ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოაბზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ვაი ნებოს, გაძარცულია იგი! გაწბილებულია და აღებული კირიათაიმი! გაწბილებულია ციხე-სიმაგრე და დაქცეული.

1

მოაბსა ესრეთ თქვა, უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვაჲ ნაბავსა ზედა, რამეთუ წარწყმდა, მოისპო, წარღებულ იქმნა კარიათიმი. სირცხჳლეულ იქმნა სიმაგრე მასოგასა და იძლია.

2 წარხდა მოაბის დიდება, ავს უზრახავენ ხეშბონში: წავიდეთ, მოვსპოთო მისი სახსენებელი! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან! 2 არღარა არს მერმე მუღრობაჲ ესსებონს შინა მოაბისასა, ისიტყუნეს მის ზედა ძჳრნი, მოვედით და მოვჰკუეთოთ იგი ნათესავისაგან და დაცხრომით დასცხრეს, უკუანა შენსა ვიდოდეს ოდეს მახჳლი,
3 კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან, იავარყოფა და დიდი დაქცევა! 3 რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ მთათაგან ორონაიმისათასა, ღაღადება შემუსრვილებასა მოსრვითა დიდითა.
4 განადგურდა მოაბი! აკივლდნენ მისი პატარები. 4 შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორად მიმართ უჭაბუკესთა მისთა,
5 რადგან გირილით ადიან ლუხითის მაღლობზე; რადგან შეცხადების კივილი ესმით ხორონაომის დაღმართებზე. 5 რამეთუ აღივსო ალაოთი ტირილითა, რამეთუ აღსავალისა მიერ ფიქლოანისა აღვიდეს მტირალი ტირილისა მიერ, გზასა ზედა მთათა ორონაიმისათასა. ღაღადებაჲ შემუსრვილებისაჲ და ჭირი მტერთა ესმა.
6 გაიქეცით, თავს უშველეთ! ბუჩქივით მარტოსული იქნებით უდაბნოში. 6 ივლტოდეთ და განარინენით სულნი თქუენნი და იქმნენით, ვითარცა ვირი ველური უდაბნოს შინა,
7 რადგან შენი ნახელავის და საგანძურის იმედი გქონდა; შენც შეგიპყრობენ და ქამოშიც დატყვევდება, მისი ქურუმები და მთავრებიც თან მიჰყვებიან. 7 ვინათგან ესევდ სიმაგრეთა მიმართ შენთა, მოვიდენ შენდა ჭირნი და შეგიპყრანცა შენ, და გამოვიდეს ქამოს ტყუჱობად მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად.
8 მიადგება გამანადგურებელი ყოველ ქალაქს, არცერთი ქალაქი არ გადარჩება, დაიღუპება ველ-მინდორი, განადგურდება ვაკეები, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. 8 და მოვიდეს მოსრვა ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა განერეს, და წარწყმდეს ღელე, და მოისრას ველობი, ვითარცა თქუა უფალმან:
9 მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, რადგან უდაბნოდ გადიქცევა და განადგურდება. 9 ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ ნთებით აღენთოს და ყოველნი ქალაქნი მისნი უვალად იყუნენ არ ყოფისაგან დამკჳდრებულისა მის შორის, ვინავე მყოფსა მას შინა.
10 წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან! 10 წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით, და წყეულ იყავნ განმმარტებელი მახჳლისა მისისაჲ სისხლისაგან.
11

უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, თავის დვრიტაზე განისვენებდა. ჭურჭლიდან ჭურჭელში არ გადაღებულა და გადასახლებაში არ წასულა. ამიტომაც შერჩა თავისი გემო და სუნი არ შეცვლია.

11

განისუენა მოაბმან სიყრმისაგან, და მოსავ იყო დიდებასა ზედა მისსა, და არ შთაასხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად, და გარდასახლებად არა ვიდოდა. ამისთჳს არს გემოჲ მისი მის თანა და საყნოსი მისი არა მოაკლდა.

