ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამეფდა ქონია იეჰოაკიმის ძის ნაცვლად ციდკია იოშიას ძე, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გაამეფა იუდას ქვეყანაში.

1

მეფე იქმნა სედეკია, ძე იოსიაჲსი, ნაცვლად იექონიაჲსა, ძისა იოაკიმისა, რომელი მეფე-ყო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, მეფობად იუდაჲსასა.

2 არ ესმოდათ არც მას, არც მის მორჩილებს, არც მდაბიო ხალხს უფლის სიტყვები, რომელსაც იერემია წინასწარმეტყველის ხელით აცხადებდა იგი. 2 და არა ისმინნეს მან და ყრმათა მისთა და ერმან ქუეყანისამან სიტყუანი უფლისანი, რომელნი თქუნა ჴელითა იერემიაჲსითა.
3 მიუგზავნა მეფე ციდკიამ იეჰუქალ შელემიას ძე და სოფონია მაყასეს ძე, მღვდელი, იერემია წინასწარმეტყველს, შეუთვალა: შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. 3 და მიავლინა მეფემან სედეკია იოახას, ძე სელიმისი და სოფონია, ძე მაასესი, მღდელი იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყუელმან: ლოცვიდე ჩუენთჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა.
4 მაშინ თავისუფლად მიდი-მოდიოდა იერემია, ჯერ კიდევ არ დაემწყვდიათ საპყრობილეში. 4 და იერემია მოვიდა და გავლო საშუალ ქალაქისა, და არ მიიყუანეს იგი საპყრობილედ, და ძალი ფარაოჲსი გამოვიდა ეგჳპტით. და ესმა ქალდეველთა, მომცველთა იერუსალიმისათა, სასმენელი მათი, და წარვიდეს იერუსალიმით.
5 ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან და გაიგეს ეს ამბავი იერუსალიმზე მიმდგარმა ქალდეველებმა და მოხსნეს ალყა.    
6 იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი; 5 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:
7 ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ შესაკითხად: აჰა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში, დაბრუნდება ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ გამოვიდა. 6 ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ ჰსიტყო მეფისა მიმართ იუდაჲსა, მომავლინებელისა შენდამი, გამოძიებად ჩემდა. აჰა, ძალი ფარაოჲსი გამოსრული შეწევნად თქუენდა, უკუნიქცენ ქუეყანად მათდად, ქუეყანად ეგჳპტისა.
8 მობრუნდებიან ქალდეველები, შეუტევენ ამ ქალაქს, აიღებენ და ცეცხლში დაწვავენ. 7 და უკმოიქცენ ქალდეველნი, და ჰბრძოდენ ქუეყანასა ამას, და დაიპყრან იგი და დაწუან იგი ცეცხლითა.
9 ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ, უეჭველად გაგვეცლებიანო ქალდეველები, რადგან არ გაგეცლებიან. 8 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოიღებთ სულთა თქუენთა მეტყუელნი: წარმრბენელნი წარვიდენ ჩუენგან ქალდეველნი, რამეთუ არა წარვიდენ,
10 კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გიტევთ, და მხოლოდ დაჭრილებიღა დარჩნენ მათგან თავ-თავის კარვებში, ისინი მაინც წამოდგებიან და გადაწვავენ ამ ქალაქს. 9 არამედ დაღათუ მოსრათ ყოველი ძალი ქალდეველთა, მბრძოლთა თქუენთაჲ, და დაშთენ ვინმე დაგურემულნი მამაკაცნი მათ შორის - კაცადი ადგილსა თჳსსა, იგინი აღდგენ და დაწუან ქალაქი ესე ცეცხლითა.
11

როცა ქალდეველთა ლაშქარი ფარაონის ლაშქრის შიშით გაეცალა იერუსალიმს,

10

და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ძალი ქალდეველთა იერუსალიმით პირისაგან ძალისა ფარაოსისა,

