1 |
სიტყვა, რომელიც უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქ ნერიას ძეს, როცა მან
იერემიას კარნახით წიგნში ჩაწერა ეს სიტყვები იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის,
მეოთხე წელს.
|
1 |
სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქის მიმართ, ძისა ნირისსა,
ოდეს დაწერნა სიტყვანი ესე წიგნსა შინა პირისაგან იერემიაჲსსა, წელსა მეოთხესა
იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსისა, მეფისა იუდაჲსსა.
|
2 |
ასე ამბობს შენზე უფალი, ისრაელის ღმერთი, ბარუქ! |
2 |
ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან შენ ზედა,
ბარუქ, |
3 |
გითქვამს: ვაგლახ მე! კიდევ მიუსართა უფალმა წუხილი ჩემს
სატანჯველსო! ქანცი გამიწყდა კვნესისგან და ვერ ვპოვე შვებაო. |
3 |
რამეთუ სთქუ: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან
შრომაჲ ტკივილსა ზედა ჩემსა, დავიძინე სულთქმათა შინა, განსუენება ვერ
ვპოე. |
4 |
ასე უთხარიო მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ჩემს
აშენებულს მევე დავანგრევ და ჩემს დარგულს მევე ამოვძირკვავ. ჩემია მთელი
ეს ქვეყანა! |
4 |
ვარქუ მას, ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე აღვაშენე, მე
დავარღუევ და, რომელნი დავჰნერგენ, მე აღმოვფხური მით, ქუეყანითურთ ყოვლით. |
5 |
შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან, უბედურება
უნდა დავათიო ყოველ ხორციელს, ამბობს უფალი, შენ კი საკუთარ სიცოცხლეს
მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაგ კი წახვალ. |
5 |
და შენ ეძიებ თავისა შენისა დიდთა? ნუ ეძიებ, რამეთუ,
აჰა, მოვაწევ მე ძჳრთა ყოველსა ზედა ჴორციელსა, - იტყჳს უფალი, - და მივსცე
სული შენი მოსაპოვნელად ყოველსა შინა ადგილსა, სადაცა ხჳდოდი მუნ. |