ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება. |
1 |
უმჯობეს არს კაცი მამხილებელი კაცსა ქედფიცხელსა, მეყსეულად რაჲ აღეგზნას, მისსა არა იყოს კურნება. |
2 | მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, ხოლო ბოროტეულის ბატონობისას გმინავს ხალხი. | 2 | ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი და მთავრობასა უღმრთოთასა კუნესიედ კაცნი. |
3 | სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა მეგობარი კი ქონებას ანიავებს. | 3 | კაცსა, რომელსა უყვარნ სიბრძნე, მხიარულ არნ მამაჲ მისი, ხოლო, რომელი სდევნ მეძავთა, წარწყმიდის სიმდიდრე. |
4 | მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს. | 4 | მეფემან მართალმან ჰმართის სოფელი, ხოლო კაცმან უსჯულომან დაამჴჳს იგი. |
5 | კაცი, რომელიც თავის მეზობელს ეპირფერება, ბადეს შლის მის ფეხქვეშ. | 5 | რომელი განემზადოს ბრძოლად პირსა მეგობრისა თჳსისასა, შეიბლარდნენ, ვითარცა საბლარდნელითა, ფერჴნი მისნი. |
6 | უკეთური კაცის ცოდვა მისთვის ხაფანგია, მართალი კი ზეიმობს და ხარობს. | 6 | კაცი ცოდვილი მრავალსა მახესა შეებას, ხოლო მართალი შუებასა და სიხარულსა შინა იყოს. |
7 | მართალმა იცის ღარიბ-ღატაკის სამართალი, ხოლო ბოროტეულს გაგება არა აქვს. | 7 | იცის მართალმან სასჯელი გლახაკისა, ხოლო უღმრთომან არა იცის მეცნიერება და გლახაკსა არა აქუს ბუნება მეცნიერებისა. |
8 | გარყვნილი ხალხი ქალაქს აფორიაქებს, ბრძენები კი მრისხანებას აცხრობენ. | 8 | კაცთა უსჯულოთა ადვეს ცეცხლი ქალაქსა, ხოლო ბრძენთა გარეწარაქციეს რისხვა. |
9 | ის ბრძენკაცი, რომელიც რეგვენ კაცს ედავება, გინდ ჯავრობდეს და გინდ იცინოდეს, მაინც მოუსვენრად არის. | 9 | კაცმან ბრძენმან განსაჯნეს ნათესავნი, ხოლო კაცსა უგუნურსა განრინებასა შინა ეკიცხევედ, და არა შეიკდიმის. |
10 | სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს. | 10 | კაცთა მოსისხლეთა სძულს კაცი ღმრთისაჲ, ხოლო წრფელნი გამოეძიებედ სულსა მისსა. |
11 | ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას. | 11 | ყოელი გულისწყრომა თჳსი გამოიცადის უგუნურმან, ხოლო ბრძენი იგი იუნჯებნ ჟამად-ჟამად. |
12 | როცა ბატონი სიცრუეს ყურს უგდებს, ყველა მისი მსახური ბოროტეულია. | 12 | მეფჱ რომელი ერჩდეს სიტყუასა ცრუსა, ყოველნი მის წინაშე უსჯულო არიან. |
13 | ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს ხვდებიან: თვალის ჩინს ორთავეს უფალი აძლევს. | 13 | მასესხებელი და მოსესხე ურთიერთას შეიმთხჳნეს, ხოლო მოხედვა მათ ორთავე ყოს უფალმან. |
14 | თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული. | 14 | მეფე, რომელი ჭეშმარიტებით შჯიდეს გლახაკთა, საყდარი მისი საწამებელად აღემართოს. |
15 |
ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია. |
15 |
გუემათა და მხილებათა მოსციან სიბრძნე, ხოლო შვილმან უგუნურმან არცხჳნის მამა-დედათა თჳსთა. |
16 | ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი მათ დამხობას მოესწრებიან. | 16 | მრავალ-ღათუ იყვნენ უღმრთონი, მრავალნი ქმნნენ ცოდვანი, ხოლო მართალნი დაცემასა შიშნეულ იქმნნენ... |
17 | დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის. | 17 | |
18 | როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის დამცველი. | 18 | |
19 | მონას სიტყვით ვერ გაწვრთნი, რადგან ესმის, მაგრამ არ გიჯერებს. | 19 | სიტყჳთა მიერ ვერ განისწავლის მონა ფიცხელი. დაღათუ ცნას, არავე ერჩდეს. |
20 | გინახავს საკუთარ სიტყვებში მოსწრაფე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს. | 20 | უკუეთუ იხილო კაცი მოსწრაფე სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოება აქუს უგუნურსა უფროს, ვიდრეღა მას. |
21 | ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ მემკვიდრედ დაისვამს. | 21 | რომელი იშუებდეს სიყრმითგან, იგი მონა იქმნეს და უკანასკნელ ჰგოდებდეს თავსა ზედა თჳსსა. |
22 | ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის. | 22 | კაცმან გულმწყრალმან აღმოითხარის ძლევა, ხოლო კაცმან მრისხანემან აღმოითხარის ცოდვა. |
23 | კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს. | 23 | |
24 | ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია: ესმის წყევლა-კრულვა, მაგრამ არაფერს ამხელს. | 24 | რომელი თანაეყოფოდის მპარავსა, სძულს მას თავი თჳსი, უკუეთუ ფიცი შუა შემოიღონ, შეძრწუნდენ და არღარა მიუთხრან. |
25 | ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება. | 25 | რომელთა ეშინოდის და ჰრცხუენოდის კაცთათჳს, ამას უბრკუმეს ღმრთისა მიერ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, იგი იხარებდეს საუკუნოდ; უღმრთოებამან კაცსა შეამთხჳვის საცთური, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი ცხოვნდეს. |
26 | ბატონის მოწყალებას მრავალნი ეძებენ, მაგრამ კაცის განკითხვა უფლისგან არის. | 26 | მრავალნი მსახურებდეს პირსა წინაშე მთავართასა, ხოლო უფლისა მიერვე არს მართალი კაცისა. |
27 | უსამართლო კაცი სიბილწეა მართალთათვის, სწორი გზით მავალი სიბილწეა ბოროტეულთათვის. | 27 | საძაგელ არნ კაცი მართალი კაცისა თანა ცოდვილისა და საძაგელ უსჯულოთა შორის, რომელსა წარუმართებიეს გზასა კეთილსა. |