ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში. |
1 |
უმჯობეს არს ლუკმა ერთი ტკბილი სიმშვიდით უფროს, ვიდრეღა სახლსა სავსესა სანოვაგეთა, და შფოთითა. |
2 | გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს. | 2 | მონა ბრძენი დაიპყრობს უფალსა უგულისხმოსა და, ვითარცა ძმანი, მიიღებნ ნაწილთა. |
3 | ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია. | 3 | ვითარცა გამოსცადნის ვეცხლი და ოქრო ბრძმედმან, ეგრეთვე იცნის ღმერთმან გულნი კაცთანი. |
4 | ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს. | 4 | ძჳრი მორჩილ არს ენისა ცრუჲსა, ხოლო მართალი არა მიხედავს ბაგეთა მტყუართა. |
5 | ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება. | 5 | რომელმან განკიცხოს გლახაკი, განარისხებს შემოქმედსა მისსა, ხოლო, რომელი იხარებდეს შეჭირვებასა ზედა სხვისასა, მას მიუვლინოს ღმერთმან. |
6 | მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია. | 6 | გვირგვინი მოხუცებულისა არს შვილისშვილი; ხოლო ქება შვილთა მამა მათი. მორწმუნეთათვის ქვეყანა უნჯ არს, ხოლო ურწმუნოთათვის არცაღა ფოლი ერთი. |
7 | უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს ყალბი სიტყვები. | 7 | არა შვენის უგუნურსა ბაგენი მართალი და არცა მართალსა ბაგენი ცრუნი. |
8 | ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება. | 8 | უსასყიდლო მადლი არს წურთილება და, რომელნი ვლენან მაზედ, წარემართოს. |
9 | დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს. | 9 | რომელმან დაფაროს ბოროტი სხვისა, განამრავლებს მეგობრობასა, ხოლო, რომელმან განაცხადოს, დაჴსნის მშვიდობასა. |
10 | გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა. | 10 | ტუქსვამან შემუსრის გულნი ბრძენთანი, ხოლო უგულისხმონი პატიჟმან ვერ მოაქცივნის. |
11 | უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება. | 11 | მჴდომმან აღადგინნის ყოველი ბოროტი და უფალმან მოუვლინის ანგელოზი უწყალო. |
12 | უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით. | 12 | ზრუნვა კაცისა ბრძნისა მოიგებს კეთილსა, ხოლო უგუნური იგონებს ბოროტსა. |
13 | სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა. | 13 | რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არ მოაკლდეს სახლსა მისსა ძვირი. |
14 | დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა. | 14 | რომელმან მიუშვას წყალი დინებად, დამწყებელი არს შფოთისა, ხოლო პირველ გონებისა პყრობადმდე ბრძანებანი ლტოლვილ იქმნეს. |
15 |
ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე. |
15 |
რომელმან შერაცხოს კეთილი ბოროტად და ბოროტი კეთილად, ორნივე საძაგელ იყოს წინაშე უფლისა. |
16 | ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს? | 16 | რა სარგებელ არს უგუნურთათვის საუნჯე ფრიადი, ვინათგან ვერა მიჴდეს სიბრძნესა მცირესა. |
17 | მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება. | 17 | ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, ამისთჳსცა იშვნიან. |
18 | უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება. | 18 | კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რაჟამს თავს-იდებნ თავს-დებასა თჳსთა მეგობართასა, |
19 | ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს. | 19 | ხოლო ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ, |
20 | გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება. | 20 | ხოლო გულფიცხელი არა შეემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეოდის ენითა თჳსითა, შევარდეს იგი ძჳრსა. |
21 | ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს. | 21 | გული უგუნურთა სალმობაჲ მომგებელისა თჳსისაჲ; არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა უსწავლელსა; ხოლო შვილმან ბრძენმან მხიარულ-ყვის დედაჲ თჳსი. |
22 | მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს. | 22 | გულმან მხიარულმან კეთილ და ბრწყინვალე ქმნის, ხოლო კაცისა მწუხარისაგან ჴმებიან ძუალნი. |
23 | ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს. | 23 | რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი, რამეთუ გარდაჰგულარძნის გზანი სიმართლისანი. |
24 | გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება. | 24 | პირი კაცისა გულისჴმის-მყოფელისა ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურთანი კიდეთა ქუეყანისათა. |
25 | ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი. | 25 | |
26 | არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის. | 26 | ზღუევაჲ კაცისა მართლისა არა კეთილ არს, არცა ღირს ძჳრისხრახვაჲ ძლიერთა მართალთათჳს. |
27 | მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია. | 27 | რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერ არს და სულგრძელ კაცი ბრძენ. |
28 | მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული - ჭკვიანად. | 28 | ჰკითხეს რაჲმე უგუნურსა სიბრძნე, სიბრძნედ შეირაცხის, რამეთუ გონებაჲ მოკჳრნედ თავი თჳსი ყო და ჰგონია, ვითარმედ ბრძენ არს. |