ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.

1

და იყვნეს საზღვარნი ძეთა იოსებისთანი იორდანითგან, რომელ არს იერიქოჲთ კერძო, აღმოსავალით უდაბნოდ და აღვიდეს იერიქოჲთ მთით პირსა უდაბნოჲთ ბეთელად. და განვიდეს ბეთელით ლუზად,

2 ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან. 2 და წარვიდეს საზღვართა ზედა არაქიასხ ტაუთისთა.
3 ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან. 3 და განვიდეს ზღუად კერძო საზღვართა ზედა იეფალთისთა მისაზღუართამდე ბეთორინისათა. და იყოს გამოსავალი მათი ზღჳთ კერძო.
4 ეს დაიმკვიდრეს იოსების შვილებმა - მენაშემ და ეფრემმა. 4 და დაიმკჳდრნეს ძეთა იოსებისთა: ეფრემ და მანასე.
5 ჰქონდათ საზღვარი ეფრემიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით; მათი სამკვიდროს აღმოსავლეთი საზღვარი იყო ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე. 5 და იყვნეს საზღვარნი ტომად-ტომად მათა: აღმოსავალით ასტაროთი და ადარი ვიდრე ზენა ბეთორონდმდე და გაზარაჲ.
6 მიდის საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთით და უხვევს საზღვარი თაანათ-შილოს აღმოსავლეთით და ჩაუვლის მას იანოხის აღმოსავლეთით. 6 და განვიდეს საზღვარნი ზღუად კერძო მაქთულდდ, ჩრდილოჲთ, მივიდეს აღმოსავალად თენად სელოთად და წარვიდეს აღმოსავალით იანოქად.
7 ეშვება იანოხიდან ყატაროთამდე და ნაყარათამდე, სწვდება იერიხონს და ჩადის იორდანეზე. 7 და დანაართად ატაროთდ, და დაბნები მათი და განვლოს იერიქოჲ და მიიწიოს იორდანედ.
8 თაფუახიდან მიდის საზღვარი ზღვისკენ, კანას ხევით და წყდება ზღვასთან. ეს არის ეფრემიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. 8 და თაქუესა გარეწარვლნეს საზღუარნი ზღუად კერძო ჴევსა კანაჲსასა. და იყოს გამოსავალი მისი ზღჳთ კერძო. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ ტომად-ტომად მათა.
9 მენაშეანთა სამკვიდროში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემიანებს ქალაქები, ყველა ქალაქი თავისი დაბებითურთ. 9 და ქალაქები, რომელ განიკუთნეს ძეთა ეფრემისთა შორის სამკჳდრებელისა, ძეთა მანასესთანი ყოველი ქალაქები და დაბნები მათი.
10 არ აუყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები. და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან. 10 და არა მოსპო ეფრემ ქანანელი, რომელ მკჳდრ იყო გაზერს შინა, და შენ იყო ქანანელი შორის ეფრემისა მოაქადღედმდე ვიდრე აღმოსავალადმდე ფარაო მეფისა ეგჳპტისაჲ. და დაიპყრა ქალაქი და მოწუა იგი ცეცხლითა, და ქანანელნი და ფერეზელნი, და მკჳდრნი გაზერისანი და გმირნი, და მისცა იგი ფარაო ზითვად ასულსა თჳსსა.