ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დიდკაცთან პურის საჭმელად რომ დაჯდები, დაკვირვებით იყავი: |
1 |
უკუეთუ დასჯდე სერობად ტაბლასა ძლიერისასა, ცნობით ცან წინადაგებული შენი და ეგრეთ მიყავ ჴელი შენი. |
2 | ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ. | 2 | უწყოდე, რამეთუ ეგრეთ გიღირს განმზადებად, უკუეთუ უძღებ ხარ. |
3 | ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცთური პურია იგი. | 3 | ნუ გული გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან ცხორებად ტყუვილისა. |
4 | გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი. | 4 | ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა, არამედ გონებითა შენითა განეშორე. |
5 | თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება. | 5 | უკუეთუ მიადგნე თუალნი, არასადა ჩნდეს იგი, რამეთუ განმზადებულ არიან მისა, ვითარცა ფრთენი ორბისანი, და მიიქცეს სახიდ ზედამადგინებელისა თჳსისა. |
6 | ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო. | 6 | ნუ სჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქუამნ საჭმელთა მისთა. |
7 | რადგან როგორც იქცევა, ისე არ ფიქრობს; ჭამე და სვიო, გეუბნება, მაგრამ შენთან არ არის მისი გული. | 7 | რამეთუ, ვითარცა-იგი ვინ შთანსთქამნ თმასა, ეგრეთ ჭამდეს და სუმიდეს შენ თანა. |
8 | შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად დახარჯავ. | 8 | ნუცა შეიყვანებ შენ თანა და ნუცა სჭამ პურსა მის თანა, რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყუათა შენთა კეთილთა. |
9 | ბრიყვს ყურში ნურაფერს ეტყვი, რადგან მას სძულს შენი გონივრული სიტყვები. | 9 | ყურთა მიმართ უგუნურთასა ნურას იტყჳ; ნუუკუე შეურაცხ-ყუნენ სიტყუანი შენნი გონიერნი. |
10 | ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ; | 10 | ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა ობოლთასა ნუ შეხუალ, რამეთუ მჴსნელი მათი უფალი ძლიერი არს და საჯოს სასჯელი მართალი შენ თანა. |
11 | რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენს წინააღმდეგ. | 11 | |
12 | გული მიაქციე შეგონებას და ყური - ცოდნის სიტყვებს. | 12 | მიეც გული შენი სწავლასა და სასმენელნი შენნი განჰმზადენ სიტყუათა მეცნიერებისათა. |
13 | ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება. | 13 | ნუ განაყენებ ჩჩჳლთა ყრმათა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს. |
14 |
ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი. |
14 |
შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან. |
15 | შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს. | 15 | შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა. |
16 | ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ. | 16 | და იყვნენ ბაგეთა შინა ჩემთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, უკუეთუ მართალ იყვნენ. |
17 | შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს. | 17 | ნუ ჰგაძავ გულითა შენითა ცოდვილთა, არამედ შიშსა შინა უფლისასა იყავ ყოველსა დღესა, |
18 | რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება. | 18 | რამეთუ, უკუეთუ დაიმარხო, ესე გექმნეს შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს. |
19 | მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული. | 19 | ისმინე, შვილო ჩემო, და ბრძენ იქმენ და წარჰმართო გონიერება გულისა შენისაჲ. |
20 | ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის; | 20 | და ნუ იყოფი მეღჳნე და ნუცა ხედავ ზიარებასა სხუათასა ჴორცისა სყიდასა, |
21 | რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს. | 21 | რამეთუ ყოველი მემთრვალე და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსო დაბებკული ყოველმან მოძილემან. |
22 | გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ. | 22 | ისმინე შვილო, მამისა, რომელმან გშვა შენ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედა შენი. |
23 | ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი. | 23 | მოიგე ჭეშმარიტებაჲ და ნუ განიშორებ სწავლულებასა. |
24 | მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს. | 24 | კეთილად ზრდინ მამაჲ მართალი და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ გული მისი. |
25 | გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ. | 25 | იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი და შენ ზედა და მხიარულ-ყვენ მშობელნი შენნი. |
26 | შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ. | 26 |
მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენნი გზათა ჩემთა ხედვასა. |
27 | მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი. | 27 | ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღუმული იწროჲ უცხოჲ. |
28 |
ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს. |
28 | და ესე მოსწრაფედ წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს. |
29 | ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? | 29 | ვისსა ვაჲ? ვისსა შფოთი? ვისსა სასჯელი? ვისსა დაუწყუედელნი უძრვანი? ვისსა შემუსრვანი ამაონი? ვისნი ლბილ არიან თუალნი? |
30 | ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის. | 30 | ანუ არა მათთა, რომელთა დაიყოვნიან ღჳნოსა ზედა? და რომელნი იმსტურობენ, სადაძი სუმანი არიან? |
31 | ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს; | 31 | ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთსა სლვასა შინა, რამეთუ, უკუეთუ ფიალებსა და სასუმელებსა მისცნე თუალნი შენნი, უკუანაჲსკნელ ხჳდოდი უშიშულეს საცეხულისთავისა, |
32 | ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს; | 32 | ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელი, განისხირპო და, ვითარცა რქოსანისა მის, განგეზაოს გესლი. |
33 | შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს. | 33 | თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა. |
34 | შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით. | 34 | და დაადნვის, ვითარცა გულსა შინა ზღჳსასა და ვითარცა ნავისმავლინებელი შორის მრავალთა ღელვათა. |
35 | იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო. | 35 | და მაშინ სთქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, მეკიცხევდეს მე და არა ვცან, ოდესმე ცისკარი იყოს, რათა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი? |