1 |
ასე უთხრა უფალმა მოსეს: |
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
2 |
პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე,
სადღესასწაულო კარავი. |
2 |
ერთსა დღესა თთჳსა მის მირკანისასა, თჳს თავსა აღმართო
კარავი იგი საწამებელისა, |
3 |
დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი
კიდობანს. |
3 |
და დასდგა კიდობანი იგი საწამებელისაჲ, და დაჰბურო
კიდობანი იგი საბურველითა. |
4 |
შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე
სასანთლე და აანთე ლამპრები. |
4 |
და შეიღო ტაბლა იგი ოქროჲსა და დააგო პური იგი დასაგებელი
მისი, და შეიღო სასანთლე იგი და დასდგნე მის ზედა სანთელნი მისნი. |
5 |
დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის
წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს. |
5 |
და დასდგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კმევად საკუმეველისა
წინაშე კიდობანსა მას საწამებელისა და დაჰბურო საბურველი იგი
კრეტსაბმელისაჲ კარსა კარვისა მის საწამებელისა, |
6 |
დადგი სამსხვერპლო აღსავლენისთვის სავანის, სადღესასწაულო
კარვის შესასვლელთან. |
6 |
და დასდგა საკურთხეველი იგი ნაყოფითა კართა მის კარვისა
საწამებელისათა. |
7 |
დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს
შორის და ჩაასხი შიგ წყალი. |
7 |
და დასდგა საბანელი წინაშე კარსა კარვისა საწამებელისათა,
და შთაასხა მას შინა წყალი. |
8 |
მოაწყვე გარშემო ეზო და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს ჭიშკართან. |
8 |
და სცხო ეზოსა მას გარემოს და განმარტო კრეტსაბმელი კარსა მას ზედა ეზოსასა, |
9 |
აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყველაფერს, რაც მასშია;
განათლე მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება. |
9 |
და მოიღო ზეთი იგი ცხებისაჲ და სცხო კარავსა მას და ყოველი, რაჲ არს მას შინა, და
განსწმიდო იგი და ყოველი ჭურჭელი მისი და იყოს წმიდა. |
10 |
სცხე აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს,
განათლე სამსხვერპლო და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო. |
10 |
და სცხო საკურთხეველსა მას ნაყოფთასა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, |
11 |
სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და განათლე იგი. |
11 |
და განსწმიდო საკურთხეველი იგი და იყოს წმიდა წმიდათა. და სცხო საბანელსა და
ხარისხთა მისთა, და, განსწმიდო იგი. |
12 |
მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის
შესასვლელთან და წყლით განბანე. |
12 |
და მოიყვანო აჰრონ და ძენი მისნი წინაშე კარსა კარვისა მის საწამებელისასა, და
განბანნე იგინი წყლითა, |
13 |
შემოსე აარონი წმიდა შესამოსელით, სცხე მას და განათლე
იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე. |
13 |
და შეჰმოსო აჰრონს იგი წმიდაჲ, და სცხო მას და წმიდა იყოს იგი მღდელად ჩემდა; და
იყოს მათა ცხებულება მღდელობისა უკუნისამდე ნათესავთა შორის მათსა. |
14 |
მისი შვილებიც მიიყვანე და შემოსე ისინი კვართით. |
|
|
15 |
სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ
მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში. |
|
|
16 |
ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის
უფალს; ასე გააკეთა. |
14 |
და ყო ეგრე მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ქმნა. |
17 |
მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე. |
15 |
და იყო, თთვესა მას პირველსა მეორესა წელთათა გამოსლვისა მის ეგჳპტით, თთვის თავსა,
რომელთა კარავი იგი განესრულა. |
18 |
აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა
ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები. |
16 |
და აღმართა მოსე კარავი და დადგინა ხარისხნი მისნი, და აღმართნა სვეტნი იგი მისნი,
და დასდვა სვეტის თავნი, |
19 |
გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას
სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
17 |
და მოქლონნი, და აღმართნა სუეტნი, და განმარტნა ეზოები იგი კარვისა მის, და დაჰბურა
საფარველი კარავსა მას ზედა კერძო, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
20 |
აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის
რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს. |
18 |
და მოიხუნა საწამებელნი იგი და შთაასხნა იგინი კიდობანსა მას და განუთხინა უღელნი
იგი ქვეშე კერძო კიდობანსა მას. |
21 |
შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა კრეტსაბმელი და
დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
19 |
და შეიღო კიდობანი იგი შინაგან კარვისა მის, დაჰბურა საფარველი იგი კრეტსაბმელისა
მის და დაფარა კიდობანი იგი წამებისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
22 |
დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო
მხარეს, ფარდის გარეთ. |
20 |
დადგა ტაბლა იგი კარავსა მას შინა საწამებელისასა, ჩრდილოთ კერძო, გარე
კრეტსაბმელსა მას, კარვისა მის საწამებელისასა. |
23 |
დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები
ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
21 |
და დააგო მას ზედა პური იგი შესაწირავი წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან
მოსეს. |
24 |
დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ,
სავანის სამხრეთ მხარეს. |
22 |
და დადგა სასანოვაგე იგი კარავსა მას საწამებელისასა ადგილსა მას სამხრეთ კერძო
კარვისასა. |
25 |
აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა
მოსესთვის უფალს. |
23 |
და დააგნა სასანთლენი მას ზედა წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. |
26 |
დადგა ოქროს სამსხვერპლო სადღესასწაულო კარავში, ფარდის
წინ. |
24 |
დადგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კარავსა მას შინა საწამებელისასა, წინაშე
კრეტსაბმელისა. |
27 |
აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც ნაბრძანები
ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
25 |
და დააკმია საკმეველი იგი აღზავებული მას ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. |
28 |
ჩამოჰკიდა ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან. |
26 |
და განმატა კრეტსაბმელი კარსა ზედა კარვისა მის. |
29 |
აღსავლენის სამსხვერპლო დადგა სავანის, სადღესასწაულო
კარვის შესასვლელთან, შესწირა მასზე აღსავლენი მსხვერპლი და პურის
შესაწირავი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
27 |
და საკურთხეველი ნაყოფთა დადგა კართა მათ თანა კარვისა მის საწამებელისათა. დაასხნა
მას ზედა მსხუერპლი და შესაწირავი იგი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
30 |
დადგა საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს
შორის და ჩაასხა შიგ განსაბანელი წყალი. |
28 |
და დასდგა საბანელი იგი კარავსა მის თანა საწამებელისათა ტაბლასა თანა და შთაასხა
მას შინა წყალი. |
31 |
განიბანდნენ აქ მოსე, აარონი და მისი შვილები ხელებსა და
ფეხებს. |
29 |
და იბანებდენ მისგან მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴელთა და ფერჴთა მათთა. |
32 |
როცა შევიდოდნენ სადღესასწაულო კარავში და
მიუახლოვდებოდნენ სამსხვერპლოს, განიბანდნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა
მოსესთვის უფალს. |
30 |
რაჟამს შევიდოდიან კარავსა მას საწამებელისასა, გინა რაჟამს შეეხებოდენ
საკურთხეველსა მას მსახურებად, და დაიბანდენ მით, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
33 |
მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და
ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს ჭიშკარში და დაასრულა მოსემ სამუშაო. |
31 |
და აღმართა ეზო გარემოს კარვისა მის საკურთხევლითურთ და დაჰბურა კარნი ბრჭისა ეზოსა
მის საბურველითა მით და აღასრულა მოსე ყოველივე საქმე. |
34 |
დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ
აავსო სავანე. |
32 |
დაფარა ღრუბელმან კარავი იგი საწამებელისა და აღივსო დიდებითა უფლისაჲთა კარავი
იგი. |
35 |
ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი
იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე. |
33 |
და ვერ ჴელ-ეწიფა მოსეს შესლვად კარავსა მას საწამებელისასა, რამეთუ აგრილობდა მას
ზედა ღრუბელი იგი და დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი. |
36 |
როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ
ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ. |
34 |
და რაჟამს ამაღლდის ღრუბელი იგი კარვისა მისგან, აღეგნიან ძენი ისრაჱლისანი ტრვად
ყოვლით ვანითურთ მათით. |
37 |
თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, ვიდრე არ
ასცილდებოდა. |
35 |
და უკუეთუ არა აღიმაღლის ღრუბელმან მან, არა აღეგნიან ტრვად მუნ დღედმდე, ვიდრემდე
აღიმაღლის ღრუბელმან მან. |
38 |
რადგან უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, ღამ-ღამობით
კი ცეცხლი ჩანდა შიგ მთელი ისრაელის სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე. |
36 |
რამეთუ ღრუბელი უფლისაჲ იყო კარავსა მას ზედა დღისი და ცეცხლი იყო მას ზედა ღამე
წინაშე ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა და ყოვლისა მის ვანისა ტრვასა მათსა. |