ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის, |
1 |
შვილო, უკუეთუ თავს-იდვა მეგობარი შენი, მისცე ჴელი შენი მტერსა შენსა, |
2 | მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით. | 2 | რამეთუ საფრჴე ძლიერ არიან კაცისა თჳსნი ბაგენი და შეიპყრობის სიტყჳთა პირისა მისისათა. |
3 | ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე. | 3 | ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ და სცხოვნდე, რამეთუ შეჰვარდე ჴელთა ბოროტისათა მეგობრისა შენისათჳს, იყავ შენ განკრძალულ და ნუ დაჰჴსნი, განჰმზადე მეგობარიცა იგი შენი, რომელი თავს იდევ. |
4 | თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს - თვლემას. | 4 | ნუ სცემ ძილსა თუალთა შენთა, ნუცა ჰრულის წამსა შენსა, |
5 | იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან. | 5 | რათა განერე, ვითარცა ქურციკი საფრჴესა და ვითარცა მფრინველი მახესა. |
6 | მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე. | 6 | იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა და იქმენ უბრძნეს მისსა, |
7 | არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. | 7 | რამეთუ მას ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა უფლისა ვის ქუეშე არს, |
8 | ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას. | 8 | რომელმან განჰმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბის კალოთა ზედა; ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. სასურველ არს ყოველთა და დიდებულ, დაღაცათუ არს ძალითა უძლურ, სიბრძნესა პატივ-სცა და წარმოჴდა. |
9 | როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან? | 9 | ვიდრემდის სწვე, ჵ, მცონარო, ანუ ოდეს ძილისაგან განიღჳძო? |
10 | მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად. | 10 | მცირედ გეძინოს, მცირედ გრულოდის, მცირედღა და დაისხნე ჴელნი მკერდსა ზედა. |
11 | ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება. | 11 | მაშინ მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე და ნაკლულევანებაჲ, ვითარცა კეთილი მსრბოლი. უკუეთუ უცონო იყო, მოვიდეს, ვითარცა წყაროჲ, ნაყოფი შენი, ხოლო ნაკლულევანებაჲ, ვითარცა ბოროტი კაცი, გევლტოდის. |
12 | უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის. | 12 | კაცი უგუნური და უშჯულო ვალნ გზათა გულარძნილთა. |
13 |
თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის; |
13 |
და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ თუალითა, და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა თითთათა, |
14 | ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს. | 14 | გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა. ესევითარი იგი შფოთსა იქმნ ქალაქსა შინა. |
15 | ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი. | 15 | ამისთჳს მოიწიოს მეყსეულად წარსაწყმედელი მისი, განკუეთა და შემუსრვაჲ უკურნებელი, |
16 | აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში: | 16 | რამეთუ უხარინ ყოველსა ზედა, რომელი სძულს ღმერთსა, და შეიმუსრვის არაწმიდებითა სულისა თჳსისათა. |
17 | ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები, | 17 | თუალნი მაგინებელნი და ენაჲ ცრუ, ჴელნი, რომელნი სთხევენ სისხლსა მართალისასა, |
18 | ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, | 18 | და გული, რომელი ზრახავნ გულისსიტყუათა ბოროტთა, და ფერჴნი, რომელნი ისწრაფიან ბოროტის-ყოფად, მოისრნენ. |
19 | ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი. | 19 | ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან და მოავლინის საშჯელი შორის ძმათა. |
20 | დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. | 20 | შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ. |
21 | სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული, | 21 | და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა ზედა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა, |
22 | მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება. | 22 | რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი, და შენ თანა იყუნენ და, რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ და რათა, რაჟამს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ, |
23 | რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება, | 23 | რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ, |
24 | რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან. | 24 | რათა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა. |
25 |
გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით. |
25 |
შვილო, ნუ გარევინ სიკეთე გულისთქუმისა, ნუცა მოინადირებ თუალთაგან შენთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა. |
26 | რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი. | 26 | რაჟამს სასყიდელი მეძვისაჲ, ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, რამეთუ დედაკაცმან უკეთურმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის. |
27 | თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად? | 27 | გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღთა და სამოსელი მისი არა დაიწჳს? |
28 | თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად? | 28 | ანუ ვალნმე ვინ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწუას? |
29 | ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას. | 29 | ეგრეთვე, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა ძჳრსა, ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას. |
30 | არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია; | 30 | არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი. |
31 | წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის. | 31 | უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რათა იჴსნეს სული თჳსი. |
32 | ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას. | 32 | ხოლო მემრუშემან ნაკლულევანებითა გონებისათა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყუას. |
33 | ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება. | 33 | სალმობაჲ ხოლო და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე, |
34 | რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს. | 34 | რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა. |
35 | არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი. | 35 | ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა. |