ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს. |
1 |
შვილი გონიერი რჩეული არს მამისა, ხოლო ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს. |
2 | კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა სული კი - ბოროტებას. | 2 | ნაყოფისაგან სიმართლისა ჭამდეს შვილი სახიერი, ხოლო სულნი უშჯულოთანი მოისრნენ უჟამოსა. |
3 | პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის. | 3 | რომელი ეკრძალებოდის პირსა თჳსსა, დაიცვას სული თჳსი; ხოლო წარმდებმან ბაგითა შეაძრწუნოს თავი თჳსი. |
4 | ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან. | 4 | გულისთქუმათა შინა არს ყოველი უქმი, ხოლო ჴელნი მჴნეთანი მოღუაწებათა შინა. |
5 | მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება, ბოროტეული კი უნამუსოდ იქცევა და თავს ირცხვენს. | 5 | სიტყუაჲ ცილისა სძულს მართალსა, ხოლო უღმრთოსა ჰრცხუენეს და არა ეცეს კადნიერებაჲ. |
6 | სიმართლე იფარავს უმწიკვლო გზით მავალს, ცოდვილს კი სიბოროტე ღუპავს. | 6 | სიმართლემან დაიცვნის უმანკონი სლვასა შინა, ხოლო უღმრთონი განაქიქნის ცოდვამან. |
7 | ზოგიერთს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია; სხვას ღარიბად მოაქვს თავი, მაგრამ დიდძალი დოვლათი აქვს. | 7 | არიან, რომელნი მდიდრად გამოაჩინებენ თავთა თჳსთა და არა რაჲ აქუნ, და არიან, რომელთა დაიმდაბლიან თავნი თჳსნი მრავალსა შინა სიმდიდრესა. |
8 | კაცი თავის სიცოცხლეს თავისი ქონებით გამოისყიდის, უპოვარს კი არ ესმის შეგონება. | 8 | საჴსარ სულისა კაცისა თჳსი სიმდიდრე; ხოლო გლახაკმან ვერ დაუთმოს რისხვასა. |
9 | მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება. | 9 | ნათელი მრავალთა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთა დაშრტეს; სულნი მზაკვარნი შესცთენ ცოდვასა შინა, ხოლო მართალთა ეწყალინ და სწყალობნ. |
10 | მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა. | 10 | უგუნური იქმს მტერობით ბოროტსა, ხოლო სიმართლისა მზრახველი თავით თვისით ბრძენ არნ. |
11 | ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი კი აბევრებს. | 11 | სიმდიდრე უშჯულოებით შეკრებული მოაკლდეს, ხოლო სარწმუნოებით შემყარებულნი განუმრავლებენ თავთა თვისთა; მართალი დგეს სასოებით, ეწყალინ და ავასხის. |
12 | ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა. | 12 | რომელი შეეწიოს გლახაკსა, გულკეთილ-ჰყოფს და სასოდ აღადგენს. |
13 | ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება; მცნების მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს. | 13 | შეურაცხის-მყოფელნი შეურაცხ იქმნენ, და რომელთა ეშინის მცნებისა ღმრთისა, ლხინებულ იყოს; ძესა მზაკვარსა ნუ რამე კეთილი იყოს, ხოლო მონასა ბრძენსა განემარჯოს საქმენი და წარემართნეს გზანი მისნი. |
14 |
ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი. |
14 |
შჯული ბრძნისა წყარო არს ცხოვრებისა, ხოლო უმეცარი საბრჴითა მოკვდეს. |
15 | კეთილი გონება წყალობის მომცემია, მოღალატეთა ხვედრი კი - სასტიკი. | 15 | სიბრძნემან კეთილმან მოსცის მადლი, და მეცნიერებამან შჯულისამან - გონება კეთილი, ხოლო გზა შეურაცხის-მყოფელთა წარწყმდეს. |
16 | ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს. | 16 | ყოველნი მოჰაზრენი იქმენ სიბრძნითა, ხოლო უმეცართა განახვნეს სიბოროტენი თვისნი. |
17 | ბოროტეულის მაცნე ჭირში ჩავარდება, ხოლო ჭეშმარიტ მახარობელს განკურნება მოაქვს. | 17 | მეფე ამპარტავანი შთავარდების მახესა, ხოლო ანგელოზმან ბრძენმან გამოიჴსნას იგი. |
18 | დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება. | 18 | სიგლახაკე და შეურაცხება წარდევნოს წვრთილებამან, ხოლო რომელმან დაიმარხოს მხილება, დიდებულ იქმნეს. |
19 | ასრულებული ნატვრა სულისთვის ტკბილია, ბრიყვთათვის კი ბოროტებისგან განრიდება საძულველია. | 19 | გულისთქუმანი ღმრთისმსახურთანი დაატკბობენ სულსა, ხოლო საქმენი უღმრთოთანი შორს არიან მეცნიერებისაგან. |
20 | ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება. | 20 | რომელი თანაუვიდოდის ბრძენთა, ბრძენ იყოს, ხოლო რომელი თანაგურიობდეს უგუნურთა - საცნაურ იყოს. |
21 | ცოდვილებს უბედურება თანა სდევს, ხოლო მართალთ სიკეთით გადახდებათ. | 21 | რომელნი ცოდვიდენ, უკუანა სდევდეს ბოროტი, ხოლო მართალთა ეწიოს კეთილი. |
22 | კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება. | 22 | სახიერმან კაცმან დაიმკჳდრნის შვილისშვილნი, ხოლო დაეუნჯოს მართალთა სიმდიდრე უღმრთოთა; |
23 | ღარიბ-ღატაკის ხოდაბუნში უხვი საზრდოა, მაგრამ ზოგჯერ უსამართლობით იღუპება. | 23 | მართალთა დაყუნენ სიმდიდრესა შინა წელნი მრავალნი, ხოლო ცრუნი იგი მსწრაფლ წარწყმდენ. |
24 | ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის. | 24 | რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თჳსსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ სწავლინ. |
25 | მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება. | 25 |