ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თავი მოუყარა იესომ ისრაელის ყველა შტოს შექემში, დაიბარა ისრაელის უხუცესობა, მისი თავკაცები, მისი მსაჯულები, მისი ზედამხედველები და ისინიც წარდგნენ ღვთის წინაშე.

1

და შეკრიბნა ისო ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი სელომდ და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა და მთავართა მათთა და მწიგნობართა მათთა და მსაჯულთა მათთა და დადგეს წინაშე ღმრთისა.

2 უთხრა იესომ მთელს ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს. 2 და მიუგო ისო ყოველსა ერსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: წიაღ მდინარესა შენ იყუნეს მამანი თქუენნი პირველად: თარაჲ, მამაჲ აბრაჰამისი, და მამაჲ ნაქორისი და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა.
3 წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი. 3 და მოვიყუანე მამაჲ თქუენი აბრაჰამი წიაღ მდინარით და უძღოდე მას ყოველსა ქუეყანასა და განვამრავლე ნათესავი მისი.
4 მივეცი ისაკს იაკობი და ესავი; მივეცი ესავს სეყირის მთა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი თავისი შვილებითურთ ეგვიპტეში ჩავიდა. 4 და მივეც მას ისაკი, და ისაკს იაკობი და ესავი. და მივეც ესავსა მთაჲ სეირი სამკჳდრებელად მისა. და იაკობ და ძენი მისნი შთავიდეს ეგჳპტედ და იქმნნეს მუნ ნათესავად დიდად და მრავალ და ძლიერ, და ჰბრძოდეს მათ ეგჳპტელნი.
5 გავგზავნე მოსე და აარონი და ვგვემე ეგვიპტე სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში. მერე ამოვიყვანე ისინი. 5 და ვგუემე ეგჳპტელნი სასწაულითა და ნიშითა, რომელ ვყავ მათ შორის.
6 ამოვიყვანე ეგვიპტიდან თქვენი მამა-პაპა და მოადექით ზღვას; ედევნებოდნენ ეგვიპტელები თქვენს მამა-პაპას ეტლებითა და ცხენებით მეწამულ ზღვამდე. 6 შემდგომად გამოგიყვანნა თქუენ ეგჳპტით ზღუასა და დევნა-უყვეს უკუანა მამათა თქუენთა ეტლებითა და ჰუნებითა ზღუასა შინა ერჳთრასა.
7 შეჰღაღადეს უფალს და მანაც ჩამოაფინა უკუნი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა ვუყავი ეგვიპტელებს. მას მერე უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი ხანი. 7 და ღაღად-ვყავთ და მოავლინა ღრუბელი და ნისლი საშუვალ ჩუენსა და საშუვალ ეგჳპტელთასა. და მოაქცია მათ ზედა ზღუაჲ, დაფარნა იგინი და იხილეს თუალთა ჩუენთა, რავდენი უყო უფალმან ქუეყანასა ეგჳპტისასა. და ვიყვენით უდაბნოსა ზედა მრავალ დღე.
8 მიგიყვანეთ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. შეგებრძოლენ, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. თქვენ დაისაკუთრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენგან. 8 და მოგჳყვანნა ჩუენ ქუეყანასა ამორეველთასა, რომელ მკჳდრ იყვნეს წიაღ იორდანესა, და განგეწყუნეს თქუენ და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ მათი, და მოსრენით იგინი პირისაგან თქუენისა.
9 ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, და ბრძოლა გაუმართა ისრაელს და დაიბარა ბალაამი, ბეყორის ძე, თქვენს დასაწყევლად. 9 და აღდგა ბალაკ ზეფორისი, მეფე მოაბისაჲ, და ეწყო ისრაჱლსა. და მიავლინა და უწოდა ბალამს, ძესა ბეორისასა, წყევად თქუენდა.
10 მაგრამ მე არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ თქვენ. ასე გიხსენით მისი ხელიდან. 10 და არა ინება უფალმან ღმერთმან შენმან წარწყმედად შენდა და კურთხევით გაკურთხნა თქუენ და გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან მათისა და მოგცნა იგინი.
11 გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხონს. გაგიმართეს ბრძოლა იერიხონის პატრონებმა - ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშეველებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა. 11 და წიაღმოხუედით იორდანესა და მოხუედით იერიქოდ. და გბრძოდეს თქუენ მკჳდრნი იგი იერიქოჲსანი: ამორეველი, და ფერეზელი, და ქანანელი, და ქეტელი, და გერგესეველი, და ეველი და იებოსელი. და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა.
12

კრაზანები გავუშვი თქვენს წინ და მათ გარეკეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე, არა მახვილით და არა მშვილდით.

12

და მიუვლინა პირველად თქუენსა ბზიკი და განასხნა იგინი პირისაგან ჩუენისა, ათორმეტნი მეფენი, პირისაგან ჩუენისა მრავალნი არა მახჳლითა შენითა, არცა მშჳლდითა შენითა.

13 მოგეცით მიწა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ, მაგრამ ცხოვრობთ იქ. საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ. 13 და მოგცა თქუენ ქუეყანა, რომელსა ზედა არა დამაშურალ იყვენით, და ქალაქები, რომელ არა გეშენა, დაეშენენით მათ შინა, და ვენაჴები და ზეთისხილოვანები, რომელ არა დაჰნერგეთ თქუენ, და სჭამთ.
14 მაშ, გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს. 14 და აწ გეშინოდეს თქუენ უფლისაგან და ჰმსახურებდით მას სიწრფოებით და სამართლით, და განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელთა-იგი ჰმსახურებდეს მამანი იგი თქუენნი წიაღ იორდანესა და ეგჳპტესა შინა; და ჰმსახურებდით უფალსა,
15 თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, ვისაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით. 15 უკუეთუ გთნავს თქუენ მსახურებად უფლისა, ირჩიეთ თქუენ დღეს, რომელთა ჰმსახურებდეთ, გინა თუ ღმერთთა მამათა თქუენთასა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, გინათუ ღმერთთა ამორეველთა, რომელთა თანა შენ ხართ ქუეყანასა ზედა მათსა, ხოლო მე და სახლი ჩემი ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ. წმიდა არს.
16 პასუხად ეს უთხრა ერმა: არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური. 16 და მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ნუ იყოფინ ჩუენდა დატევებად უფლისა, რათამცა ვჰმსახურებდით ჩუენ ღმერთთა უცხოთა.
17 რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ეს დიადი სასწაულები ჩვენს თვალწინ, ის გვიფარავდა მთელს გზაზე, სადაც დავდიოდით, და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გაგვივლია. 17 რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი არს და მან აღგჳყვანნა ჩუენ და მამანი ჩუენნი ქუეყანით ეგჳპტით სახლით მონებისაჲთ და გჳყო ჩუენ სასწაული დიდ-დიდი და დაგჳცვნა ჩუენ ყოველსა გზასა, რომელსა ვიდოდეთ მას შინა და შორის ყოველთა ნათესავთა, რომელთა თანა წარვიდოდეთ მათ.
18 განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ჩვენი ღმერთია ის. 18 და განასხნა უფალმან ამორეველნი და ყოველნი ნათესავნი, რომელ მკჳდრ იყვნეს ქუეყანასა ზედა პირისაგან ჩუენისა, არამედ ჩუენცა ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი.
19 უთხრა იესომ ერს: ვერ შეძლებთ უფლის სამსახურს, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს. 19 და ჰრქუა ისო ერსა მას: ვერ უძლოთ მსახურებად უფლისა, რამეთუ ღმერთი წმიდა არს და აღიშუროს ამან და არა გილხინოს ცოდვათა თქუენთა და უშჯულოებათა თქუენთა,
20 თუ მიატოვებთ უფალს და უცხოთა ღმერთების სამსახურს შეუდგებით, უბედურებას დაგათევთ თავს უფალი. ბოლოს მოგიღებთ მას შემდეგ, რაც ამდენი სიკეთე გიყოთ. 20 რაჟამს დაუტეოთ უფალი და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა, და მოვიდეს და ბოროტი გიყოს თქუენ და მოგსრნეს თქუენ მის წილ, რამეთუ კეთილი გიყო თქუენ.
21 უთხრა ერმა იესოს: არა, უფალს გვინდა ვემსახუროთ. 21 და ჰრქუა ერმან მან ისოს: არამედ უფალსა ვჰმსახურებდეთ!
22 უთხრა იესომ ერს: თქვენვე იყავით თქვენი თავის მოწმენი, რომ უფლის სამსახურს ირჩევთ. მიუგეს: მოწმენი ვართ. 22 და ჰრქუა ისო ერსა მას: მოწამე ხართ თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ თქუენ გამოირჩიეთ უფალი მსახურებად მისა!
23 მაშ, უარყავით უცხოთა ღმერთები, თქვენს შორის რომ არიან, და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისკენ. 23

და აწ განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელ არიან, და წრფელ-ჰყვენით გულნი თქუენნი უფლისა მიმართ ისრაჱლისა.

