ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი. |
1 |
უღელი ზაკული საძაგელ არს წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი სიმართლისა სათნო არს მისსა. |
2 | ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა. | 2 | სადა შევიდეს გინებაჲ, მუნცა უპატიოებაჲ, ხოლო პირი ბრძენთა იწურთიდეს სიბრძნესა. |
3 | წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება. | 3 | სიმართლე უძღოდის მართალთა მათ და დაბრკოლებამან თავისმოთნენი დაამჴუნის. |
4 | არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან. | 4 | არად სარგებელ-ეყოს მონაგები დღესა რისხვისასა, ხოლო სიმართლემან იჴსნეს სიკუდილისაგან. (მოკუდა მართალი და დაუშთა სინანული. ხოლო ჴელთ-დებაჲ და მოსაცხრომელ იქმნეს უღმრთოთა წარწყმედა). |
5 | უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა. | 5 | ხოლო სიმართლემან უბიწოსამან წარიმართმეს გზანი, ხოლო უღმრთოებაჲ დაეტეოს ცრუთა ზედა. |
6 | გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან. | 6 | სიმართლემან კაცთა მართალთამან იჴსნნეს იგინი, ხოლო უღმრთოებითა თჳსითა მოისრვიან უშჯულონი. |
7 | ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია. | 7 | აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოებაჲ, ხოლო სიქადული უღმრთოთა მოისპოს. |
8 | მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს. | 8 | მართალი მჴეცისაგან განერეს და მის წილ მიეცეს უღმრთოჲ. |
9 | პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან. | 9 | პირსა უღმრთოთასა საფრჴე მოქალაქეთა, ხოლო ცნობამან მართლისამან განაგის იგი. |
10 | მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს. | 10 | მართალმან კეთილსა შინა წარჰმართოს ქალაქი და წარწყმედა უღმრთისა სიხარული. |
11 | წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა. | 11 | კურთხევითა წრფელთათა აღემართოს ქალაქი, ხოლო პირითა უღმრთოთათა დაიქცეს. |
12 |
ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია. |
12 |
შეურაცხ-ყვნის მოქალაქენი ნაკლულევანმან გონებითა, ხოლო კაცი გონიერი მყუდროებით იქცევინ. |
13 | ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას. | 13 | კაცი ორენა განაცხადებს მოყუსისა ხუაშიადსა, ხოლო სარწმუნომან დაფაროს იგი. |
14 | თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი, რიცხვმრავალ მრჩევლებში კი გადარჩება. | 14 | რომელთა არა აქუნდეს განკარგვა, დაცჳვეს ვითარცა ფურცელი, ხოლო ცხორება არა იპოოს მრავალთა განმზრახთა თანა. |
15 | ვინც უცხოს თავდებად უდგება, ბოროტებას გადავყრვბა, ხოლო ვისაც თავდებობა სძულს, უსაფრთხოდ არის. | 15 | ბოროტი ცდილობს, ბოროტი სადა შეამთხვიოს მართალსა და სძულან ჴმანი კეთილნი. |
16 | მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ. | 16 | უღონონი მცირედ მდიდარ იქმნებიან, ხოლო მჴნეთა დაიმკვიდრონ სიმდიდრე. |
17 | მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს. | 17 | სულსა თჳსსა კეთილი უყვის კაცმან მოწყალემან, ხოლო განხრწნის ჴორცნი თჳსნი უწყალომან. |
18 | ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი ჯილდოს ღებულობს. | 18 | უღმრთომან ქმნის საქმე სიცრუვისა, ხოლო თესლი მართალთა სასყიდელი ჭეშმარიტებისა. |
19 | სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება. | 19 | შვილი მართალი იშვის ცხორებად, ხოლო დევნულებაჲ უღმრთოთა სიკუდიდ. |
20 | გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის. | 20 | საძაგელ უფლისა გულარძნილნი გზანი; შეწყნარებულ მისსა ყოველნი უბიწონი, |
21 | იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება. | 21 | რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უტანჯველ იყოს; ხოლო, რომელი სთესვიდეს სიმართლესა, მოიღოს სასყიდელი სარწმუნო. |
22 |
გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე. |
22 |
ვითარცა საყური ყელსა ღორისასა - დედაკაცსა სახებოროტსა - სიკეთე. |
23 | მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა. | 23 | გულისთქუმაჲ მართლისაჲ ყოველივე კეთილ, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს. |
24 | ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია. | 24 | არიან, რომელნი თესლსა სთესვენ და უფროჲსსა შეიკრებენ, და არიან, რომელნი შეიკრებენ სხუათასა და მოაკლდების. |
25 | ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება. | 25 | სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ. |
26 | ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა. | 26 | რომელმან შეიკრძალოს იფქლი, დაუშთის იგი წარმართთა, და რომელნი ძნელად ჰყოფდენ იფქლსა, ერის წყეულ იყავნ, ხოლო კურთხევაჲ უფლისაჲ თავსა ზედა უხჳსასა. |
27 | ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა. | 27 | რომელი იქმოდის კეთილსა, ეძიებს მადლსა კეთილსა, ხოლო რომელი გამოეძიებს ბოროტსა, ეწიოს მასვე. |
28 | თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან. | 28 | რომელი ესვიდეს სიმდიდრესა, დაეცეს, ხოლო, რომელი ეწეოდის მართალსა, იგი განბრწყინდეს. |
29 | თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი გულბრძენის მორჩილია. | 29 | რომელი არა შეეზავებოდის სახლსა თჳსსა, მან დაიმკჳდრნეს ქარნი, და ჰმონებდეს უგუნური ბრძენსა. |
30 | მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს იზიდავს. | 30 | ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდეს ხე ცხორებისა; მიეხუნენ უჟამოსა სულნი უშჯულოთანი. |
31 | თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს ბოროტეულს და ცოდვილს. | 31 | უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღამე იპოოს? |