ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მივიდნენ ლევიანთა მამამთავრები ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა შტოთა მამამთავრებთან.

1

და მოვიდეს ტომთმთავარნი ძეთა ლევისთანი ელიაზარ მღდელისა და ისო ნავესა და ნათესავთმთავართა ტომთა და ნათესავთაგანთა ძეთა ისრაჱლისათა.

2 ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში: ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგვცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის. 2 და მიუგეს მათ სილომს შინა ქალაქსა ქანაანისასა და ჰრქუეს: გამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა ქალაქებ საყოფლად და გარემო მთესველნი მათნი საცხოვართა ჩუენთა.
3 მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან, უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებითურთ. 3 და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა, რაჟამს დაგიმკჳდრებდენ იგინი ბრძანებითა უფლისათა, ქალაქები და გარემო სათესველი მათი.
4 ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი. 4 და აღმოუჴდა წილი ტომსა კაათისსა. და იყო ძეთა აჰრონისთა მღდელთა ლევიტელთა ნათესავისაგან იუდასისა და ნათესავისაგან სჳმეონისა და ნათესავისაგან ბენიამენისი, წილით ქალაქები ათცამეტი.
5 ხოლო კაჰათის დანარჩენ შთამომავალთ ეფრემის შტოს საგვარეულოებიდან, დანის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან - წილისყრით ათი ქალაქი. 5 და ძეთა კაათისთა ნეშტთა ნათესავისაგან ეფრემისისა და ნათესავისაგან დაანისი და ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა წილით ქალაქები ათი.
6 გერშონის შთამომავლებს ისაქარის შტოს საგვარეულოებიდან, აშერის შტოდან, ნაფთალის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან ბაშანში - წილისყრით ცამეტი ქალაქი. 6 და ძეთა გესონისთა ნათესავისაგან იზაქარისთა და ნათესავისაგან ასერისთა და ნათესავისაგან ნეფთალემისთა და ზოგისაგან ნათესავისა მანასესთა ბასანს შინა წილით ქალაქები ათცამეტი.
7 მერარის შთამომავლებს მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის შტოდან, გადის შტოდან და ზებულონის შტოდან - თორმეტი ქალაქი. 7 და ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა ნათესავისაგან რუბენისთა და ნათესავისაგან გადისთა და ნათესავისაგან ზაბულონისთა წილით ქალაქები ათორმეტი.
8 მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილისყრით ეს ქალაქები მათი სანახებითურთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 8 და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა ქალაქები მათი და გარემო სათესველი მათი, ვითარცა ამცნო უფალმან წილით.
9 მისცეს იუდაელთა შტოდან და სიმონიანთა შტოდან ეს ქალაქები, რომელთაც უწოდა სახელები. 9 და მისცა ნათესავმან ძეთა იუდაჲსთამან და ნათესავმან ძეთა სჳმეონისთამან და ნათესავისაგან ძეთა ბენიამენისთა ქალაქები დაეჩემნეს:
10 აარონის შთამომავლებს კაჰათის საგვარეულოებიდან, ლევიანებს, რადგან პირველად იყარეს წილი, 10 ძეთა აჰრონისთა ტომისაგან კაათისთა, ძეთა ლევისთა, რამეთუ ამათ ხუდა ნაწილი.
11

მისცეს ყანოკის მამისეული კირიათ-არბე, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.

11

და მისცეს მათ კარიათაბოკი დედაქალაქი ენაკიმისი (ესე არს ქებრონი), მთა ადასი და საყანურნი გარემოს მისა