12 ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა გადამღებლებს მივუგზავნი და გადაიღებენ მას, დაუცარიელებენ ჭურჭლებს და ტიკებს დაუხევენ. 12 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - თქვა უფალმან, - და მიავლინნე მის ზედა დამდრეკელნი და დადრიკონ იგი და ჭურჭელნი მისნი და დააწულილენ და რქანი მისნი შემუსრნენ.
13 გაწბილდება მოაბი ქამოშის გამო, როგორც გაწბილდა ისრაელის სახლი ბეთელის გამო, რომელსაც ესავდა. 13 და ერცხჳნოს მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ერცხჳნა სახლსა ისრაილისასა ბეთელისაგან სასოებისა მისისა.
14 როგორღა ამბობთ: გმირები ვართ, ძლიერი მებრძოლები ვართო? 14 ვითარ იტყჳთ: ძლიერნი ვართ და კაცნი შემძლებელნი მბრძოლობად.
15 განადგურებულია მოაბი და მისი ქალაქები; მისი რჩეული ვაჟკაცები სასაკლაოზე წავიდნენ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბოთ უფალია. 15 წარწყმდა მოაბ და ქალაქნი მისნი და რჩეულნი, ჭაბუკნი მისნი შთავიდეს მოსაკლავად, იტყვის მეფე, უფალი ძალთაჲ, სახელი მისი.
16 ახლოსაა მოაბის აღსასრული, გამალებით მოიჩქარის მისი უბედურება. 16 ახს დღე მოაბისი მოსლვად და უკეთურება მისი მალიად ფრიად.
17 დაიტირეთ იგი, მეზობლებო, და მისი სახელის მცნობელნო, იყვირეთ: როგორ შეიმუსრა ძლიერი კვერთხი, დიდებული არგანი! 17 შეძართ იგი ყოველთა გარემოს მისსა, ყოველთა მცოდნელთა სახლისა მისისათა თქუთ, ვითარ შეიმუსრა არგანი სიკეთისაჲ, კუერთხი დიდთვალი.
18 ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია. 18 შთამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ სინოტიესა შინა მჯდომარე. ასული დებონისი შეიმუსროს, რამეთუ წარწყმდა მოაბი. აღვიდა შენდა განმრყუნელი სიმაგრეთაგანთაჲ,
19 გზაზე დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრთ! ჰკითხე გამოქცეულს და თავდახსნილს, ჰკითხე, რა მოხდა-თქო? 19 გზასა ზედა დადეგ და იხილე მჯდომარე აროირს შინა და ჰკითხე მეოტსა და განრომილსა და არქუ: რაჲ იქმნა?
20 გაწბილებულია მოაბი, რადგან დაიქცა. იტირეთ და იკივლეთ, ამცნეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი. 20 ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა. ვალალაებდ და ღაღად-ყავ. მიუთხარ არიონისა შორის, ვითარმედ წარწყმდა მოაბი.
21

სასჯელმა უწია დაბლობ ქვეყანას - ხოლონს, იაჰცას და მეფაყათს,

21

და სასჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისსა. ქელონსა ზედა და იარსა და მოფათსა,

22 დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს; 22 და დებონსა ზედა და ნავავსა. და სახლსა ზედა დევლათემისსა,
23 კარიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მეყონს, 23 და კარიათემსა ზედა და სახლსა ზედა ღამოლაჲსსა და სახლსა ზედა მაოთისსა,
24 კერიოთს, ბოცრას და მოაბის ყველა ქალაქს, შორეულსაც და მახლობელსაც. 24 და სახლსა ზედა კარიაოთისსა და ბოსორისა ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა ქუეყანისა მოაბისათა, შორიელთა და მახლობელთა.
25 რქა მოეკვეთა მოაბს და მკლავი მოტყდა, ამბობს უფალი. 25 დაიჴსნა რქაჲ მოაბისაჲ და ჴელთა შინა მისა შეიმუსრა, თქუა უფალმან:
26 დაათვრეთ იგი, რადგან გაუმედიდურდა უფალს. იგორავებს მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სამასხრო შეიქნება. 26 დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა განდიდნა, და ტყუელვიდეს მოაბ ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგიცა.
27 განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდებში იყო დაჭერილი, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე? 27 და რამეთუ შენდაცა საკიცხელ იყო ისრაილი, ანუ პარვათა შინა შენთა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას, და მისთანავე წარიტყუენო.
28 დასტოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო! იყავით მტრედებივით, ნაპრალის კიდეებზე რომ იბუდებენ. 28 დაუტევნეს ქალაქნი და დაეშენნეს კლდეთა შინა მკჳდრნი მოაბისანი; იქმნნეს, ვითარცა ტრედნი მებუდარნი კლდეთა შინა პირსა სოროჲსსა.
29 გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მედიდურობა და დიდგულობა. 29 მესმა გინება მოაბისაჲ, აგინა ფრიად სიმაღლე თჳსი, და გინებაჲ და ამპარტავანება მისი და სილაღე მისი ვიხილე, და ამაღლდა გული მისი.
30 მე ვიცი, ამბობს უფალი, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი და ფუჭი საქმე. 30 ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, - იტყჳს უფალი, - არა კმა-ყოფისაებრ მისისა. ეგრეთ მკლავნი მისნი არა ეგრეთ ყო?
31

ამიტომაც ვივალალებ მოაბზე და კივილს ავტეხ მთელს მოაბზე. იგლოვებენ კირ-ხერესის კაცებს.

31

ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით, მოაბსა ზედა ყოველთა ჴმა-ყავთ. კაცთა ზედა ზღუდისათა სკირადათა განბიცებისათა.

32 იაყზერზე მეტად დაგიტირებ, სიბმას ვენახო! შენი ლერწები ზღვამდე აღწევს, იაყზერის ზღვამდე. მძარცველი შეესია შენს ადრეულ ნაყოფს და მოსავალს. 32 და კილოჲ აღიღოს, ვითარცა ტირილი. იაზირო, დაგტირო შენ, ავენაჴენ, საბამისნი, მწუერვალნი შენნი, განვლო ზღვა ქალაქმან იაზირისმან. შეახო ნაყოფსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა და მესთულეთა შენთა ზედა დაეცა მოსასრველი.
33 ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და მოაბის ქვეყანას; გავაქრობ ღვინოს საწნახლებიდან, აღარ დაწურავენ შეძახილით: ჰედად! ჰედად! აღარ გაისმება ჰედადის შეძახილი. 33 დასწყდა შუებაჲ და მხიარულება კარმელისა და ქუეყანისაგან მოაბიტელთასა, და ღჳნოჲ საწნეხელთა შინა შენთა არა დაწნიხეს განთიად იდად, არცა მიმწუხრი არა ყვეს იდად.
34 ხეშბონის გამო კივილს ელყალამდე, იაჰაცამდე ბანი მისცეს ცოღარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაწყდება ნიმრიმის წყლებიც. 34 ხოლო ამათ ღაღადებისაგან ესსებონისა ვიდრე ვლეილამდე და ვიდრე იასამდე მოსცეს ჴმაჲ მათი ქალაქთა მათთა, სეგორითგან, ვიდრე მთათამდე ნემისთა, და მითხრობაჲ სალისიასა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ წყალიცა ნევრიმისაჲ შემწუელად იყოს.
35 მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს. 35 და წარვწყმიდო მოაბი, - თქუა უფალმან, - აღმავალი ბომონსა ზედა და მკუმეველი ღმერთთა მისთა.
36 ამიტომ მიკვნესის სტვირივით გული მოაბზე; მიკვნესის სტვირივით გული კირ-ხარესის ხალხზე, რადგან დაეღუპათ მთელი მონაგარი. 36 ამისთჳს გული ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ავლი, ოხრიდეს. გული ჩემი კაცთა ზედა სკირადათა განბიცებისათა, ვითარცა ავლმან, იოხროს. ამისთჳს, რომელთა ვემზრუნვლე, წარწყმდენ კაცთაგან.
37 გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია. 37 ყოველი თავი ყოველსა შინა ადგილსა აღიპარსოს, და ყოველი წუერი დაიყჳნოს, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ და ყოველსა ზედა წელსა ძაძაჲ.
38 მოაბის ყველა ბანზე და მის ყველა მოედანზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უხმარი ჭურჭელივით, ამბობს უფალი. 38 და ყოველთა ზედა ერდოთა მოაბისთა და უბნებსა ყოველსა შორის ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი, ვითარცა ჭურჭელი, რომლისა არა არს საჴმარებაჲ მისი, - თქუა უფალმან.
39 როგორ დაიქცა, როგორ მოთქვამენ, როგორ თავი შეირცხვინა და შეიქნა მოაბი სამასხროდ და შესაზარად გარეშემოთათვის. 39 ვითარ იძლია ჴჳობით, ვითარ მიაქცია ზურგი მოაბმან? ჰრცხუენა და იქმნა მოაბის საკიცხელ და სარისხველ ყოველთა გარემოსთა მისთა,
40 რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და ფრთებს გადაშლის მოაბზე. 40 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, ვითარცა არწივმან მიიმართოს და განიმარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა.
41

დაიპყრობენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს დაიჭერენ; მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე დედაკაცის გულივით გახდება იმ დღეს.

41

დაპყრობილ იქმნა კარიაოთი და სიმაგრენი მოიპყრნეს და იყოს გული ძლიერთა მოაბისათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობისაჲ.

42 გაქრება მოაბის სახსენებელი, რადგან გაუმედიდურდა უფალს. 42 და წარწყმდეს მოაბი ერისაგან, რამეთუ უფალსა ზედა განდიდნა.
43 შიში და ხარო და ხაფანგი გელის, მოაბის მკვიდრო! ამბობს უფალი. 43 შიში და მთხრებლი და საბრჴე შენ ზედა, მჯდომარეო მოაბსა შორის, - თქუა უფალმან.
44 შიშისგან გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელიწადს, ამბობს უფალი. 44 მლტოლვარე პირისაგან შიშისა შთავარდეს მთხრებლსა და აღმოსრული მთხრებლით შეპყრობილ იქმნეს საბრჴითა მით, რამეთუ მოვაწინე ესენი მოაბსა ზედა წელიწადსა შინა, რომელსა ზედმივიხილო მათდამი, თქუა უფალმან,
45 ხეშბონის ჩრდილს შეაფარეს თავი ღონემიხდილმა ლტოლვილებმა; მაგრამ ცეცხლი გამოტყვრა ხეშბონიდან და ალი სიხონის შუაგულიდან, და საფეთქელი შეუტრუსა მოაბს და თხემი შფოთის ამტეხთ. 45 საფარველსა ესსებონისასა დადგეს მლტოლვარენი საბრჴისაგან, რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესსებონით და ალი ქალაქით სეონისით, და შეჭამნა მთავარნი მოაბისანი და გამოიძინა ძენი სეონისნი.
46 ვაი შენ, მოაბო! დაიღუპა ქამოშის ხალხი, რადგან ტყვედ წაასხეს შენი ვაჟები და ასულები. 46 ვაჲ შენ, მოაბ! წარსწყმდი, ერო ხამორისო, რამეთუ წარიხუნეს ძენი შენნი იავარად და ასულნი შენნი ტყუედ.
47 მაგრამ დავაბრუნებ მთაბელ ტყვეებს უკანასკნელ დღეებში, ამბობს უფალი. აქამდეა მოაბის განაჩენი. 47 და მოვაქციო ტყუე მოაბისა უკანასკნელთა დღეთა, - თქუა უფალმან, - ვიდრე აქამომდე საშჯელნი მოაბისანი, რაოდენნი წინაწარმეტყუელნა იერემია ძჳნად ყოველთა ნათესავთა,