24

უთხრა ერმა იესოს: უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.

24 და ჰრქუა ერმან მან ისოს: უფალსა ვჰმსახურებდეთ და ჴმისა მისისა ვისმინოთ.
25 დადო იესომ აღთქმა ერთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში. 25 დადვა ისო აღთქუმაჲ ერისა მიმართ მას დღესა შინა და მისცა მათ შჯული და სამართალი სელომს შინა წინაშე კარავსა ღმრთისა ისრაჱლისასა.
26 ჩასწერა იესომ ეს სიტყვები საღვთო რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა. 26 დაწერნა სიტყუანი ესე წიგნსა შჯულისა ღმრთისასა: და მოიღო ქვაჲ დიდი და დადგა იგი ისო ბელეკუნსა ქუეშე წინაშე ღმრთისა.
27 უთხრა იესომ მთელს ერს: აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი. 27 და ჰრქუა ისო ერსა მას: აჰა, ესერა, ქვაჲ ესე იყავნ თქუენდა საწამებელად, რამეთუ ამას ესმნეს ყოველნი თქუმულნი უფლისა მიერ, რავდენნი თქუნა თქუენდამო დღეს. და ესე იყოს თქუენ შორის საწამებელად აღსასრულთა დღეთა, რაჟამს ეცრუვნეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.
28 გაისტუმრა იესომ ერი, თითოეული თავის სამკვიდროში. 28 და წარავლინა ისო ერი იგი კაცად-კაცადი ადგილად თჳსა.
29 ამ ამბების შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა. 29 და ჰმსახურებდა ისრაჱლი უფალსა ყოველთა დღეთა ისოსთა და ყოველთა დღეთა მოხუცებულთა, რომელთა ჟამნი მიაწინეს ისოს თანა, და რომელთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი, რომელ ქმნა შორის ისრაჱლსა.
30 დამარხეს იგი თავისი სამკვიდროს საზღვარში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით. 30 და შემდგომად ამათსა მოკუდა ისო ნავესი, მონაჲ უფლისა, ასდაათ წლისა.
31 ემსახურებოდა უფალს ისრაელი იესოს დროს და უხუცესთა დროს, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა. 31 დაჰფლეს იგი საზღვართა შინა ნაწილისა მისისათა თამნასაქარს შინა, მთასა ეფრემისსა, ჩრდილოთ მთასა გალადსა. და მუნ დასხნეს მის თანა სამარესა მას, რომელსა დაჰფლნეს იგინი მუნ, დანაკი ქვისანი, რომლითა-იგი წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა, რაჟამს გამოიყვანა იგინი ეგჳპტით, ვითარცა უბრძანა უფალმან მან, არიან მოდღენდელად დღემდე.
32 იოსების ძვლები, ისრაელიანებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დამარხეს შექემში, ყანაში, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს ას კესიტად შექემის მამის, ხამორის შთამომავალთაგან და რომელიც იოსებიანთა სამკვიდროში მოხვდა. 32 და ძუალნი იოსებისნი გამოიხუნეს ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით და დაჰფლნეს იგინი სიკიმას შინა ნაწილსა მას აგარაკისასა, რომელ მოიგო იაკობ ამორეველთაგან, რომელ იყვნეს სიკიმას შინა, ასითა ტარიგითა და მისცა იგი იოსებს ნაწილად.
33 მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე და დამარხეს იგი ფინხასის, მისი ძის, ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეკუთვნა მას. 33 და იყო, შემდგომად ამისსა ელიაზარცა, ძე აჰრონისი, მღდელი აღესრულა და დაეფლა გაბაარს შინა ფინეზის, ძისა თჳსისა, რომელ მისცა მას მთასა მას ეფრემისასა. მას დღესა შინა მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა კიდობანი შჯულისა ღმრთისა და მიმოდააქუნდა მათ შორის. და ფინეეზ მღდელობდა ელიაზარის წილ მამისა თჳსისა ვიდრე მოსიკუდიმდე. და დაეფლა გაბაათს შინა თჳსსავე, ხოლო ძენი ისრაჱლისნი წარვიდეს კაცად-კაცადი ადგილად თჳსა და ქალაქად თჳსა. და ჰმსახურებდეს ძენი ისრაჱლისნი ასტარტეს და ასტაროთს ღმერთთა წარმართთასა, რომელ იყვნეს გარემოჲს მათსა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ეგლომისა მეფისა მოაბისათა და ეუფლა მათ ათურამეტ წელ.