ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ესეც სოლომონის იგავებია, რომელიც იუდას მეფის ხიზკიას კაცებმა შეკრიბეს.

1

იგავნი სოლომონისნი, მეფისა ისრაჱლისანი, გამოუკულეველნი, რომელ აღწერნეს მეგობართა ეზეკია მეფისა ურიასტანისათა.

2 საქმის დამალვა ღვთის დიდებაა, მეფეთა დიდება კი საქმის გამოაშკარავებაა. 2 დიდებაჲ ღმრთისა ჰფარავს სიტყუათა, ხოლო დიდებაჲ მეფისა პატივ-სცემს მეფესა.
3 როგორც ზეცაა მაღალი და მიწა ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია. 3 ცაჲ მაღალ არს და ქუეყანაჲ ღრმა, ხოლო გული მეფისა გამოუკუველ.
4 ვერცხლს წიდა მოაშორე და ოქრომჭედელს ჭურჭლად ექნება. 4 განჭედე გამოუცდელი ვეცხლი და განწმიდნეს ყოვლად წმიდად.
5 მეფეს ბოროტეული მოაშორე და მისი ტახტი სიმართლით გამტკიცდება. 5 და მოისპნენ წარმართნი პირისაგან მეუფისა და წარემართოს სიმართლით საყდარი მისი.
6 მეფის წინაშე ნუ იტრაბახებ და დიდკაცთა ადგილზე ნუ დადგები; 6 ნუ ლაღად იქცევი წინაშე მეფისა, ნუცა ადგილსა ძლიერსა დასჯდები.
7 რადგან სჯობს გითხრან, აქ ამოდიო, ვიდრე დიდებულის წინაშე დაგამდაბლონ. 7 უმჯობეს არს შენდა, რათა გრქუან: აღმორე ზემო, ვიდრე დამდაბლებასა შენსა წინაშე ძლიერისა.
8 ნუ იჩქარებ თვალით დანახულის მიტანას სამსჯავროზე, თორემ რაღას იზამ, როცა ბოლოს შენი მახლობელი შეგარცხვენს? 8 რაჲ-იგი იხილეს თუალთა შენთა, თქუ: ნუ წარმდებ იქმნები ლალვასა, რათა არა ინანდე უკუანასკნელ, რაჟამს გაყუედროს მეგობარმან.
9 დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი საიდუმლო; 9 გარემიიქცევ მისგან, ნუუკვე შეურაცხ-გყოს.
10 თორემ გამგონე გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება. 10 ნუუკვე გაყუედროს მეგობარმან და ლალვა და მტერობაჲ არა განგეროს შენ, არამედ იყოს სწორ სიკუდილისა; მადლი და მეგობრობაჲ განგააზნაურებს. დაიმარხე თავისა შენისა, რათა არა საყუედრელ იქმნე, არამედ დაიმარხენ გზანი შენნი კეთილად,
11 მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია; 11 ბირთჳ ოქროჲსა მძივსა სარდიონისასა თქუმად სიტყუაჲ;
12 ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის. 12 საყურსა ოქროჲსასა და ანთრაკითა პატიოსნითა შემკული არს სიტყუაჲ სიბრძნისა ყურთა მორჩილთასა.
13 თოვლის სიგრილე მკის დროს იგივეა, რაც ერთგული მაცნე მისი გამგზავნელისთვის - იგი თავის ბატონს სულს უბრუნებს. 13 ვითარცა გამოსლვაჲ თოვლისა მკათა ზედა სიცხესა საგრილობელ, ეგრევე მოციქული სარწმუნოჲ, რომელთა წარავლინონ იგი, რამეთუ გულთა, რომელთა იჴსენონ იგი - სარგებელ არს იგი.
14 რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი ძღვენით მოქადული კაცი. 14 ვითარცა ქარნი და წჳმანი და ღრუბელნი სასტიკნი, ეგრეთვე რომელნი იქადიან საცემელსა ტყუელვით.
15

მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.

   
16 თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ გატყვრე და უკან არ ამოანთხიო.    
17 მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს.    
18 ლახტი, მახვილი და წამახული ისარია კაცი, რომელიც ცრუმოწმედ გამოდის თავისი მახლობლის წინააღმდეგ.    
19 ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის, როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში.    
20 გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია.    
21 თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;    
22 რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.    
23 ჩრდილოეთის ქარი წვიმას იწვევს, ჩურჩული კი სახის მოღუშვას.    
24 სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.    
25 რაღა ცივი წყალი მწყურვალისთვის და რაღა სასიხარულო ამბავი შორეული ქვეყნიდან.    
26 რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.    
27 ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი, მაგრამ სხვისი დიდების ძიება სასახელოა.    
28 რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს.