ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი - ვერცხლზე და ოქროზე.

1

უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა მადლი კეთილი;

2 მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან - ორთავეს შემქმნელი კი უფალია. 2 მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნა.
3 გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან. 3 ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს.
4 თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა. 4 დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ და ცხორებაჲ.
5 უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას. 5  
6 ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას. 6  
7 მდიდარი უპოვარებზე ბატონობს და მოვალე მევალის მონაა. 7  
8 უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის და მრისხანების კვერთხი გაუტყდება. 8  
9 კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან ღარიბს თავისი პურიდან გაიკითხავს. 9  
10 გააგდე ზნეწამხდარი და შუღლიც გაჰყვება, დავას და ლანძღვასაც ბოლო მოეღება. 10  
11 ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია. 11 უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი, ბაგითა მწყსინ მეფჱ.
12 უფლის თვალები ცოდნას მფარველობს, ორგულის სიტყვებს კი იგი უკუაგდებს. 12 და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა, განგასრნის სიტყუანი კეთილნი უშჯულომან.
13 ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები მოკლულიო. 13 მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაუპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი მკლველთა.
14 როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება მასში. 14 მთხრებლ ღრმა არს პირი უშჯულოჲსაჲ და უფლისაგან განვრდომილი შთავარდეს მას (არიან გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან, ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს დრკუთაგან და უკეთურთა გზათა),
15 ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს, მაგრამ შეგონების კვერთხი იქიდან გამოსდევნის. 15 უგუნურებაჲ აღგზებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა, კუერთხი და სწავლა განშორებულ არს მათგან.
16

ერთნი ღარიბ-ღატაკს ავიწროებენ და მდიდრდებიან, სხვანი მდიდარს აძლევენ და თავად ღატაკდებიან.

16 რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი და შესძინის იგი მდიდარსა, ვითარცა საწადელი.
17 ყური დამიგდე, მოისმინე ბრძენკაცთა სიტყვები და ცოდნისკენ მოაქციე გული, 17

სიტყუას ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა.

18 რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული. 18 რათა სცნა, რამეთუ კეთილ არიან.
19 რომ სასოება გქონდეს უფალში, დღესვე შენც გასწავლი. 19  
20 ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა, 20  
21 ჭეშმარიტების სწორ სიტყვათა შენთვის საუწყებლად, რათა შენს მომავლინებლებთან ჭეშმარიტების სიტყვები მიგეტანა? 21  
22 ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ; 22 ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს და ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ბჭეთა ზედა.
23 რადგან უფალი გამოესარჩლება მათ და მის მძარცველთა სულს გასძარცვავს. 23 რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი. და იჴსნე უზღვეველად სული შენი.
24 ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები; 24 ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანაექცევი.
25 რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო. 25 ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისაჲ.
26 ნუ იქნები იმათთაგანი, ვინც ვალს იღებს და გადახდის პირობას დებს. 26 ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლთა პირისათა.
27 როცა გადასახდელი არაფერი გექნება, რისთვის უნდა გამოგაცალონ ქვეშაგები? 27 უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა.
28 შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი. 28 ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა.
29 თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე. 29 შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა.