ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი: |
1 |
სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყველი: |
2 | ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ჩაიწერე წიგნში ყოველი სიტყვა, რაც გითხარი. | 2 | ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, მეტყველმან: დაწერენ შენდად სიტყვანი ყოველნი, რომელნი გამოვაცხადენ შენდამი წიგნსა ზედა, |
3 | რადგან, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა დავაბრუნებ ჩემი ერისგან - ისრაელისგან და იუდასგან წარტაცებულს, ამბობს უფალი; დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას, და დაიმკვიდრებენ მას. | 3 | რამეთუ, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და მოვაქციო განსახლვაჲ ერისა ჩემისა ისრაილისა და იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - და კუალადვაქცინე იგინი ქუეყანად, რომელი მივეც მამათა მათთა, და ეუფლნენ მას. |
4 | ეს სიტყვებია, რომელნიც ილაპარაკა უფალმა ისრაელზე და იუდაზე. | 4 | ესე სიტყვანი, რომელნი თქუნა უფალმან ისრაილსა ზედა და იუდასა: |
5 | სწორედ ასე თქვა უფალმა: შიშის ხმა გვესმის, თავზარისა, არა მშვიდობის. | 5 | ესრეთ იტყჳს უფალი: ჴმაჲ შიშისაჲ ისმინეთ, ჴმაჲ შიშისა და ვალალებისა, რომელსა ძრწოდენ წელნი თქუენნი, და არა არს ცხოვრება და მშჳდობა. |
6 | იკითხეთ, მიიხედ-მოიხედეთ, თუ შობს მამაკაცი? რატომღა ვხედავ, რომ წელზე უჭირავს ხელები ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით და ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე? | 6 | იკითხეთ და იხილეთ, უკეთუ შვა წული? და შიშისათჳს, რომლითა შეპყრობილ იყუნენ წელნი და განრინება მით, რამეთუ ვიხილე ყოველი კაცი და ჴელნი მისნი წელთა ზედა მისთა, ვითარცა შობადისანი, გარდაიქცა. პირები დანდალუკიან იქმნა. |
7 | ვაი, რა დიდია ეს დღე! არ ყოფილა მისი მსგავსი. გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის და მისგანვეა მისი ხსნა. | 7 | ვაჲ, რამეთუ დიდ დღე იგი და არა არს ეგემლევანი. და ჟამი იწროებისაჲ არს და ჭირისა იაკობისისა, და ამისგანცა. |
8 | იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავლეწავ მის უღელს შენს ქედზე და დავწყვეტ შენს საკვრელებს. ვეღარ დაიმორჩილებს მას უცხო ხალხი. | 8 | მას დღესა შინა, - თქუა უფალმან ძალთამან, - შევმუსრო უღელი მისი ქედისაგან შენისა, და საკრველნი მისნი განვხეთქნე. და არა უქმოდიან მერმე იგინი უცხოთა. |
9 | დაემორჩილებიან უფალს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ. | 9 | და უქმოდიან უფალსა ღმერთსა მათსა და დავით, მეფე მათი, აღუდგინო მათ. |
10 | შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი; ნუ ფრთხი, ისრაელ, რადგან აჰა, დავიხსნი შენ თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ, და აღარ იქნება დამაფრთხობელი. | 10 | ხოლო შენ ნუ გეშინის, ყრმაო ჩემო იაკობ, - თქუა უფალმან, - ნუ იწიწვი, ისრაილ, აჰა, მე გაცხოვნებ შენ შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობი და დაყუდნეს, და იკეთილვნებოს და არა იყოს შემაშინებელ, |
11 | რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც მყავხარ გაფანტული; შენ კი არ მოგიღებ ბოლოს; ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ. | 11 | რამეთუ შენ თანა მე ვარ, - თქუა უფალმან, - განრინებად შენდა, რამეთუ ვყო მოკლება ყოველთა შორის წარმართთა, რომელთა მიმართ გაგაბნიე შენ, მუნ. გარნა შენ არა გყო მოკლებულად და გწუართო შენ მსჯავრითა და განმართლებით არა განგამართლო შენ, |
12 | რადგან, ასე ამბობს უფალი, უკურნებელია შენი ჭრილობა, სამემკვიდრეოა შენი წყლული. | 12 | რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: იძულებითი არს შემუსრვაჲ შენი, სალმობიერ წყლულები. |
13 | არავის გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად. | 13 |
არ არს მსჯელ სასჯელისა შენისა, სალმობიერად იკურნე, - სარგებელ არა არს შენდა. |
14 |
