ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დამანახვა უფალმა, აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავრები, ხუროები და მჭედლები იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა. |
1 |
და მიჩუენნა უფალმან ორნი კიშტენი ლეღჳსანი, მდებარენი წინაშე პირსა ტაძრისა უფლისასა შემდგომად გარდასახლებისა ნაბუქოდონოსორისაგან, მეფისა ბაბილონისა, იექონიასსა, ძისა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა და მთავართა იუდაჲსთა და ჴელოვანთა შემწირავთა და მდიდართა იერუსალიმით და შთაყვანებისა მათისა ბაბილონად. |
2 | ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველმოწეული; მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია; არ იჭმევა, იმდენად ცუდია. | 2 | კიშტე ერთი ლეღჳ, ტკბილი ფრიად, ვითარცა ლეღუნი მსთუანი და კიშტე სხუაჲ ლეღჳ, ჯერკუალი ფრიად, უჭამი ჯერკუალებისაგან მისისა. |
3 | მითხრა უფალმა: რას ხედავ, იერემია? მივუგე: ლეღვს, კარგი ლეღვი ძალიან კარგია, ცუდი ლეღვი - ძალიან ცუდი, არ იჭმევა, იმდენად ცუდია. | 3 | და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ, იერემია? და ვთქუ: ლეღუთა და ტკბილთა ლეღვთა, ტკბილთა ფრიად და ჯერკუალთა ლეღვთა, ჯერკვალთა ფრიად, რომელნი არა იჭამნენ ჯერკუალობისაგან მათისა. |
4 | იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი: | 4 | და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი. |
5 | ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ამ კარგი ლეღვებივით გამოვარჩევ გადასახლებულ იუდაელებს, რომელნიც გავუშვი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყანაში მათდა სასიკეთოდ. | 5 | ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: ვითარცა ლეღუნი ესე ტკბილნი, ეგრეთ დავემონო გარდასახლებულთა იუდაჲსთა, რომელნი განვავლინე ადგილისა ამისგან ქუეყანად ქალდეველთად კეთილთათჳს. |
6 | თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ. | 6 | და კუალად-ვაგნე იგინი ქუეყანადვე ამად. და განვიმტკიცნე მათ ზედა თუალნი ჩემნი კეთილთათჳს, და ავაშენნე იგინი, და არ დავარღჳნე, და დავჰნერგნე იგინი და არ მოვფხურნე. |
7 | ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ. | 7 | და მივსცე მათ გული მცნობელი მათგან ჩემი, ვითარმედ მე ვარ უფალი. და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად, რამეთუ მოიქცენ ჩემდა ფლობითა გულისა მათისაჲთა, |
8 | ცუდ ლეღვზე, რომელიც არ იჭმევა სიცუდის გამო, ასე თქვა უფალმა: ასე მოვექცევი იუდას მეფეს ციდკიას, მის მთავრებს, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ. | 8 | და ვითარცა ლეღუნი ჯერკუალნი, რომელნი არ იჭმებიან ჯერკუალობისაგან მათისა, - იტყჳს უფალი, - ეგრეთ განვსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და დიდ-დიდნი მისნი, და ნეშტი იერუსალიმისაჲ, დაშთომილნი ქუეყანასა ამას შინა და დამკჳდრებულნი ეგჳპტეს შინა. |
9 | და გავხდი მათ საფრთხობელად და საუბედუროდ დედამიწის ყველა სამეფოში, სასირცხოდ, საარაკოდ, დასაცინად და შესაჩვენებლად ყველა იმ ადგილზგ, სადაც კი განვდევნი მათ. | 9 | და განვსცნე იგინი განსაბნეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საიგავოდ, და საძულელად და საწყევარად ყოველსა შინა ადგილსა, რომელსა განვაგარევნე ეგენი მუნ. |
10 | მივუვლენ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, ვიდრე არ აღვგვი იმ ქვეყნიდან, რომელიც მათთვის და მათი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული. | 10 | და მივავლინო მათდა მახჳლი და სიყმილი და სიკუდილი, ვიდრე მოაკლდენ ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ და მამათა მათთა. |