ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთაში და ბარში, დიდი ზღვის მთელს სანაპიროზე, ლიბანის პირდაპირ - ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსელებმა, |
1 |
და ვითარ ესმა ყოველთა მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, და რომელ იყუნეს მთათა და ველთა, და რომელ იყვნეს ყოველსა კიდესა ზღჳსა დიდისასა, და რომელ იყვნეს წინალიბანესა და ქეტელთა, და ამორეველთა და გერგესეველთა და ქანანელთა და ფერეზელთა და ეველთა და იებოსელთა. |
2 | ერთად შეიყარნენ, რომ ერთ პირზე მდგარნი შებრძოლებოდნენ იესოს და ისრაელს. | 2 | შეკრბეს ერთბამად ბრძოლად ისოსა და ისრაჱლისა თანად ყოველნი. |
3 | გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის, | 3 | და მკჳდრთა გაბაონისათა ესმა ყოველი, რავდენი უყო უფალმან იერიქოსა და გაის. |
4 | და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები. | 4 | და ყვეს მათცა ზაკუვით, და მოვიდეს და იმზადეს საგზალი. და მოიღეს თხიერები ძუელები და აღიკიდეს ზურგებსა მათსა და ღჳნოჲ თხიერებითა ძუელითა და დახეთქილებითა, |
5 | ფეხსაცმელიც ძველი და დაკერებული ეცვათ ფეხზე და სამოსელიც ძველი ემოსათ, პურიც, მათი საგზალი, გამხმარი და დაობებული იყო. | 5 | და სადგმელი ჴამლთა მათთა და სანდალნი მათნი დაძუელებულ და დაბებკულ იყვნეს ფერჴთა შინა მათთა. და სამოსელი მათი დაძუელებულ იყო მათ ზედა და პური საგზლისა მათისა განჴმელ იყო და დამღილულ. |
6 | მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელს ისრაელობას: შორი ქვეყნიდან მოვედით, და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ. | 6 | და მოვიდეს ისოსსა, ბანაკსა ისრაჱლისასა გალგალად და ჰრქუეს ისოს და ყოველსა ისრაჱლსა: ქუეყანით შორით მოვალთ და აწ ყავ ჩუენდამო აღთქუმაჲ, და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა ქორეველსა: |
7 | უთხრა ისრაელმა ხივიელს: იქნებ ჩემს ახლოს ცხოვრობ? როგორ დაგიდო აღთქმა? | 7 | იგულე, ნუუკუე ჩემ შორის შენ ხარ, და ვითარ დავდვა შენ თანა აღთქუმაჲ? |
8 | უთხრეს იესოს: შენი მორჩილები ვართ. მიუგო მათ იესომ: ვინა ხართ და საიდან მოხვედით? | 8 | და ჰრქუეს ისოს: მონანი შენნი ვართ. და ჰრქუა მათ ისო: ვინანი ხართ და ვინა მოსრულ ხართ? |
9 | მიუგეს: ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა, | 9 | და ჰრქუეს მას: ქუეყანით შორით მოსრულ ვართ, მონანი შენნი სახელითა უფლისა ღმრთისა შენისათა, რამეთუ გუესმა სახელი მისი და რავდენი უყო ეგჳპტესა. |
10 |
ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს, და ყოგს, ბაშანის მეფეს, ყაშთაროთელს. |
10 |
და რავდენი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა სეონს, მეფესა ესებონისასა, და ოგ მეფესა ბასანისასა, რომელ მკჳდრ იყო ასტაროდს შინა და ედრაინს. |
11 | გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მკვიდრებმა: აიღეთ საგზალი, წადით და შეხვდით მათ, უთხარით, თქვენი მორჩილნი ვართ და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ-თქო. | 11 | და გურქუეს ჩუენ მოხუცებულთა ჩუენთა. და ყოველთა მკჳდრთა მოხუცებულთა ქუეყანისა ჩუენისათა თქუეს: აღიღეთ თქუენდა საგზალი გზად, წარვედით და მიეგებვოდეთ მათ და არქუთ მათ: მონანი თქუენნი ვართ, და აწ აღთქუმა-ყავ ჩუენდა მომართ. |
12 | ჯერ კიდევ თბილი იყო ეს ჩვენი პური, როცა სახლიდან საგზლად წამოვიღეთ და თქვენსკენ წამოვედით. ახლა, ხომ ხედავთ, გამხმარია და დაობებული. | 12 | რამეთუ ესე პური ტფილი გამოგუცეს ჩუენ თანა დღესა მას, რომელსა გამოვედით მოსლვად თქუენდა, აწ განჴმეს და დამღილულ იქმნნეს. |
13 | ეს ღვინის ტიკებიც, ახლები რომ ავავსეთ, დახეულია; ეს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც გაგვეცვითა შორ გზაზე. | 13 | და ესე თხიერები, რომელ ღჳნით გუევსო, ახლები იყო და, ესე, განხეთქილ არიან და სამოსელი ჩუენი დაძუელებულ არს გზისაგან დიდისა ფრიადისა |
14 | გამოართვეს ისრაელიანებმა საგზალი, ისე რომ არც დაკითხვიან უფლის ბაგეს. | 14 | და მოიღეს მთავართა საგზალი მათი და უფალსა არა ჰკითხეს. |
15 | ზავი შეკრა მათთან იესომ და აღთქმა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა მათ. ფიცით შეფიცეს საზოგადოების თავკაცებმაც. | 15 | და ყო ისო მათა მიმართ მშჳდობაჲ და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ განრინებად მათა და ეფუცნეს მათ მთავარნი კრებულისანი. |
