ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უფლის მორჩილის, მოსეს სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს: |
1 | და იყო, შემდგომად აღსასრულისა მის მოსესი, მონისა მის უფლისა, ჰრქუა უფალმან ისოს, ძესა ნავესა, მსახურსა მოსესა. |
2 | მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს. | 2 | მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა. აწ შენ აღდეგ და წიაღვედ იორდანესა, შენ და ყოველი ერი ესე ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ. |
3 | ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს - | 3 | ყოველსა ადგილსა რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენ მიგცე იგი, ვითარცა-იგი ვარქუ მოსეს, |
4 | უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნებათ საზღვრები. | 4 | უდაბნოჲ და წინაჲ ლიბანე, მიმდინარედმდე დიდად მდინარედ ევფრატისად და ყოველი ქუეყანა ქეტელთა ვიდრე ზღუადმდე დასასრულისად, მზისა დასავლადმდე იყვნენ საზღვარნი თქუენნი. |
5 | ვერვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ. | 5 | არა დაგიდგეს კაცი წინაშე თქუენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ვითარ ვიყავ მოსეს თანა, ეგრეცა შენ თანა ვიყო. და არა დაგაგდო შენ და არცა უგულებელს-გყო შენ. |
6 | გამაგრდი და მტკიცედ დეგ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას. | 6 | განძლიერდი და მჴნე იყავ, რამეთუ შენ განუყო ერსა მას ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-იგი ვეფუცე მამათა თქუენთა მიცემად მათა. |
7 | ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო. | 7 | აწ განძლიერდი და მჴნე იყავ დამარხვად და ყოფად, რაჲ-იგი გამცნო შენ მოსე, მონამან ჩუენმან. და არა გარდააქციო შენ მათგან მარჯულ, არცაღა მარცხულ, რათა გულისხმა-ჰყო ყოველი, რასაცა იქმოდი. |
8 | ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება. | 8 | და არა განგეშოროს შენ წიგნი ესე ამის შჯულისა პირისაგან შენისა და იწურთიდე მას დღე და ღამე, რათა გულისხმა-ჰყო ყოფად ყოველი წერილი. მაშინ წარგემართოს და წარჰმართნე გზანი შენნი და მაშინ გულისხმა-ჰყო. |
9 | ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ. | 9 | აჰა, ესერა, მე გამცნებ შენ: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შესძრწუნდები, ნუცაღა გეშინინ. რამეთუ მე შენ თანა ვარ, უფალი ღმერთი შენი, ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხჳდოდი. |
10 | უბრძანა იესომ ერის რჯულისკაცებს: | 10 | და უბრძანა ისო მწიგნობართა ერისათა და ჰრქუა: შევედით შორის ბანაკსა ამას ერისასა და ამცენით ერსა ამას და არქუთ: |
11 |
მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს: გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გახვიდეთ ამ იორდანეს გაღმა, რათა დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ დასამკვიდრებლად. |
11 | აღჰმზადეთ საგზალი, რამეთუ შემდგომად სამისა დღისა წიაღსლვად ხართ იორდანესა ამას. შეხჳდეთ დაპყრობად ქუეყანისა მის, რომელი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს თქუენ სამკჳდრებელად. |
12 | რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა იესომ: | 12 | და რუბენს და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესსა ჰრქუა ისო: |
13 | გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ მოსემ, უფლის მორჩილმა: უფალი, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ ქვეყანას. | 13 | მოიჴსენეთ სიტყუაჲ, რომელ გამცნო თქუენ მოსე, მონამან უფლისამან, და გრქუა: უფალმან ღმერთმან თქუენმან დაგადგინა თქუენ და მიგცა ქუეყანა ესე. |
14 | თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა; თქვენ კი შეჭურვილნი გაუძეღიი თქვენს ძმებს, მეომრებო, და შეეწიეთ მათ, | 14 | დედა-წული თქუენი და საცხოვარი თქუენი შეიყვანენ ქუეყანასა მას, რომელ მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ წიაღხჳდეთ, ჭაბუკნი, პირველად ძმათა თქუენთა ყოველსა, რომელსა უძლავს, და შეეწინეთ მათ, |
15 | ვიდრე არ დაგასვენებთ უფალი თქვენ და თქვენს ძმებს, ვიდრე ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი. მერე დაბრუნდით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაიმკვიდრეთ ის, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მორჩილმა, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთის მხარეს. | 15 | ვიდრემდის დაფუძნეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმანი ეს თქუენნი, ვითარცა-ეგე თქუენ. და დაიმკჳდრონ მათცა ქუეყანა იგი, რომელ უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსცეს მათ. და მაშინ წარხჳდეთ კაცად-კაცად სამკჳდრებელად თჳსად, რომელი მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით. |
16 | პასუხად უთხრეს იესოს: რაც გვიბრძანე, ყველაფერს შევასრულებთ და ყველგან წავალთ, სადაც კი გაგვგზავნი. | 16 | და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: ყოველი, რავდენიცა გუამცნო, ჩუენ ვყოთ. |
17 | როგორც მოსეს ვუჯერებდით, ისე შენ დაგიჯერებთ. ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო. | 17 | და ყოველსა ადგილსა, რომელსა მიგუავლინნე ჩუენ, მივიდეთ; ყოვლითა, რავდენითა ვერჩდით მოსეს, გერჩდეთ შენცა, გარნა უფალი ღმერთი ჩუენი იყავნ შენ თანა, ვითარცა იყო მოსეს თანა. |
18 | ყოველი კაცი, ვინც არ დაემორჩილება შენს ნაბრძანებს და არ გაიგონებს შენს სიტყვას, რასაც გვიბრძანებ, სიკვდილით დაისჯება. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ. | 18 | ხოლო კაცმან, რომელმან გაცილოს შენ, და რომელმან არა ისმინოს სიტყუათა შენთა, ამცნებდეთ თუ რასმე მას, მოკუედინ იგი, არამედ განძლიერდი და მჴნე იყავ. |