ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეს ყველაფერი იხილეს ჩემმა თვალებმა, ისმინდა ყურმა და მიხვდა. |
1 |
აჰა, ესერა, ესე ყოველი იხილა თუალმან ჩემმან და ესმა ყურთა ჩემთა |
2 | რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები. | 2 | და ვიცი, რავდენიცა თქუენ გიცნობიეს და არა უუგულისჴმოეს ვარ თქუენსა. |
3 | მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი. | 3 | არა ხოლო ეგრე, არამედ მე უფლისა მიმართ ვიტყოდი და ვამხილო მის წინაშე, უკუეთუ ინებოს. |
4 | თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი. | 4 | ხოლო თქუენ ხართვე მკურნალნი ცრუნი და მლხინებელ ბოროტ ყოველნი, |
5 | დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე. | 5 | იყავნ თქუენდა დუმილი და შეგერაცხოს თქუენ სიბრძნედ. |
6 | ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ! | 6 | ისმინენით მხილებანი პირისა ჩემისანი. და საშჯელსა ბაგეთა ჩემთასა მხედევდით, |
7 | ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ სიცრუეს? | 7 | ვითარმე არს ესე, ანუ არა წინაშე უფლისა იტყჳთ და მის წინაშე ჰზრახავთ ზაკუასა, |
8 | უნდა მიკერძოებოდით მას, ღმერთს უნდა გამოსარჩლებოდით? | 8 | ანუ თუ მერიდებით თქუენ? და თჳთ მსაჯულ იქმნებით. |
9 | მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც ადამიანები ტყუვდებიან? | 9 | კეთილმე არსა, უკუეთუ გამოიკულიოს თქუენიცა, დაღათუ ყოველივე ჰყოთ და შეეძინნეთ მას? |
10 | ის მაინც გამხილებთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ. | 10 | არა ვერაჲ ნაკლულად გამხილოს თქუენ, დაღათუ ფარულითა პირითა თუალ-გახუნეს. |
11 | ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშისზარი არ დაგცემიათ თავზე? | 11 | არამეა შიშმან მისმან შეგაძრწუნნეს თქუენ და ზარი მისი დაგეცეს თქუენ ზედა? |
12 | თქვენი შეგონებები ნაცრის არაკებია, თქვენი საყრდენი თიხის საყრდენია; | 12 | და გექმნეს თქუენ ეგე ზახებაჲ სწორ ნაცრისა, ხოლო ჴორცნი თქუენნი თიჴისანი. |
13 | დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს! | 13 | დადუმენით, რათა ვიტყოდი და განვისუენო გულისწყრომისაგან. |
14 | რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით? | 14 | ვიპყრნე ჴორცნი ჩემნი კბილითა ჩემითა და სული ჩემი დავდვა ჴელსა ზედა ჩემსა. |
15 |
კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე. |
15 |
უკუეთუ ჴელთ-მიდვას მე ძლიერმან მან, ვითარცა-ესე უწყიეს, ანუ ვიტყოდი და ვამხილო წინაშე მისსა. |
16 | ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე. | 16 | და ესე გეყოს თქუენ საცხორებელად, რამეთუ მის წინაშე ზაკუა არა შევიდეს. |
17 | გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს; | 17 | ისმინენით სიტყუანი ჩემნი, ისმინენით. რამეთუ გითხრა თქუენ, ისმენდეთ თუ: |
18 | აჰა, განმიცხადებია, ჩემი სარჩელი: ვიცი, რომ გავმართლდები. | 18 | აჰა, ესერა, მიახლებულ ვარ მე სამართალსა ჩემსა მე ვიცი, რამეთუ მართლად გამოჩინებად ვარ. |
19 | ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და გავთავდებოდი. | 19 | ვინ არს მოსაჯული ჩემი? რამეთუ აწ დავდუმნე და მოვაკლდე. |
20 | ოღონდ ამ ორს ნუ მიზამ და შენს სახეს არ დავემალები: | 20 | ორნი რაჲმე ჯერ არს ჩემდა და მაშინ პირისა შენისაგან არა დაგემალო |
21 | შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს. | 21 | ჴელი შენი ჩემგან განმაყენე და შიში შენი ნუ განმაკრთობნ მე. |
22 | მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე. | 22 | და მაშინ მიწოდე მე და მე ვისმინო შენი, მეტყოდი და მე მიგაგებო შენ სიტყუაჲ. |
23 | რამდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი ბრალი და ცოდვა! | 23 | რავდენ არიან ცოდვანი ჩემნი და უსჯულოებანი ჩემნი, მასწავე მე, ვინ არიან. |
24 | რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად? | 24 | რაჲსათჳს ჩემგან მეფარვი და შეგირაცხე მე ვითარცა წინააღმდგომი შენი, |
25 | მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი? | 25 | ანუ ფურცლისა ქარისაგან აღძრულისა გეშინოდისმე, ანუ თივაჲ რომელი მოაქუნ ნიავქარსა? წინააღმიდგები მე. |
26 | რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი; | 26 | რამეთუ აღსწერენ ჩემ ზედა ყოველნი ძჳრნი და გარემომადგინენ მე სიჭაბუკისა ჩემისა ცოდვანი. |
27 | ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ; | 27 | და დასხენ ფერჴნი ჩემნი დაბრკოლებასა შინა და დამიმარხენ მე ყოველნი საქმენი ჩემნი და ძირსა ფერჴთა ჩემთასა მისწუედი, |
28 | ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი. | 28 | რომელი დაძუელებად არს, ვითარცა თხიერი, ანუ ვითარცა სამოსელი მღილთა დაჭმული. |