16 | სამი დღე რომ გავიდა აღთქმის დადებიდან, შეიტყვეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს სახლებულან. | 16 | და იყო, მესამესა დღესა შემდგომად აღთქუმისა მის მათა მიმართ ესმა, ვითარმედ მახლობელ არიან მათა და შორის მათსა შენ არიან. |
17 | დაიძრნენ ისრაელიანები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს. მათი ქალაქები იყო: გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი. | 17 | და აღდგენ ძენი ისრაჱლისანი და მივიდვეს ქალაქებსა მათსა. ხოლო ქალაქები მათი არს გაბაონი და კეფირაჲ, და ბეთორი და ქალაქი იარიმი. |
18 | არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული საზოგადოების თავკაცებს. აუმხედრდა თავკაცებს მთელი საზოგადოება. | 18 | და არა ლალვიდეს მათ ძენი ისრაჱლისანი, რამეთუ ეფუცნეს მათ ყოველნი მთავარნი კრებულისანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. და დრტჳნვიდა ყოველი კრებული იგი მთავართათჳს. |
19 |
უთხრეს თავკაცებმა მთელს საზოგადოებას: უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ მათ. ახლა მათი ხელის ხლებაც არ შეგვიძლია. |
19 |
და ჰრქუეს ყოველთა მათ მთავართა ყოველსა კრებულსა: ჩუენ ვეფუცენით მათ უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. |
20 | ასე მოვექცეთ მათ: ცოცხლები დავტოვოთ, რათა არ დაგვატყვდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ. | 20 | და აწ ვერ შეძლებელ ვართ ჴელსა შეხებად მათა, რამეთუ ესე ჰყოთ, დაიცვნეთ იგინი და განვარინნეთ იგინი და არა იყოს ჩვენ ზედა რისხვაჲ ფიცისა მისთჳს, რომელ ვეფუცენით მათ, და ცხონდენ. |
21 | უთხრეს მათ თავკაცებმა: იცოცხლონ. ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად დაუდგნენ ისინი მთელს საზოგადოებას, როგორც გადაუწყვიტეს მათ თავკაცებაა. | 21 | და იყვნენ იგინი მრეშველ და მერწყულე ყოველსა ამას კრებულსა. და ყო ეგრე ყოველმან კრებულმან, ვითარცა ჰრქუეს მათ მთავართა. |
22 | დაიბარა ისინი იესომ და ასე ელაპარაკა მათ: რატომ მოგვატყუეთ, ძალიან შორსა ვართო თქვენგან, ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ. | 22 | და შეკრიბნა იგინი ისო და ჰრქუა მათ: რად შეურაცხ-მყავთ მე და სთქუთ, ვითარმედ: შორს ვართ შენგან ფრიად და თქუენ მსოფლელ ხართ, რომელნი დამკჳდრებულ ხართ ჩუენ შორის? |
23 | დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი! | 23 | და აწ წყეულ იყვნეთ, არა მოგაკლდეს თქუენგან მონა მრეშუველი და მერწყული ჩემდა და ღმრთისა ჩემისა. |
24 | მიუგეს იესოს და უთხრეს: გაგებული ჰქონდათ თქვენს მორჩილთ, რაც გამოუცხადა შენმა ღმერთმა მოსეს, თავის მორჩილს, რიამ თქვენ მოგცემდათ მთელს ამ ქვეყანას და გადააშენებდა ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს თქვენს წინაშე. დიდად შეგვეშინდა თქვენი და ამიტომაც მოვიქეცით ასე. | 24 | და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: რამეთუ თხრობით მოგუეთხრა ჩუენ, რავდენი უბრძანა უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსეს, მონასა თჳსსა, მიცემად თქუენდა ქუეყანაჲ ესე და მოსპოლვად ჩუენდა ყოველნი მკჳდრნი მისნი პირისაგან თქუენისა. და შეგუეშინა ჩუენ თავთა ჩუენთათჳს ფრიად და პირისაგან თქუენისა და ვქმენით საქმე ესე. |
25 | აჰა, შენს ხელთა ვართ ახლა. როგორც გიჯობდეს და სამართლიანად მიგაჩნდეს, ისე მოგვექეცი. | 25 | და აწ ჩუენ, ესერა, ჴელთა შინა თქუენა ვართ. ვითარცა გთნავს და ვითარცა გნებავს ყოფად ჩუენდა, გჳყავთ. |
26 | ასე მოექცა იესო: დაიფარა ისინი ისრაელიანთაგან და ვერ დახოცეს. | 26 | და ყო მათთჳს ესრე და განარინნა იგინი ისო მას დღესა შინა ჴელთაგან ძეთა ისრაჱლისათა და არა მოსრნეს იგინი. |
27 | დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს უფლის მიერ არჩეულ ადგილას, დღევანდლამდე. | 27 | და დაადგინნა იგინი ისო მას დღესა შინა მრეშუელად და მერწყულად ყოვლისა კრებულისა და საკურთხეველისა ღმრთისა. ამისთჳს იქმნენ მკჳდრნი გაბაონისანი მრეშუელ და მერწყულ საკურთხეველისა ღმრთისა მოდღენდელად დღედმდე. და ადგილსა, რომელსა გამოირჩია უფალმან. |