25 |
და მოიღო სეფორა ბასრი და წინადასცჳთა წინადაცუეთილებაჲ
ძისა თჳსისაჲ და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თქუა: დადეგინ სისხლი
წინადაცუეთისა ძისა ჩემისა. |
26 |
გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე
წინდაცვეთით. |
26 |
და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა: დადგა
სისხლი წინადაცუეთისაჲ ყრმისა ჩემისაჲ. |
27 |
უთხრა უფალმა აარონს: წადი, შეეგებე უდაბნოში მოსეს.
წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა. |
27 |
ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შენ უდაბნოდ და მიეგებვოდე
მოსეს, და განვიდა და შეემთხჳა მას მთასა მას ზედა ღმრთისასა და
ამბორს-უყვეს ურთიერთას. |
28 |
ამცნო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც
გამოგზავნა იგი, და ყველა სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა. |
28 |
და უთხრა მოსე აჰრონს: ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი,
რომლისათჳს მოავლინა და ყოველნივე იგი სასწაულნი, რომელ ამცნო მას. |
29 |
წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელიანთა
უხუცესები. |
29 |
მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა
ისრაჱლისათანი. |
30 |
თქვა აარონმა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა უთხრა მოსეს. და
მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ. |
30 |
და ეტყოდა აჰრონ ყოველთავე მათ სიტყუათა, რომელთა ეტყოდა
ღმერთი მოსეს და ქმნნა სასწაულნი იგი წინაშე ერისა მის. |
31 |
დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა
ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. |
31 |
და ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოხედა უფალმან
ერსა თჳსსა ძეთა ისრაჱლისათა, და რამეთუ იხილა ჭირი იგი მათი. და მოდრკა
ერი იგი და თაყუანი-სცეს ღმერთსა. |