12 ქალაქის ყანები და სოფლები საკუთრად მისცეს ქალებ იეფუნეს ძეს. 12 და აგარაკები ქალაქებისა და დაბნები მისი მისცა ისო ქალებს; ძესა იაფონესსა, სამკჳდრებელად.
13 აარონ მღვდლის შთამომავლებს მისცეს კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი - ხებრონი თავისი სანახებითურთ და ლიბნა თავისი სანახებითურთ, 13 და ძეთა აჰრონისთა მღდელთასა ქალაქები შესავედრებელთა, რომელმან კაც კლას, ქებრონი და განკუთნებულნი გარემოჲს მისსა,
14 იათირი თავისი სანახებითურთ და ეშთემრა თავისი სანახებითურთ, 14 და ბელნაჲ და განკუთნებულნი გარემოჲსს მისსა, და ესთემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,
15 ხოლონი თავისი სანახებითურთ და დაბირი თავისი სანახებითურთ, 15 და ოლონი და განკუთნებული მისი, და დიბირი და განკუთნებული მისი,
16 ყაინი თავისი სანახებითურთ, იუტა თავისი სანახებითურთ და ბეთ-შემეში თავისი სანახებითურთ - ცხრა ქალაქი ამ ორი შტოდან. 16 და იანი, და განკუთნებული გარემოჲს მისა, და იეხტოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისა, ქალაქები ცხრა ორთა ამათ ნათესავთაჲ.
17 ხოლო ბენიამინის შტოდან - გაბაონი თავისი სანახებითურთ და გებაყი თავისი სანახებითურთ, 17 და ნათესავისაგან ბენიამენისა გაბაონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაბჱ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.
18 ყანათოთი თავისი სანახებითურთ და ყალმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი. 18 და ანათოთი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და სალმონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.
19 აარონის შთამომავლებს, მღვდლებს, ერგოთ სულ ცამეტი ქალაქი მათი სანახებითურთ. 19 ყოველი ქალაქი ძეთა აჰრონისთა მღდელთა ქალაქები ათცამეტ და გარემო სათესველი მათი.
20 კაჰათის საგვარეულოებს, ლევიანებს - კაჰათის დანარჩენ შთამომავლობას ერგოთ წილისყრით ქალაქები ეფრემის შტოდან. 20 და ტომთა ძეთა კაათისთა ლევიტელთა, რომელ დაშთომილ იყვნეს ძეთაგანნი კაათისნი. და იყვნეს საზღვარნი ქალაქთა მათთანი ნათესავისაგან ეფრემისთა.
21 მისცეს მათ კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი შექემი, თავისი სანახებითურთ ეფრემის მთაზე, და გეზერი თავისი სანახებითურთ; 21 და მისცეს მათ ქალაქი შესავედრებელთა კაცისმკლველისაჲ: სჳქემი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაზერი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,
22

კიბცაიმი თავისი სანახებითურთ და ბეთ-ხორონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

22

და ბაკსემი ღა განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ზენა ბეთმონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.

23 დანის შტოდან: ელთეკე თავისი სანახებითურთ და გიბეთონი თავისი სანახებითურთ, 23 და ნათესავისაგან დანისისა ელთეკოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, გებეთონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, იალონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა,
24 აიალონი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი. 24 და გეთრემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.
25 მენაშეს შტოს ნახევრიდან: თაყანაქი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი. 25 მანასჱსისა - თანაქი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ბეთაანი და განკუთნებული მისი, ქალაქნი ორნი.
26

სულ ათი ქალაქი თავისი სანახებითურთ კაჰათის დანარჩენ შთამომავლთა საგვარეულოებს.

26 ყოველი ქალაქები ათი და განკუთნებული გარემოჲს მისსა ტომთა ძეთა კაათისთა დაშთომილთა.
27 გერშონის შთამომავლებს, ლევიანთა საგვარეულოს ხალხს, მისცეს მენაშეს შტოს ნახევრიდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში თავისი სანახებითურთ და ბეეშთერა თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი. 27 და ძეთა გესონისთა ლევიტელთა ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა ქალაქნი განკუთნებულნი კაცისმკლველთა, გოლანი ბასანიტიდს და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ბეესთენაჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქნი ორნი.
28 ისაქარის შტოდან: კიშიონი თავისი სანახებითურთ და დაბრათი თავისი სანახებითურთ, 28 და ნათესავისაგან იზაქარისთა კესიონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,
29 იარმუთი თავისი სანახებითურთ და ყენ-განიმი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი. 29 და იერმოთი და განკუთნებული გარემო მისსა, და წყაროჲ მწიგნობართა და განკუთნებული მისა, ქალაქი ოთხი.
30 აშერის შტოდან: მიშალი თავისი სანახებითურთ და ყაბდონი თავისი სანახებითურთ, 30 და ნათესავისაგან ასერისა მასაალი და განკუთნებული მისა და აბდონ და განკუთნებული მათი,
31 ხელკათი თავისი სანახებითურთ და რეხობი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი. 31 ქელკათ და განკუთნებული მათი, რაუბ და განკუთნებული მისა მიმართ, ქალაქი ოთხი.
32 ნაფთალის შტოდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი კედეში გალილეაში თავისი სანახებითურთ, ხამოთ-დორი თავისი სანახებითურთ და კართანი თავისი სანახებითურთ. 32 და ნათესავისაგან ნეფთალემისი ქალაქი განკუთნებული კაცისმკლველისათჳს კედესი გალილეას შინა და განკუთნებული გარემოჲს მისა, და აენმათდორი და განკუთნებული მათდა მიმართ, და ნოთმონი და განკუთნებული გარემო მისა, ქალაქები სამი.
33 სულ ცამეტი ქალაქი თავის სანახებითურთ გერშონელებს მათი საგვარეულოების მიხედვით. 33 ყოველი ქალაქები გესონისი ტომად-ტომად მათა ქალაქები ათცამეტი.
34

მერარიანთა საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს ზებულონის შტოდან იოკნეყამი თავისი სანახებითურთ და კართა თავისი სანახებითურთ.

