ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა გაიგო ეს ამბები იაბონმა, ხაცორის მეფემ, შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს,

1

და ვითარ ესმა იაბინს, მეფესა ასურისასა, მიუვლინა იობაბს, მეფესა მარდონისასა, და მეფესა სუმერონისასა, და მეფესა აქიფისასა.

2 და მეფეებს, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთით მთაზე და ველზე ქინორეთის სამხრეთით, შეფელაში და ნაფთოთ-დორში, დასავლეთით, 2 და მეფესა სიდინით კერძოთა დიდსა მთისასა და რაბათდ, რომელ იყო მართლ ქენერეთსა, და ველსა და ნაფეთდორდ და ზღჳსკიდისათა.
3 აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, მთის იებუსელებს და ხერმონისძირა ხეთელებს მიცფას ქვეყანაში. 3 ქანანელთა აღმოსავალით და ზღჳსკიდისათა და ამორეველთა და ქეტელთა და ფერეზელთა და იობოსელთა, რომელ იყვნეს მთასა შინა და ეველთა, რომელ იყვნეს ქუეშე აერმონსა, და მასეფათდ.
4 ისინი მოვიდნენ მთელი თავიანთი ლაშქრითურთ, ზღვის ქვიშასავით უთვალავი ხალხით, უამრავი ცხენებითა და ეტლებით. 4 და გამოვიდეს იგინი და მეფენი მათნი მათ თანა, ვითარცა ქჳშაჲ, რომელ არს კიდესა ზღჳსასა, სიმრავლით და ცხენები და ეტლები დიდად ფრიად.
5 შეიყარა ყველა ეს მეფე, წავიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერიმის წყლებთან, რომ ისრაელიანებს შებრძოლებოდნენ. 5 და შეკრბეს ყოველნი ესე მეფენი და მივიდეს ერთბამად და დაიბანაკეს ერთბამად წყალსა ზედა მერომისასა ბრძოლად ისრაჱლისა.
6 უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროსთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები. 6 და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ ხვალე ამას ჟამსა მიგცნე იგინი დაცემულნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. ჰუნებსა მათსა დაჰკუეთნეთ კირნი და ეტლები მათი დასწუათ ცეცხლითა.
7 მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებითურთ მერომის წყლებთან და დაესხა თავს. 7 და მოვიდა ისო და ყოველი ერი მბრძოლი მათ ზედა წყალსა მას მერომისასა მეყსეულად და დაესხა მათ მთასა შინა.
8 ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე, აღმოსავლეთისკენ. მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ. 8 და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა და მოსწყუედდეს მათ და სდევნიდეს მათ სიდონადმდე დიდად და მასრეფოთ მაიდმდე და ვიდრე ველთა მოსეფათისათა აღმოსავალით კერძო. და მოსრნეს იგინი და არა დაუტევეს მათგანი განრინებული.
9 ისე მოექცა მათ იესო, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერა და ცეცხლს მისცა ეტლები. 9 და უყო მათ ისო, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰუნეთა მათთა დაჰკუეთნა კირნი და ეტლები მათი დაწუა ცეცხლითა.
10 მაშინვე გამობრუნდა იესო და აიღო ხაცორი, და მახვილით განგმირა მისი მეფე, რადგან წინათ ხაცორი ყველა ამ სამეფოს თავი იყო. 10 და მოიქცა ისო მას ჟამსა შინა და დაიპყრა ასური და მეფე მისი, რამეთუ ასური მთავრობდა პირველად ყოველთა მეფეთა ამათ.
11 მახვილით მოსრეს ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არცერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ. ხაცორს კი ცეცხლი წაუკიდეს. 11 და მოსრეს ყოველი მშჳნვიერი მას შინა პირითა მახჳლისათა და აღჴოცეს ყოველი და არა დაშთა მას შინა მშჳნვიერი. და ასური მოწუა ცეცხლითა
12 ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ და მახვილით მოსრა. გაანადგურა ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლის მორჩილს, მოსეს. 12 და ყოველი ქალაქები მეფეთა და მეფენი მათნი შეიპყრნა ისო და მოწყჳდნა იგინი პირითა მახჳლისათა. და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ამცნო მონამან უფლისამან მოსე.
13

ოღონდ თავ-თავის ბორცვებზე გაშენებული ყველა ქალაქი როდი გადაუწვავთ ისრაელიანებს, ერთადერთი ნაცორი გადაწვა იესომ.

13

ხოლო ქალაქი, რომელი წინადაცუეთილ იყო, არა მოწუა ისრალმან, გარნა ასური მარტოჲ იგი მოწუა ისო.

14 ამ ქალაქის ნადავლი და პირუტყვი წამოასხეს თავისთვის ისრაელიანებმა, მთელი ხალხი კი მოსრეს მახვილით, ისე რომ მთლიანად ამოწყვიტეს, ერთი სულიც არ დაუტოვებიათ. 14 და ყოველი ნატყუენავი მისი განიყვეს თავისა თჳსისად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო იგინი ყოველნი პირითა მახჳლისათა წარწყმიდნეს, არა დაშთა მათგანი რაჲთურთით მშჳნვიერი.
15 როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, თავის მორჩილს, ისევე უბრძანა მოსემ იესოს და ისევე მოიქცა იესო: ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 15 ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, და მოსე ეგრევე ამცნო ისოს. და ეგრე ყო ისო. არა გარდაჴდა არარას ყოველთაგან, რომელ ამცნო უფალმან ისოს.
16 დაიპყრო იესომ მთელი ეს ქვეყანა, მთა და მთელი ნეგები, გოშენის მთელი მხარე, შეფელა და ყარაბა, ისრაელის მთა და მისი ბარი. 16 და დაიპყრა ისო ყოველი ქუეყანა ნაგებისაჲ, და ყოველი ქუეყანა გოსომისაჲ, და ველი დასავალით კერძო, და მთაჲ ისრაჱლისა,
17 ხალაკის მთიდან მოკიდებული, სეყირს აღმა ბაყალ-გადამდე ლიბნის დაბლობზე, ხერმონის ძირას, ყველა მეფე შეიპყრო და დახოცა. 17 და ღელენი მთათა ქუეშენი მთიდგან ალაკისათ და რომელ აღჰმართეს სეირასა და გალგალდმდე და ველი ლიბანისა მთასა ქუეშე აერმონსა. და მეფენი მათნი ყოველნი მოსრნა და მოწყჳდნა იგინი.
18 დიდხანს ებრძოდა იესო ამ მეფეებს. 18 და დაყვნა მრავალნი დღენი ისო მეფეთა ამათ მიმართ ბრძოლად.
19 არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს, ხივიელთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს. 19 და არა იყო ქალაქი, რომელი არა მისცა ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი დაიპყრა ბრძოლით.
20 რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან საბრძოლველად, რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის შეწყალება; რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს. 20 რამეთუ უფლისა მიერ იყო განძლიერებაჲ ისრაჱლისაჲ და გული მათი შეემთხუეოდა ბრძოლად ისრაჱლისა, რათა მოსრნეს, რათა არა იყოს მას ზედა წყალობაჲ, და მოისრნეს იგინი, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს.
21 იმხანადვე გაემართა იესო და ამოწყვიტა ყანაკები მთაში, ქალაქებიანად მოსპო ისინი იესომ. 21 და მოვიდა ისო მას ჟამსა შინა და მოსრნა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა მთისაგან ქებრონისა და დაბირით, და ანობით და ყოვლისაგან საზღვრისა ისრაჱლისა ქალაქებითურთ მათით. და მოსრნა იგინი ისო.
22 გადაშენდნენ ყანაკები ისრაელიანთა ქვეყნიდან. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ. 22 არა ვინ დაშთა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა ძეთაგან ისრაჱლისათა, გარნა გაზს შინა და გეთს შინა და ასერის შინა დაშთეს.
23 დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, შტოებისთვის დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ. 23 და დაიპყრა ისო ყოველი ქალაქი, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს. და მისცა მათ ისო სამკჳდრებელად ისრაჱლსა განყოფით ნათესავთა მათთა და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.