ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა მითხრა უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ: |
1 |
და იქმნა წელსა დასაბამით მეფე-ყოფასა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა, თთუესა შინა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუწინაწარმეტყუელმან გაბაონელმან სახლსა შინა უფლისასა, - წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისასა მეტყუელმან. |
2 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დავლეწე ბაბილონის მეფის უღელი. | 2 | ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: შევმუსრე უღელი მეფისა ბაბილონისაჲ. |
3 | ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელს ჭურჭელს, რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ბაბილონში. | 3 | შემდგომად ორისა წლისა დღეთა, და მოვაქციო მე ადგილსა ამას ყოველი ჭურჭლები სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ამის ადგილისაგან და შეიღო იგი ბაბილონად. |
4 | იუდას მეფეს, იეჰქონია იეჰოაკიმის ძეს და მთელს გადასახლებულ იუდაელობას, რომელნიც ბაბილონში მივიდნენ, დავაბრუნებ ამ ადგილას, ამბობს უფალი, რადგან დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს. | 4 | და იექონია, ძე იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და ყოველი გასახლება იუდაჲსი, რომელნი მივიდეს ბაბილონად, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა - თქუა უფალმან ეგრე, - და იექონია და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო უღელი მეფისა ბაბილონისაჲ. |
5 | უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდლებისა და უფლის სახლში მდგარი მთელი ხალხის თვალწინ. | 5 | და თქუა იერემია ანანიაჲს მიმართ ცრუწინაწარმეტყუელისა: წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისა მდგომარეთასა სახლსა შინა უფლისასა. |
6 | თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას. | 6 | და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან: ჭეშმარიტად ეგრეთ ყავნ უფალლმან, დაამტკიცენ უფალმან სიტყვა შენი, რომელსა შენ წინაწარმეტყუელებ, მოქცევად ჭურჭელთა სახლისა უფლისათა და ყოვლისა განსახლებისათა ბაბილონით ადგილისა ამის მომართ. |
7 | ოღონდ მოისმინე ეს სიტყვა, რასაც ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ხალხის გასაგონად. | 7 | თჳნიერ ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ, რომელსა ვიტყჳ მე ყურთა მომართ თქუენთა და ყურთა მომართ ყოვლისა ერისათა: |
8 | წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემამდე და შენამდე იყვნენ დასაბამიდან, ომს, უბედურებას და შავ ჭირს უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სახელმწიფოებს; | 8 | წინაწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა და უწინარესნი თქუენსა საუკუნითგან, წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳრთა და სიკვდილისა. |
9 | წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველების სიტყგის ახდენის შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად და ჭეშმარიტად უფლის მოციქულად. | 9 | წინაწარმეტყუელი, რომელი წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად მოსლვასა სიტყჳსასა, იცნობებოდა წინაწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა უფალმან სარწმუნოდ. |
10 | მაშინ ჩამოხსნა ქედიდახ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველს და დალეწა. | 10 |
და მოიხუნა ანანია წინაშე თვალებსა ყოვლისა ერისასა საჴივნი ქედისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და შემუსრნა იგინი. |
11 |
თქვა ხანანიამ მთელი ხალხის თვალწინ: ასე ამბობს უფალი: ამნაირად დავლეწავ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის ქედზე. და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე. |
11 | და თქუა ანანია წინაშე თვალთა ყოვლისა ერისათა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: ესრეთ შევმუსრო უღელი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონელისანი დღეთა შინა ორთა წელიწადთასა ქედისაგან ყოველთა ნათესავთაჲსა. |
12 | იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დალეწა ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველის ქედზე: | 12 | და წარვიდა იერემია წინაწარმეტყუელი გზასა თჳსსა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად შემუსრვისა ანანია ცრუწინაწარმეტყუელისა საჴივთაჲსა ქედისაგან მისისა მეტყუელი. |
13 | წადი და უთხარი ხანანიას, ასე ამბობს-თქო უფალი, ხომ დალეწე ხის უღელი, ახლა რკინის უღელი გაიკეთე მის ნაცვლად. | 13 | ვიდოდე და თქუ ანანიაჲს მიმართ მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: საჴივნი შეშისანი დაჰმუსრენ და ვქმნნე მათ წილ საჴივნი რკინისანი. |
14 | რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ამ ხალხებს, რათა დაემორჩილონ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და დაემორჩილებიან კიდეც; ველის მხეცებსაც მას ჩავაბარებ. | 14 | რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერმან ისრაილისამან: უღელი რკინისაჲ დავსდევ ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა, რაჲთა უქმოდიან ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილოვნისასა, და მონებდენ მას, და მჴეცნიცა ველისანი მი-ვე-ვსცენ მას. |
15 | უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: მისმინე, ხანანია. უფალს არ მოუვლენიხარ და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს. | 15 | და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას ცრუწინაწარმეტყუელსა: ისმინე, ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან და შენ მოსავ-ჰყავ ერი ესე ცრუთა ზედა. |
16 | ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, წარგავლენ მიწის პირიდან. წელს მოკვდები, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებ. | 16 | ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე განგავლენ შენ პირისაგან ქუეყანისა თჳთ ამას საუკუნესა მოსიკვდიდ, რამეთუ განდრეკაჲ სთქუ უფლისა მიმართ. |
17 | და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს. | 17 | და მოკვდა ანანია ცრუწინაწარმეტყუელი მას წელიწადსა შინა, თთუესა მეშჳდესა. |