ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა: |
1 |
მიუგო ელიფას თემანელმან და თქუა: |
2 | ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს? | 2 | აწ უკუე ბრძენმან სიტყუაჲ მოუბის გულისჴმის-ყოფისა სულისაჲ და აღავსო სალმობითა მუცლისათა. |
3 | უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით? | 3 | ამხილებ სიტყჳთა, რომელ არა ჯერ-იყო სიტყჳთა, რომელ არა სარგებელ? |
4 | შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე. | 4 | და აღასრულენ სიტყუანი ესევითარნი წინაშე უფლისა. თანამდებ ხარ სიტყუათა პირისა შენისათა, |
5 | რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია; | 5 | არარაჲ განიკითხენ სიტყუანი ძლიერთანი. |
6 | შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენს წინააღმდეგ, | 6 | გამხილენ შენ პირმანვე შენმან და ნუმედა ბაგეთა შენთა შეგწამონ შენ. |
7 | პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ? | 7 | აწ რაჲ? ნუ უწინარეს კაცთა შენ იყავ? ანუ უწინარეს მთათა დაებადე? |
8 | ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია? | 8 | ანუ პირველად ბრძანებაჲ უფლისაჲ შენ გესმა? ანუ შენ ზედა ხოლო მოიწია სიბრძნე? |
9 | რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის? | 9 | ანუ შენ რაჲ იცი, რომელი ჩუენ არა ვიცით? ანუ შენ რაჲმე გულისჴმა-გიყოფიეს, რომელ ჩუენ არა? |
10 | თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენს შორის, მამაშენზე უხსენი. | 10 | და მოხუცებულ და უძუელეს ჩუენსა და უმრავლეს ჩუენსა და უმრავლეს მამისა დღითა. |
11 | გეცოტავება ნუგეში ღვთისგან? ან იქნებ რაღაც საიდუმლო სიტყვაა შენთან? | 11 | მცირედ რავდენ-იგი სცოდე, იტანჯები, არამედ დიდძალად და გარდარეულად იტყოდე: |
12 | საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს? | 12 | ვითარ იკადრა გულმან შენმან, ანუ რაჲ იხილეს თუალთა შენთა, |
13 | რას მიგიმართავს შენი სული ღვთის წინააღმდეგ და რა სიტყვები ამოდის შენი პირიდან? | 13 | რამეთუ გულისწყრომაჲ აღმოსთქუ წინაშე უფლისა და პირისაგან წარმოიხუენ ესევითარნი სიტყუანი? |
14 | რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი? | 14 | ვინმე უკუე არს კაცთაგანი, რომელიმცა იყო უბრალო. ანუ ყოფილმე ვინ არს მართალ ნაშობი დედაკაცისაჲ? |
15 | აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში! | 15 | უკუეთუ წმიდათა მიმართ არა ჰრწამს და ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე. |
16 | რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას! | 16 | აცადეთ საძაგელი და არაწმიდაჲ კაცი, რომელი სუამს სიცრუესა სწორად სასუმლისა. |
17 | გეტყვი და მომისმინე, გიამბობ, რაც ვნახე, | 17 | ხოლო გითხრა შენ და ისმინე ჩემი და, რაჲ-იგი ვიხილე, გაუწყო შენ, |
18 | რაც ბრძენებს შეუტყვიათ და არ დაუმალავთ თავისი მამა-პაპისგან განაგონი; | 18 | რაჲ-იგი ბრძენთა თქუან და არა დაუმალეს მამათა მათთა, |
19 |
მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა და უცხოს არ გაუვლია მათ შორის; |
19 |
მათ ხოლო მოეცა ქუეყანაჲ და არა მოვიდა უცხოთესლი მათ ზედა. |
20 | იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის; | 20 | ყოველივე ცხორებაჲ უღმრთოთა ზრუნვით, წელნი რიცხჳთ მოცემულ არიან ძლიერისა მისგან; |
21 | შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი. | 21 | ხოლო შიში მისი ყურთა მისთა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ მშჳდობით არს, მაშინღა მოიწიოს მის ზედა დაქცევაჲ. |
22 | იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი; | 22 | ნუ ჰრწამნ მას გარემოქცევად ბნელისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს მის მიერვე ჴელთა მახჳლისათა მიცემად. |
23 | ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში. | 23 | და განჩემებულ არს საჭმლად ორბთა და იცის თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ელის დაცემად, და დღემან ბნელისამან შეაძრწუნოს იგი. |
24 | აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით. | 24 | ურვამან და ჭირმან შეიპყრას იგი, ვითარცა ერისთავი მთავრად მდგომარე რაჲ დაეცის, |
25 | რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა. | 25 | რამეთუ აღიპყრნა ჴელნი მისნი წინაშე ღმრითისა და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა. |
26 | ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით | 26 | ქედი აღმართა და იქცეოდა წინაშე მისსა გინებით სიზრქითა საჭურველისა მისისათა, |
27 | რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე. | 27 | რამეთუ დაჰფარა პირი მისი ცმელსა თჳსსა და ქონსა ყელე მისი ბარკალსხვილით. |
28 | მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად. | 28 | იქცეოდენ იგი ქალაქთა ოჴერთა და შევედინ სახლსა უმკჳდროთა და, რაჲ-იგი განიმზადეს, სხუათა წარიღონ. |
29 | ვერ გამდიდრდება, ვერ შენარჩუნდება მისი დოვლათი, ვერ დააფენს ჩრდილს მიწაზე. | 29 | არცა განმდიდრდეს, არცა დაადგრეს ნაყოფი მისი, არა დაადგრეს ქუეყანასა ზედა აჩრდილი მისი, |
30 | ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი. | 30 | არცა განერეს ბნელსა, მცენარე მისი დააჭნვენ ხორშაკმან და დასცჳვენ ყუავილი მისი. |
31 | ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური. | 31 | ნუ ჰრწამნ, ვითარმედ დათმოს, რამეთუ ცუდი ცუდად გარდაექცეს მას. |
32 | უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს. | 32 | მოკაფული მისი უწინარეს ჟამისა განირყუნეს და მორჩი მისი არა განედლდეს. |
33 | როგორც ვაზს ჩამოგლეჯენ მკვახე ყურძენს და ზეთისხილივით დააბერტყინებენ ყვავილს. | 33 | და მოისთულონ იგი, ვითარცა კაწახი ნჟამოდ და დასცჳვენ, ვითარცა ყუავილი ზეთისხილისა, |
34 | რადგან ბერწია უღვთოთა საკრებულო და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს. | 34 | რამეთუ საწამებელი უღმრთოთა სიკუდილი არს, ხოლო ცეცხლმან დაწუნეს სახლნი მოქრთამეთანი. |
35 | მუცლადიღო ტანჯვა და დაბადა სიავე, ახლა მუცელი მათი სიცრუეს ამზადებს. | 35 | და მუცლად-იღენ სალმობანი, შეემთხჳენ მას ცუდი ცუდსა ზედა და მუცელმან მისმან შთაიკრიბოს ზაკუაჲ. |