12 დააპირა იერემიამ იერუსალიმიდან გასვლა, რომ წასულიყო ბენიამინის მხარეში, რათა იქ ხალხში წილი დაედო. 11 გამოვიდა იერემია იერუსალიმით წარსლვად ქუეყანად ბენიამენისა სყიდად მუნით პურისა საშუალ ერისა.
13 ბენიამინის კარიბჭესთან რომ მივიდა, იქ დახვდა საყარაულოს უფროსი, სახელად ირია ძე შელემიასი, ძე ხანანიასი, და მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: ქალდეველებთან გადადიხარო! 12 და იქმნა იგი ბჭესა თანა ბენიამენისსა, და მუნ კაცი, რომლისა დაივანის სარუია, ძემან სელემისმან, ძისა ანანიაჲსმან, და შეიპყრა იერემია მეტყუელმან: ქალდეველთა მიმართ შენ ილტვი.
14 მიუგო იერემთამ: ტყუილია. არ გადავდივარ ქალდეველებთან. მაგრამ არ დაუჯერა ირიამ იერემიას, შეიპყრო იგი და მთავრებთან მიიყვანა. 13 და ჰრქუა იერემია: ცილ არს, არა ქალდეველთა მიმართ მივივლტი მე. და არა ისმინა მისი, და შეიპყრა სარუიამან იერემია და შეიყვანა იგი მთავართა მიმართ.
15 გაურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და ჩააგდეს საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან სატუსაღო სახლად ჰქონდათ იგი. 14 და განმწარდეს მთავარნი იერემიას ზედა, და გუემეს იგი, და მისცეს იგი სახიდ საპყრობილისა კრულისა მცველად, სახიდ იონათან მწიგნველისა, რამეთუ სახლი მისი შექმნეს საპყრობილედ, რამეთუ მოვიდა ერი სახიდ მღჳმისა და ქერეთად.
16 როცა იერემია ჩავიდა დილეგში და კარგა ხანი დაჰყო იქ, 15 და შევიდა იერემია სახიდ მღჳმისა და შესაწყდობელად, და დაჯდა მუნ დღეთა მრავალთა იერემია.
17 გაგზავნა მეფე ციდკიამ კაცი, მოაყვანინა იგი და შეეკითხა თავის სახლში საიდუმლოდ: არის სიტყვა უფლისაგან? მიუგო იგრემიამ: არის. ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები. 16 და მიავლინა მეფემან სედეკია, და მოუწოდა მას, და გამოჰკითხა მას მეფემან სახლსა შინა თჳსსა იდუმალ, და ჰრქუა მას: უკუეთუ არს სიტყუაჲ უფლისა მიერ? და მან ჰრქუა: არს. და თქუა: ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა მიეცე.
18 უთხრა იერემიამ მეფე ციდკიას: რა დაგიშავე ან შენ ან შენს მორჩილებს, ან ამ ხალხს, სატუსაღოში რომ ჩამაგდეს? 17 და ჰრქუა იერემია მეფესა სედეკიას: რაჲ გმძლავრე შენ და ყრმათა შენთა და ერსა ამას, რამეთუ თქუენ მიმეცით მე სახიდ საპყრობილისა?
19 სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომ გიწინასწარმეტყველებდნენ: არ დაგეცემათ თქვენ და ამ ქვეყანას ბაბილონის მეფეო? 18 და სადა არიან წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელნი გიწინაწარმეტყუელებდეს თქუენ მეტყუელნი: ვითარმედ არა მოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ ქუეყანასა ამას ზედა?
20 ახლა ისმინე, მეფე-ბატონო, მოგწვდეს ჩემი მუდარა: ნუ დამაბრუნებ იონათან მწერლის სახლში მოსაკვდავად. 19 და აწ უფალო ჩემო მეფე! დავარდინ წყალობა ჩემი წინაშე პირსა შენსა და რად მიმაქცევ მე სახიდ იონათან მწიგნველისა? და არა მოვკუდე მუნ.
21 ბრძანა მეფე ციდკიამ და ჩააბარეს იერემია საყარაულო ეზოში, და აძლევდნენ ყოველდღიურად ერთ პურის კოკორს ხაბაზთა რიგიდან, ვიდრგ არ გათავდა პურის მარაგი ქალაქში. და ასე იჯდა იერემია საყარაულო ეზოში. 20 და მიუწესა მეფემან სედეკია და შეაგდეს იგი სახლსა საპყრობილისასა, და მისცემდეს მას პურსა ერთსა დღივ გარეშე, რომელსა განსცემდეს, ვიდრე არა მოაკლდეს პურნი ქალაქისაგან. და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.