1 |
უთხრა უფალმა მოსეს: ახლა დაინახავ, რას
დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ისინი და
მაგარი ხელი აიძულებს გაყაროს მისი ქვეყნიდან. |
1 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილო, რაჲ-იგი უყო
ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა
გამოასხნეს იგინი ქუეყანით მათით. |
2 |
ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. |
2 |
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი, |
3 |
მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც
ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია
მათთვის. |
3 |
რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა
ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყეა მათ? |
4 |
აღთქმაც დავუდევი, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას,
მათი მდგმურობის ქვეყანას, სადაც მდგმურობდნენ. |
4 |
და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა
ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელსაცა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა. |
5 |
მევე ვისმინე ისრაელიანთა კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს
ჰყავთ დამონებული, და გავიხსენე ჩემი აღთქმა. |
5 |
და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა
ეგჳპტელნი იგი დაიმონებენ მათ და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი. |
6 |
ამიტომ ამცნე ისრავლიანებს: მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ
ეგვიპტელთა კირთებისგან, მე გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან, მე გიხსნით
შემართული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით. |
6 |
წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი
და გამოგიყუანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა და გიჴსნნე თქუენ
კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა
დიდ-დიდითა. |
7 |
მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი.
გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან
თქვენი გამომხსნელი. |
7 |
და მოგიყუანნე თქუენ ერად ჩემდა და ვიყო მე თქუენდა ღმერთ
და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ
ქუეყანით ეგჳპტით მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა. |
8 |
მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს,
ისაკს და იაკობს. ახლა თქვენთვის მომიცია იგი დასამკვიდრებლად. მე ვარ
უფალი. |
8 |
და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ
ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მიგცე იგი თქუენ
ნაწილად მე უფალმან. |
9 |
ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, მაგრამ არ უსმინეს
მოსეს, რადგან სულმოკლენი იყვნენ და შრომისაგან გატანჯულნი. |
9 |
ეტყოდა ესრეთ მოსე ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს
მოსესი სულმოკლებისა მისგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა. |
10 |
ასე უთხრა უფალმა მოსეს: |
10 |
ჰრქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან:
|
11 |
მიდი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, გაუშვას
ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. |
11 |
შევედ შენ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რათა
გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით. |
12 |
ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს
ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ? |
12 |
იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა, ძეთა
ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო. რამეთუ მე
უსიტყუ ვარ? |
13 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და ათქმევინა
ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის
ქვეყნიდან. |
13 |
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: არქუთ ძეთა
ისრაჱლისათა და ფარაოს, რათა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით
ეგჳპტით. |
14 |
ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის
ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის
საგვარეულოები. |
14 |
და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი, ძენი
რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი. |
15 |
სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და
საული, ქანაანელი დედაკაცის შვილი. ესენია სიმონის საგვარეულოები. |
15 |
ესე არიან ნათესავნი რუბენისნი და ძენი სჳმეონისნი:
იჱმუელ, და იამინ, და ოდ, და იაქიმ, და საარ და საულ, რომელი იყო
ფინიკიელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი. |
16 |
ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი,
კეჰათი და მერარი. ლევის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. |
16 |
და ესე სახლები არს ძეთა ლევისთა ნათესავებისაებრ მათისა:
გეთსონ და კაათ და მერარი, და წელნი ცხორებისა ლევისნი ასოცდაათჩჳდმეტ წელ. |
17 |
გერშონის ძენი: ლიბნი და შიმყი თავ-თავისი საგვარეულოების
მიხედვით. |
17 |
და ესე არიან ძენი გეთსონისნი: ლობენი და სემეი, სახლისა
მამათმთავართა მათისანი. |
18 |
კეჰათის ძენი: ყამრამი, ხებრონი და ყუზიელი. ხოლო კეჰათის
სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაცამეტი წელი. |
18 |
და ძენი კათისნი: ამბრამ და ისაჰრ, ქებრონ და ოზიელ. და
წელნი ცხორებისა კაათისნი ასოცდაათსამეტ წელ. |
19 |
მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის საგვარეულოები
თაობათა მიხედვით. |
19 |
და ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი, ესე სახლისა
მამათმთავართა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი. |
20 |
შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად და უშვა
ქალმა აარონი და მოსე. ყამრამის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. |
20 |
და მოიყუანა ამბრაამ იოქაბედ, ასული მამის ძმისა თჳსისა,
თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას: აჰრონ, და მოსე და მარიამ, დაჲ მათი,
ხოლო წელნი ცხორებისა ამბრამისნი ასოცდაათშჳდმეტ წელ. |
21 |
იცჰარის ძენი: კორასი, ნეფეგი და ზიქრი. |
21 |
და ძენი ესაარისნი: კორე და ნაფეგ და ზექრი. |
22 |
ყუზიელის ძენი: მისაელი, ელცაფანი და სითრი. |
22 |
და ძენი ოზიელისნი: მისაელ, ელისაფან და სეთრი. |
23 |
შეირთო აარონმა ცოლად ელისაბედი, ამინადაბის ასული,
ნახშონის და; უშვა ქალმა ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი. |
23 |
და მოიყუანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი და დაჲ
ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნადაბ და აბიუდ და ელიეზერ და იათამარ. |
24 |
კორახის ძენი: ასირი, ელკანა, და აბიასაფი. ებენია
კორახიანთა საგვარეულოები. |
24 |
და ძენი კორესნი: ასერ და ელკანა და აბიასარ - ესე შობანი
კორესნი. |
25 |
ითხოვა ელიაზარმა, აარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ერთ-ერთი
ასული და უშვა ქალმა ფინხასი. ესენი არიან ლევიანთა მამამთავარნი
თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით. |
25 |
და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყუანა ასულთაგანი
ფუტიელისთა თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთანი
მსგავსად შობისა მათისა. |
26 |
ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უბრძანა უფალმა:
გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად. |
26 |
ესენი არიან აჰრონ და მოსე, რომელთა ჰრქუა ღმერთმან
გამოყვანებაჲ ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით ძალითურთ მათით. |
27 |
ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ
გაეყვანათ ისრაელიანები ეგვიპტიდან. ესენი იყვნენ მოსე და აარონი. |
27 |
ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და გამოიყვანეს ძენი
ისრაჱლისანი ეგჳპტით. ესე არიან აჰრონ და მოსე.
|
28 |
მაშინ იყო, რომ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის
ქვეყანაში. |
28 |
დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ქუეყანასა მას
ეგჳპტისასა, რაოდენი მე გრქუა შენ. |
29 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. რასაც
გეუბნები, ყველაფერი უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. |
|
|
30 |
თქვა მოსემ უფლის წინაშე. მე ხომ ენაბრგვილი ვარ, როგორ
მომისმენს ფარაონი? |
29 |
და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა ესერა, მე ჴმა-წულილ ვარ
და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო? |