ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე. |
1 |
შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა. |
2 | დაიმარხე ჩემი ანდერძი და იცოცხლებ, და ჩემი რჯული - თვალისჩინივით. | 2 | შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე ნურავისსა გეშინის სხჳსა. დაიცვენ მცნებანი ჩემნი და სცხონდე და სიტყუანი ჩემნი, ვითარცა გუგანი თვალთანი. |
3 | მიიბი შენს თითებზე და გულის ფიცარზე დაიწერე. | 3 | და იგინი გამოიწერენ თითითა შენითა ფიცართა გულისა შენისათა. |
4 | უთხარი სიბრძნეს: ჩემი და ხარ-თქო და ჭკუა-გონებას მეგობარი უწოდე. | 4 | მოხადე სიბრძნესა დად-ყოფად შენდა, და მოუწოდე გულისხმის-ყოფასა შემეცნებად შენდა. |
5 | რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან. | 5 | შეიკრძალე თავი შენი დედაკაცისა უცხოსაგან და ბოროტისა, რაჟამს სიტყვითა საცთურსა შთაგთხევდეს. |
6 | როცა სახლის სარკმლიდან, ცხაურს იქით გადავიხედე, | 6 | არდაბაგითა სახლისათა იხედავნ უბანთა მიმართ, |
7 | დავინახე ბრიყვთა შორის, გავარჩიე ყმაწვილებს შორის ერთი ბიჭი, ჭკუათხელი. | 7 | რათამცა მოიხილნეს ჭაბუკნი უთმინონი და ყრმანი უგულისხმონი, |
8 | ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა. | 8 | რომელნი ვლიედ უბანთა მიერ სიახლესა სახლისა მისისათა და ზრახავნ, |
9 | მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში. | 9 | სიბნელესა ღამისასა, ოდესცა არღარა განსცხრებოდიან სიჴშოსაგან ბინდისა, |
10 | და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი. | 10 | დედაკაცი იგი შეემთხვევა პირითა საროსკიპოთა, რომელმან შესულიბნის გულნი ჭაბუკთანი, ეითარცა მთრვალთა მოუძლურებულთანი, |
11 | ხმაურიანია და თავნება, შინ ფეხი არ უდგება; | 11 | ფრინვალობს უძღებად და სახლსა შინა თვისსა არა დააცადნის ფერჴნი თვისნი, |
12 | ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე - ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული; | 12 | არამედ ოდესმე ვალნ უბანთა და ოდესმე ყოვლით კერძო იმსტრობნ, |
13 | აჰა, ჩაიჭირა იგი, კოცნის და ურცხვად ეუბნება: | 13 | რათამცა პოვა ჭაბუკი და დაიპყრას, აკოცებს ურცხვინოდ და ლიქნით ეტყჳნ: |
14 | სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, დღეს გადვიხადეო საღმრთო. | 14 | მზეგრძელობისა შენისათვის მსხვერპლისა შეწირვად პაემანი და მეც აწ დღეს აღვასრულე პაემანი. |
15 |
ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, შენის სასის საძებრად და აჰა, გიპოვე კიდეც. |
15 |
ამისთვის მოგეგებვი შენ ტრფიალი პირისა შენისა და სანატრელი გპოვე. |
16 | ხალიჩები მაქვს დაფენილი ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ჭრელი ნაქსოვი. | 16 | შემითხზნავს ცხედარი ჩემი და გარდამიგია ფიჩვითა ეგვიპტურებ ჭრელებულითა. |
17 | დავაფრქვიე მური ჩემს საწოლზე. | 17 | საგებელთა ჩემთა უკმიე მური, შტახსი და კასია. |
18 | წამო, დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, ალერსით ვინეტაროთ. | 18 | მოვედ და ვიშვებდეთ სიყვარულითა განთიადამდე; მოვედ და განვსცხრებოდეთ ტრიობითა. |
19 | რადგან შინ არ არის ქმარი, შორ გზაზეა წასული; | 19 | რამეთუ არა არს ქმარი ჩემი სახლსა შინა, არამედ წარსრულ არს გზასა შორესა. |
20 | ვერცხლის ქისა წაიღო თან, სრულმთვარობისას დაბრუნდებაო შინ. | 20 | ვაშკარანი ვეცხლითა წარიღო, აღიღო ჴელითა და შემდგომად დღეთასა მომავალ არს სახიდ თვისად. |
21 | შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა. | 21 | მრავალმეტყველებითა და მაცთურითა ბაგითა რა შეაცთუნის, |
22 | იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად. | 22 | შეუდგის, ვითარცა უსხი საკლველი და ვითარცა ვერძი მნერბავი და ვითარცა სულელი უმეცარი, |
23 | ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს. | 23 | და იწყლა, ვითარცა ირემი ღვიძლგანგვრემული, და მოიფრინვა, ეითარცა ფრინველმან, მახედ და არა უწყის, წარწყმედად სულისა თჳსისად ვალს. |
24 | ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს. | 24 | აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი და ყურად-იხვენ სიტყვანი პირისა ჩემისანი. |
25 | ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები. | 25 | ნუ მოსდრეკ გულსა შენსა გზათა მისთა, და ნუცა შეუდგები კვალთა მისთა, |
26 | რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი. | 26 | ვინადგან მრავალნი იგვემნეს და მოიწყლნეს და უამრავნი მჴნენი შეიმუსრნეს მის მიერ, |
27 | მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი. | 27 | რამეთუ სახლი მისი გზა არს ჯოჯოხეთისა, რომელი შთაიყვანებს საუნჯედ სიკუდილისად. |