ყველა მეგობარმა დაგივიწყა და არ კითხულთბენ შენს ამბავს, რადგან მტერივით მყავხარ ნაგვემი და სასტიკად დასჯილი დიდი დანაშაულის გამო; გაგიმრავლდა ცოდვები. |
14 | ყოველთა მიყუართა შენთა დაგივიწყეს შენ. არა გამოიკითხონ შენთჳს, რამეთუ წყეულებითა მტერისაჲთა დაგეც შენ წურთაჲ მტკიცე ყოველსა ზედა ცრუობასა შენსა, განმრავლდეს ცოდვანი შენნი, განძლიერდეს უსჯულოებანი შენნი. |
15 | რატომ გაკვნესებს შენი ჭრილობა, უკურნებელი სატკივარი? შენი დიდი დანაშაულის გამო, ცოდვები რომ გაგიმრავლდა, გიყავი ეს ყველაფერი. | 15 | რასა ჰჴმობ შემუსრვასა შენსა ზედა? იძულებით არს ლმობა შენი სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა, რამეთუ განძლიერდეს რაჲ ცოდვანი შენნი, გიყუნეს შენ ესენი. |
16 | და მაინც შეიჭმებიან შენი შემჭმელები, შენი მტრები, ტყვეობაში წავლენ ყველანი. აოხრდებიან შენი ამაოხრებლები, გავაძარცვინებ შენს მძარცველებს. | 16 | ამისთჳს ყოველნივე მჭამელნი შენნი შეიჭამნენ და ყოველთა მტერთა შენთა ყოველი ჴორცი მათი მოიჭამონ. სიმრავლესა ზედა უსამართლოებათა შენთასა განმრავლდეს ცოდვანი შენნი, გიყვნეს შენ ესენი და ყოველნი. მაჭირვებელნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, და იყვნენ განმყოფელნი შენნი განსაყოფელ. და ყოველნი წარმტყუენველნი თქუენნი მივსცნე წარსატყუენველად. |
17 | ჭრილობებს შეგიხორცებ და განგიკურნავ სატკივარს, ამბობს უფალი; რადგან მოკვეთილი გიწოდეს. ეს არის სიონი, რიმლის ამბავსაც არ კითხულთბენ. | 17 | რამეთუ მოვაწინე კურნებანი შენნი, წყლულისაგან სალმობიერისა განგკურნო შენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განთესულად იწოდე, იონ, ნადირი თქუენი არს, რამეთუ მეძიებელი არა არს მისი. |
18 | ასე ამბობს უფალი: აჰა, დავაბრუნებ იაკობის კარვებისგან წარტაცებულს და შევიწყალებ მის დაბებს; აშენდება ქალაქი თავის მიწაყრილზე და სასახლე თავის ადგილზე დაფუძნდება. | 18 | ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო განსახლვაჲ საყოფელთა იაკობისთაჲ, და ტყუეობაჲ მისი შევიწყალო. და აღეშენოს ქალაქი სიმაღლესა ზედა მისსა და ტაძარი მსჯავრისაებრ მისისა აღემართოს. |
19 | გამოვა მათგან სამადლობელი და ხმა სიცილისა; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; განვადიდებ და არ დამცირდებიან. | 19 | და გამოვიდენ მათგან მძნობარნი და ჴმაჲ მემღერთაჲ, და განვამრავლნენ იგინი და არა შემცირდენ და განვფინნე იგინი და არა შეკნინდენ. |
20 | იქნებიან მისი შვილები ძველებურად და მისი კრებული მტიცედ იდგება ჩემს წინაშე; და დავსჯი მის დამთრგუნველებს. | 20 | და შევიდენ ძენი მათნი, ვითარცა პირველად, და წამებანი მათნი წინაშე პირსა ჩემსა განმართლდენ და ზედმივიხილო ყოველთა ზედა მაჭირვებელთა მათთა. |
21 | მისგანვე იქნება მისი მთავარი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი განმგებელი. მოგიახლოებ მას და ისიც ახლოს მოვა; რადგან ვინ გაბედავს ჩემთან მოსვლას? ამბობს უფალი. | 21 | და იყვნენ უძლიერესნი მათნი მათ ზედა, და მთავარი მათი მათგან გამოვიდეს და შევკრიბნე იგინი და მოიქცენ ჩემდა, რამეთუ ვინ არს ესე, რომელმან მისცა გული თჳსი მოქცევად ჩემდამო? - თქუა უფალმან. |
22 | იქნებით ჩემი ერი და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები. | 22 | და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმრთად, |
23 | აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა აღიძრა, ქაბორბალა დაატყდება თავს ბოროტეულთ. | 23 | რამეთუ რისხვაჲ უფლისაჲ გამოვიდა გულისწყრომით, გამოვიდა რისხვაჲ მიქცეული უთნოთა ზედა |
24 | არ განელდება უფლის ცეცხლოვანი რისხვა, ვიდრე არ აღასრულებს, არ აახდენს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას. | 24 | მივიდა და არა უკუნიქცეს რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს და ვიდრემდის დაადგინოს ჴელ-ყოფაჲ გულისა მისისაჲ. უკანასკნელთა დღეთასა ცნენით იგინი. |
25 | იმხანად, ამბობს უფალი, ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები და ჩემი ერი იქნებიან ისინი. |