34

და ტომთა ძეთა მერარისთა ლევიტელთა სხუათა ნათესავისაგან ძეთა ზაბულონისთა იეკნამი და გარემო სათესავი მისი, და დემნაჲ.

35 დიმნა თავისი სანახებითურთ და ნაჰალალი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი. 35 და გარემო სათესავი მისი, და კაროაჲ გარემო სათესავი მისი, და ნაალრონი და გარემო სათესველი მისი, ქალაქები ოთხი.
36 გადის შტოდან: კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ნაბოთი გალაადში თავისი სანახებითურთ და მახანაიმი თავისი სანახებითურთ, 36 და წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ნათესავისაგან რუბენისი ქალაქი შესავედრებელი კაცისმკლველთაჲ. ბოსორი უდაბნოსა ზედა მისურურისასა და გარემო სათესველნი მისნი,
37 ხეშბონი თავისი სანახებითურთ და იაყზერი თავისი სანახებითურთ - სულ ოთხი ქალაქი. 37 კედსონ და გარემოჲს სათესველი მისი, მასფე და გარემოჲს სათესველი მისი, ქალაქი ოთხი.
    38 ნათესავთა გაადისთა ქალაქი კაცისმკლველთათჳს რამოთ, გალდ და, გარემოჲს სათესველი მათი, მანაიმ და გარემოჲს სათესველი მისი,
    39 ესებონი და გარემოჲს სათესველი მისი, ოზერ და გარემოჲს სათესველი მისი, და იაზეირი და გარემოჲს სათესველნი მისნი. ყოველი ქალაქები ოთხი.
38 მერარის შთამომავლობას საგვარეულოების მიხედვით, ლევიანთა დანარჩენ საგვარეულოებებს, წალისყრით შეხვდათ სულ თორმეტი ქალაქი. 40 ყოველი ქალაქები ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა, რომელ დაშთომილ იყვნეს ნათესავისაგან ლევისნი. და იყვნეს საზღვრად ქალაქნი ათორმეტნი.
39 ისრაელიანთა სამკვიდრებელში ლევიანებს ეკუთვნოდათ სულ ორმოცდარვა ქალაქი თავისი სანახებითურთ. 41 ყოველი ქალაქები ლევიტელთა შორის სამკჳდრებელსა ძეთა ისრაჱლისათა იყო ორმეოცდარვა ქალაქი და გარემო სათესველი მისი გარემო ქალაქებსა ამას,
40 მათ ეკუთვნოდათ ეს ქალაქები, თითოეული ქალაქი თავისი გარეშემო სანახითურთ. ასე იყო ყოველი ქალაქისთვის. 42 ქალაქი და სათესველი გარემოჲს ქალაქსა ყოველსა ქალაქსა ამას, და დაასრულა ისო და ქუეყანა იგი განუყო საზღვრებსა შინა მისსა და სცეს ნაწილი ძეთა ისრაჱლისათა ისოს ბრძანებითა უფლისათა, სცეს მას ქალაქი, რომელცა ითხოვა, თამნასაქარი მისცეს მას მთასა ეფრემისასა. და აღაშენა ისო ქალაქი იგი და დაეშენა მას შინა და მოიხუნა ისო დანაკნი იგი ქვისანი, რომლითა წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი იშვნეს გზასა უდაბნოსა ზედა, და დასხნა იგინი თამნასაქარს შინა.
41 მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემასაც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. მათაც დაისაკუთრეს იგი და დამკვიდრდნენ იქ. 43 და მისცა უფალმან ისრაჱლსა ყოველი ქუეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა მიცემად მამათა მათთა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მას შინა.
42 მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა. 44 და განუსუენა მათ უფალმან გარემო, რამეთუ ეფუცა მამათა მათთა. არა ვინ წინა დაუდგა მათ ყოველთაგანი მტერთა მათთა. ყოველნი მტერნი მათნი მისცნა უფალმან ჴელთა მათთა, არა დააკლდა ყოველთაგან სიტყუათა კეთილთა, რომელ თქუა უფალმან ძეთა ზედა ისრაჱლისათა, ყოველი მოჴდა.
43 არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა.