ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როგორ დანისლა უფალმა სიონის ასული თავისი რისხვით! ციდან მიწაზე ჩამოამხო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს. |
23 |
ალეფ. ვითარ დაალმურა რისხვითა მისითა უფალმან ასული სიონისაჲ, გარდამოაგდო ცით ქუეყანად დიდებულება ისრაილისაჲ და არ მოიჴსენა კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა შინა რისხვისა მისისასა. |
2 | შემუსრა, არ დაინდო უფალმა იაკობის სამკვიდრებელნი, დააქცია თავისი წყრომით იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; უპატიოჰყო სამეფო და მისი მთავრები. | 24 | ბეთ. დაანთქნა უფალმან არმრიდებელმან ყოველნი შუენიერნი იაკობისნი, დაამჴუნა გულისწყრომისა მიერ მისისა სიმაგრენი ასულისა იუდაჲსნი, აღაქუნა იგინი ქუეყანადმი, შეამწიკულა მეფე მისი და მთავარნი მისნი. |
3 | მოსტეხა მთელი რქა ისრაელს მძვინვარე რისხვით; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და აგიზგიზდა იაკობში როგორც ცეცხლი, ყოვლის მჭამელი. | 25 | გიმელ. შემუსრა გულისწყრომითა რისხვისა მისისათა ყოველი რქაჲ ისრაილისაჲ, გარემიიქცია უკუანა მარჯუენისა მისისა პირისაგან მტერისა, და აღაგზნა იაკობსა შორის ცეცხლი შემწველი, და შეჭამნა ყოველნი გარემოჲსნი მისნი. |
4 | როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში. | 26 | დალეთ. მოირთხა მშჳლდი მისი, ვითარცა მტერმან, განამტკიცა მარჯუენე მისი, ვითარცა წინააღმდგომმან, და მოსრნა ყოველნი გულისათქმელნი თვალთა ჩემთანი, კარავსა შინა ასულისა სიონისასა გარდაჰფინა, ვითარცა ცეცხლი, გულისწყრომაჲ. |
5 | მტერივით გახდა უფალი, შემუსრა ისრაელი, შემუსრა მისი პალატები, დაუქცია ციხე-სიმაგრენი და მოაწია იუდას ასულზე ოხვრა და კვნესა. | 27 | ჱე. იქმნა უფალი, ვითარცა მტერი, დაანთქა ისრაილი, დააქცია ყოველი ტაძრები მისი, განხრწნნა ყოველნი სიმაგრენი მისნი, და განამრავლა ასულისა იუდაჲს დამდაბლებული და დამდაბლებულაჲ. |
6 | დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი. | 28 | ვავ. აღფხურა ვითარცა ვენაჴი, კარავი თჳსი, განხრწნა დღესასწაული მისი; დაივიწყა უფალმან, რომელი ქმნა შორის სიონსა დღესასწაულისა შაბათთაჲსა, და განაძჳნა მკსინვარებითა რისხვისა მისისაჲთა _ მეფე და მღდელი და მთავარი. |
7 | შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელში მისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულზე. | 29 | ზაინ. განაშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ, ჴმაჲ ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა. |
8 | გადაწყვიტა უფალმა, დაენგრია სიონის ასულის კედლები, გაჭიმა ძაფი, ხელი არ აიღო განადგურებაზე; დააქცია ზღუდე და კედელი - ერთად არიან დაქცეულნი. | 30 | ეთ. იგულისსიტყუა უფალმან განხრწნაჲ ზღუდესა ასულისა სიონისასა. საზომიერად, და არ გარეაქცია ჴელი თჳსი დასათრგუნველობისაგან მისისა. და იგლოვა წინმოზღუდვილობამან, და ზღუდე ერთბამად მოუძლურდა. |
9 | მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები. | 31 | ტეთ. დაეკუეთნეს ქუეყანად ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი და მთავარი მისი წარმართთა შორის, და არა არს შჯული, და წინაწარმეტყუელთაცა მისთა არ პოვეს ხილვაჲ უფლისა მიერ. |
10 | მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, თავზე ნაცარი აყრიათ და ჯვალოთი არიან შემოსილი; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს. | 32 | იოთ. დასხდეს ქუეყანად, დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა სიონისანი, აღიღეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა, მოირტყნეს ძაძანი, შთაიყვანნეს ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა ასულისა იერუსალიმისანი. |
11 | ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში. | 33 | ხაფ. მოაკლდეს ცრემლთა მიერ თვალნი ჩემნი, შეშფოთნა მუცელი ჩემი, დაითხია ქუეყანად დიდებაჲ ჩემი შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, დაჴსნასა ჩჩჳლთა და მწოართასა უბნებსა შინა ქალაქისასა. |
12 |
დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში. |
34 | ლამედ. დედათა მათთა ეტყოდეს: სადა იფქლი და ღჳნოჲ დაჴსნასა შინა მათსა, ვითარცა-რაჲ წყლულთა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა შინა სულთა მათთასა შორის წიაღთა დედათა მათთაჲსა. |
13 | რა ვთქვა შენზე, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? რას მიგამსგავსო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი დაქცევა, ვინ არის შენი განმკურნებელი? | 35 |
მემ. რაჲ გიწამო შენ, ანუ რასა გამსგავსო შენ, ასულო იერუსალიმისაო? ვინ გაცხოვნოს შენ, ანუ ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო სიონისაო! რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ განგკურნოს შენ? |
14 | შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის. | 36 | ნონ. წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს შენი ამაოებაჲ და უცნობელობა, და არა განაცხადეს უსამართლოება შენი მოსაქცეველად ტყუეობისა შენისა, და იხილნეს შენნი ნეშტნი ამაონი, და განგაგარეეს შენ. |
15 | ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო? | 37 | სარეხ. შეიტყუელნეს შენ ზედა ჴელნი ყოველთა თანაწარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იერუსალიმისასა, უკუეთუ ესე არს ქალიქი თქუენი, გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, საშუები ყოვლისა ქუეყანისაჲ. |
16 | ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარითო, ვხედავთო მას! | 38 | აინ. აღაღეს შენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა შენთა, და ისტჳნეს და დაიღრჭინეს კბილნი მეტყუელთა: შთავნთქათ იგი, გარნა ესე არს დღე, რომელსა მოველოდეთ, ვპოეთ და ვიხილეთ იგი. |
17 | აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი, რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს. | 39 | ჳე. ქმნა უფალმან, რომელნი თქუნა და მოიგონნა, აღასრულნა სიტყუანი მისნი, რომელნი ამცნნა დღეთაგან პირველთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, და განიშუა შენ ზედა მტერმან, აღამაღლნა თავნი მაჭირვებელისა შენისანი. |
18 | მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო, ნიაღვარივით ღვარეთ ცრემლი დღედაღამე; შვებას ნუ მოიცემთ, ნურც შეშრება თქვენი თვალის გუგები. | 40 | სადე. ღაღად-ყო გულმან მათმან უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან, დამოადინენ, ვითარცა ღუარნი, ცრემლნი დღე და ღამე. ნუ სცემ განფრთხობასა თავსა შენსა, ნუ დადუმდებიედ გუგანი თვალთა შენთანი. |
19 | ადექი, იღაღადე ღამით, ყოველ სახმილავზე, წყალივით დაღვარე შენი გული უფლის წინაშე; გაიწოდე ხელები მისკენ შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილით რომ იხოცებიან გზაჯვარედინებზე. | 41 | კოფ. აღდეგ, ჭრტინევდ ღამესა შინა დასაბამსა საჴმილავთა შენთასა, განჰფინე, ვითარცა წყალი, გული შენი წინაშე პირსა უფლისასა. აღიხუენ მისდამი ჴელნი შენნი სულებისათჳს ჩჩჳლთა შენთაჲსა შეყმედილთა სიყმილისა მიერ დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსლვათასა. |
20 | მოიხედე, უფალო, და დაინახე, ვის მოექეცი ასე? თუ უჭამიათ დედაკაცებს თავიანთი ნაყოფი, ნალოლიავები ბავშვები? თუ დახოცილან უფლის საწმიდარში მღვდელი და წინასწარმეტყველი? | 42 | რეს. იხილე, უფალო, და ზედმოიხილე ვისდად მომკუფხლე ესრეთ, უკეთუ ჭამონ დედათა ნაყოფი მუცლისა მათისა. მოკუფხლვა-ყო მზარაულმან, დაიკლნენ ჩჩჳლნი, მწოვნელნი ძუძუთა, უკეთუ მოჰკლავ სიწმიდესა შინა უფლისასა მღდელსა და წინასწარმეტყუელსა. |
21 | ყრიან ქუჩის მტვერში ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულები და მოყმეები მახვილით დაეცნენ; დახოცე შენი რისხვის დღეს, დაკალი, არ დაინდე. | 43 | სინ. დაიძინეს ქუეყანად გამოსავალთა ყრმამან და მოხუცებულმან. ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი. მოასრულენ დღესა შინა რისხვისა შენისასა, ამზარეულენ, არა ჰრიდენ. |
22 | შენ მოიწვიე, როგორც დღესასწაულზე, ჩემი შიშისზარნი ყოველი მხრიდან; და არავინ გაქცეულა, არავინ გადარჩენილა უფლის რისხვის დღეს; ვინც მე ვანებივრე და გავზარდე, მტერმა მოუღო მას ბოლო. | 44 | თავ. მოუწოდეს ვითარცა დღედ დღესასწაულისა. მსხემთა ჩემთა გარემოჲს, და არა იყო დღესა შინა რისხვისა უფლისასა განრინებული, და დატევებული განვზარდენ, და ვიპყრენ და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველნი მოასრულნა. |