ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მეორეგზის, როცა ჯერ კიდევ საყრობილეში იყო დამწყვდეული.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ იერემიაჲს მიმართ, და იგი იყო კრულ ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყუელი:

2 ასე ამბობს უფალი, რომელმაც შექმნა მიწა, და უფალი, რომელმაც გამოსახა იგი, რათა დაეფუძნებინა. უფალია მისი სახელი. 2 ესრეთ თქუა უფალმან, შემქმნელმან ქვეყანისამან და განმზელელმან მისმან, აღმართეად იგი, - უფალ სახელი მისი.
3 დამიძახე და პასუხს გაგცემ და გამოგიცხადებ დიდსა და მიუწვდომელ რასმე, რაც აქამდე არ იცოდით. 3 ხოლო ჴმა-ყავ ჩემდამო, და მოგიგო მე შენ და მიგითხრნე შენ დიდნი და ძლიერნი, რომელნი არა იცოდენ იგინი,
4 რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფის სახლებზე, რომლებიც დაინგრა მიწაყრილებისა და მახვილის წინაშე, 4 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან, სახლთათჳს ამის ქალაქისათა და სახლისათჳს მეფისა იუდაჲსასა, დარღუეულთათჳს პატნეზებად და წინსაბრძოლებად, და მახჳლისათჳს.
5 როცა მოვიდნენ ქალდეველები საბრძოლველად და მათ ასავსებად ადამიანთა გვამებით, რომელნიც მე გავწყვიტე რისხვითა და წყრომით, რადგან მათი ბოროტების გამო პირი შევაქციე ამ ქალაქს. 5 მომავალისა ბრძოლად ქალდეველთა მიმართ, და აღვსებად იგი მკუდართაგან კაცთა, რომელნი მოვსრენ რისხვითა ჩემითა და გულისწყრომითა ჩემითა, და მივიქციე პირი ჩემი მათგან ყოველთა უკეთურებათა მათთათჳს.
6 აჰა, შევუხორცებ მას ჭრილობას და განვკურნავ, მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს; 6 აჰა, მე აღვიღებ მათ ზედა მახჳლსა და აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნებაჲ, და განვკურნნე იგინი, და ვყო მათთჳს მშჳდობა და სარწმუნოებაჲ.
7 დავაბრუნებ იუდას და ისრაელის წარტაცებულს და წინანდებურად ავაშენებ მათ. 7 და მოვაქციო განსახლვა იუდაჲსი და განსახლვაჲ იერუსალიმისა, და აღვაშენნე იგინი, ვითარცა პირველ.
8 გავწმედ მათ ყოველგვარი დანაშაულისგან, რითაც შემცოდეს, და ვაპატიებ ყოველგვარ დანაშაულს, რითაც შემცოდეს და განმიდგნენ. 8 და განვწმიდნე იგინი ყოველთაგან სიცრუეთა მათთა, რომელნი შემცოდნეს მე და არ მოვიჴსენო ცოდვათა მათთაჲ, რომელნი შემცოდნეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა მიერ განდგეს ჩემგან.
9 სიხარულის წყაროდ იქცევა ჩემთვის იერუსალიმი და საქებ-სადიდებლად - ქვეყნის ხალხებისთვის, რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთეს, რასაც გავუკეთებ მას. შეშინდებიან და თავზარი დაეცემათ ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან. 9 და იყვნენ ჩემდა სახელად სიხარულისა და საქებელად და განსადიდებელად ყოველთა მიერ ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმნენ ყოველნი კეთილნი, რომელთა მე უყოფ მათ და განჰკრთენ და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისათჳს მშჳდობისა, რომელსა მე უყოფ მათ.
10 ასე ამბობს უფალი: კვლავ გაისმება ამ ადგილას, რომლის გამოც ამბობთ, გაუდაბურდაო, არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, - იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, აწ უკაცრიელში, სადაც არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებს, 10 ესრეთ თქუა უფალმან: მერმეცა ისმეს ადგილსა ამას, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ: უდაბნო არსო კაცთაგან და საცხოვართა ქალაქებსა შინა იუდაჲსასა და გარემოჲს იერუსალიმისა მოოჴრებულთა არყოფისაგან კაცთა და საცხოვართასა.
11 ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი. 11 ჴმაჲ სიხარულისა და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, ჴმაჲ მეტყუელთა: აღუვარებდით უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რამეთუ სახიერ უფალი, რამეთუ საუკუნეთა არს წყალობაჲ მისი. და შეიხუნენ ძღუენნი ლხინებისათჳს სახიდ უფლისა, რამეთუ მოვაქციო განსახლვაჲ ქუეყანისაჲ, მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,
12 ასე ამბობს ცაბაოთ უდგლი: ამ გაუდაბურებულ ადგილზე და მის ქალაქებში, სადაც არ ჭაჭანებს არც ვაცი, არც პირუტყვი, კვლავ გაჩნდება მწყემსთა ბინები, მათი ჯოგის სადგომები. 12 ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ; მერმეცა იყოს ადგილსა ამას უდაბნო ქმნილსა არყოფითა კაცთა და საცხოვართაჲთა, და ყოველთა შინა ქალაქთა მისთა, სავანებთა მწყემსთასა, დამაწვენელთა სამწყსოთა მათთასა,
13 მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში, ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში და იუდას ქალაქებში კვლავ გაივლის ცხვარი მისი დამთვლელის ხელში, ამბობს უფალი. 13 ქალაქთა შორის მთით კერძოთა და ქალაქთა სეფილაჲსთა და ქალაქთა ნაგევისათა, და ქუეყანასა შინა ბენიამენისსა, და გარემოჲსთა შორის იერუსალემისათა და ქალაქთა შორის იუდაჲსთა. მერმე წარჴდენ ცხოვარნი ჴელსა ზედა მრიცხველისასა, - თქუა უფალმან.
14

აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა უნდა ავახდინოთ სასიკეთო სიტყვა, რასაც ისრაელის სახლს და იუდას სახლს დავპირდი.

14

აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღვადგინო სიტყუაჲ ჩემი კეთილი, რომელი ვთქუ სახლსა ზედა ჩემსა ისრაელსა და სახლსა ზედა იუდაჲსასა.

15 იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. 15 და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი და ქმნას მსჯავრი და სიმართლე ქუეყანასა ზედა.
16 იმ ხანებში თავს დაიხსნის იუდა და საიმედოდ დამკვიდრდება იერუსალიმი და ეს იქნება მისი სახელი: უფალი ხსნაა ჩვენი. 16 მათ დღეთა შინა ცხონდეს იუდეა, და იერუსალემი დაემკჳდროს სასოებით. და ესე სახელი, რომელი ეწოდოს: ,,უფალი სიმართლე ჩუენი“.
17 რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე. 17 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: არა მოაკლდეს დავითს მამაკაცი, მჯდომარე საყდარსა ზედა სახლისა ისრაჱლისასა.
18 არ მოაკლდებათ ლევიანთა მღვდლებს მემკვიდრე, ჩემს წინაშე აღსავლენის შემწირველი, ძღვენის მკმეველი და საკლავის მიმტანი სამარადისოდ. 18 და მღდელთა ლევიტელთა არა მოაკლდეს მამაკაცი პირისაგან ჩემისა, აღმომრთმელი ყოვლად დასაწველისაჲ და მკუმეველი საკუმეველისაჲ და მყოფელი საკუერთხსა ყოველთა დღეთა.
19 იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი: 19 და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიას მიმართ მეტყუელი:
20 ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე, 20 ამათ იტყჳს უფალი: უკეთუ განქარდეს აღთქმაჲ ჩემი დღისაჲ და აღთქმაჲ ჩემი ღამისაჲ არყოფითა დღისა და ღამისაჲთა ჟამსა შინა მათსა.
21 მაშინ დაირღვევა ჩემი აღთქმაც დავითთან - ჩემს მორჩილთან, რომ აღარ ეყოლოს ძე მის ტახტზე გასამეფებელი, და ლევიან მღვდლებთან - ჩემს მსახურებთან. 21 და აღთქმაცა ჩემი განქარდეს დავითის თანა, მონისა ჩემისა, არყოფად მისსა ძე, მმეფობი საყდარსა ზედა მისსა, და მღდელთა მიმართ და ლევიტელთა, მწირველთა ჩემთა.
22 როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე. 22 ვითარცა ვერ აღირაცხვის ძალი ცისაჲ, ვერცა აღითვალვის ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ეგრეთ განვამრავლო თესლი დავითის, მონისა ჩემისაჲ, და ლევიტელთა მწირველთა ჩემთა.
23 იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი: 23 და იქმნა სიტყვა უფლისაჲ, იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:
24 ხომ დაინახე, რას ამბობს ეს ხალხი: მოიშორაო უფალმა თავისი რჩეული ორი ტომი? ისე შეიძულეს ჩემი ერი, რომ ხალხადაც აღარ მიაჩნიათ. 24 არა სადმე იხილეა, რაჲ ერმან ამან თქუა მეტყუელმან: ,,ორნი ტომნი, რომელნი გამოირჩინა უფალმან მათ შორის და, აჰა, განიშორნა იგინი~? და განაძჳნეს ერი ჩემი არყოფად მერმე ნათესავად წინაშე მათსა.
25 ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის, 25 ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ აღთქმაჲ ჩემი დღისა და ღამისა, სიმკაცრენი ცისა და ქუეყანისანი არ განვაწესენ.
26 მაშინ იაკობისა და დავითის - ჩემი მორჩილის მოდგმასაც მოვიძულებდი და არ ავიყვანდი მისი თესლიდან ხელმწიფეებს აბრაამის, ისაკის და იაკობის თესლისთვის, რადგან ვაპირებ დავაბრუნო მათი წარტყვევნილნი და შევიწყალო ისინი. 26 თესლიცა სადმე იაკობისი და დავით, მონისა ჩემისაჲ გამოუცდელ-ვყო, არმოყვანებად მთავარი თესლისაგან მისისა, ნათესავისა მიმართ აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა, რამეთუ მოვაქციო მოქცევაჲ მათი და შევიწყალნე იგინი.