ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თავკერძა კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება. |
1 |
მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშორებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს. |
2 | ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს. | 2 | არა რაჲ უჴმს სიბრძნე ნაკლულევანსა გონებითა, რამეთუ უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა. |
3 | ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა-გინებას კი - სირცხვილი. | 3 | რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ. |
4 | კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი - მოჩუხჩუხე ნაკადული. | 4 | წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე გამომცენარე წყაროჲ სიბრძნისაჲ. |
5 | არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე. | 5 | თუალ-ღებაჲ უღმრთოჲსა არა კეთილ, არცა ღირს განდრეკად სამართალისა საშჯელსა შინა. |
6 | ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს. | 6 | ბაგენი უგუნურთანი მოიწევენ ბოროტსა და პირი მისი უთმინო მოიზიდავს სიკუდილსა. |
7 | ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე მახეა. | 7 | პირი უგუნურისა შემმუსრველ მისდავე და ბაგენი მისნი საბრჴე სულისა მისისა. |
8 | ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს. | 8 | სიტყუანი ორენათანი თუცა წრფელ, შთამჭრელ სწრაფ, მუცელთა შინა მცონარსა ერევინ შიში, სულთა ლირწთასა შიოდისყე. |
9 | საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა. | 9 | რომელთა არა განიკურნონ სული თჳსი, საქმეთაგან თჳსთა ძმა არიედ ჩუენთა. |
10 | უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება. | 10 | დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა; მას მოუჴდენ მართალნი და ამაღლდენ. |
11 | მდიდრის დოვლათი მისი ციხე-ქალაქია და მალი კედელივით იფარავს მას. | 11 | მონაგები კაცისა მდიდრისა, ვითარცა ქალაქი მოზღუდვილი, ხოლო დიდებაჲ მისი ფრიად ჰფარავს მას. |
12 | შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება. | 12 | უწინარეს სიმდაბლისა ამაღლდის გული კაცისა და უწინარეს დიდებისა დამდაბლდის, |
13 |
მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი. |
13 |
რომელი მიუგებდეს სიტყუასა ვიდრე სმენად, რომლისა უგუნურება არს ამისა და საყუედრელ. |
14 | კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს? | 14 | გულისწყრომაჲ კაცისა დაამშჳდის მსახურებამან გონიერმან, ხოლო სულმოკლესა კაცსა ვინმე დაუთმოს. |
15 | გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს. | 15 | გულმან გონიერისამან მოიპოვოს ცნობაჲ. და ყურნი ბრძენნი ეძიებედ გულისხმის-ყოფასა. |
16 | ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს. | 16 | საცემელმან კაცისამან განავრცის იგი და ძლიერთა თანა დასვის იგი. |
17 | პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას. | 17 | მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა, ვითარცა-რაჲ დადვას მოსაჯულმან მან, ემხილოს. |
18 | კენჭისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შობის აჩენს სამართალს. | 18 | სიტყჳს-გებაჲ დააცხრვის კაცმან გონიერმან და ძლიერთა თანა განაწესის. |
19 | განდგომილი ძმა ციხე-სიმაგრეზე უფრო მეტად მიუდგომელია და უთანხმოებანი კოშკის ურდულს ჰგავს. | 19 | ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი. |
20 | კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება. | 20 | ნაყოფისაგან პირისა კაცმან განაძღოს მუცელი თჳსი - და ნაყოფისაგან ბაგეთა თჳსთასა განაძღოს იგი. |
21 | სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ. | 21 | სიკუდილი და ცხორებაჲ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიწყნარონ, იგინი ჭამდენ ნაყოფსა მისგან. |
22 | ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო. | 22 | რომელმან პოვა ცოლი სახიერი, პოვა მან მადლი და მოიღო ღმრთისაგან მხიარულებაჲ; რომელმან განაძოს ცოლი სახიერი, განჴადოს მან კეთილი თჳსი; ხოლო, რომელმან დაიყენოს მემრუშე, უგუნურ და უღმრთო არს. |
23 | ღარიბ-ღატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს. | 23 | გლახაკი ითხოვნ ვედრებით, ხოლო მდიდარი მიუგებნ ყბედებრ. |
24 | ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია. | 24 | კაცი მოყვარული მოყვარისა უფროსად საყუარელ იყოს, ვიდრეღა ძმაჲ. |