ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიუგო იობმა და უთხრა: |
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
2 | ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი. | 2 | მესმეს ეგევითარი მრავალი, ნუგეშინის-მცემელნო უკეთურნო ყოველნო. |
3 | თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ პასუხს როძ იძლევი? | 3 | აწ რაჲ? ნუუკუჱ დაწესებულებაჲ რაჲ არს სიტყუათა შინა სულისათა? ანუ რაჲ შეგაურვა შენ, რამეთუ სიტყუას-მიგებ? |
4 | მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით? | 4 | მეცა თქუენ ზედა ვიტყოდე, უკუეთუმცა ამას შინა იყო სული თქუენი სულისა ჩემისა წილ. |
5 | და მერე ზედამიგიჴდე თქუენ სიტყჳთა და შევყარო თქუენ ზედა თავი ჩემი; | ||
5 | გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ. | 6 | იყავნ ძალი პირსა ჩემსა და განძრვად ბაგეთა ჩემთა არა ვერიდო. |
6 | თუ ვლაპარაკიაბ, ტკივილი არ მიამდება, ვდუმვარ და რა მშორდება? | 7 | ვიტყოდი: ღათუ არა მელმოდის წყლულებაჲ ჩემი, და-ღათუ-ვდუმნე, რაჲმე უმცირეს ვიწყლა, |
7 | მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი სახლი! | 8 | ხოლო აწ შრომა-მცა მე განცჳბრებულსა და დამპალსა, და შემიცევ მე, და აღდგეს ჩემ ზედა სიცრუენი ჩემნი წინაშე პირისპირ. |
8 | ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება. | 9 | კუალად მომიგო, რისხვაჲ მოაწია და დამამჴუა მე, |
9 | მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე; | 10 | და დაიღრჭინნა ჩემ ზედა კბილნი მისნი, ისარნი განსაცდელთანი ჩემ ზედა დამსჭუალნა, ისრისპირნი მისნი თუალთა ჩემთა განმაწონნა, |
10 | პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემს წინააღმდეგ. | 11 | მახჳლი მცა მუჴლთა ჩემთა, და ერთბამად მეწინეს მე. |
11 | უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში. | 12 | მიმცა მე უფალმან ჴელთა ცრუსათა და უღმრთოთა შემაგდო მე. |
12 |
უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა. |
13 |
მშვიდობასა შინა განმაქარვა მე, მიპყრნა თმანი ჩემნი და დამფხურნა მე, დამადგინა მე ვითარცა მსტოარი. |
13 | გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი. | 14 | გარემომადგეს მე ლახუროსანნი და განმწონნეს თირკუმელთა ჩემთა, |
14 | გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემსკენ. | 15 | ურიდად დასთხიეს ქუეყანასა ზედა ნავღელი ჩემი, დამცეს მე დაცემაჲ დაცემასა ზედა, მოარბიეს ჩემ ზედა მძლავრთა. |
15 | ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება. | 16 | ძაძაჲ შემაკერეს ტყავსა ჩემსა, ხოლო ძალი ჩემი ქუეყანასა ზედა დაშრტა; |
16 | სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია. | 17 | მუცელი ჩემი შეიწუების ტირილითა და წარბთა ჩემთა ზედა აჩრდილი სიკუდილისა. |
17 | თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო! | 18 | სიცრუე არარაჲ იყო ჴელსა ჩემსა, ლოცვაჲ ჩემი წმიდაჲ იყო. |
18 | მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება! | 19 | ქუეყანაო, ნუ დაჰფარავ სისხლთა ზედა ჴორცთა ჩემთასა, ნუცა იყოფინ ადგილი ღაღადებისა ჩემისაჲ. |
19 | ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია! | 20 | და აწ, ესერა, ცათა შინა არს მოწამე ჩემი და რომელმან იცის ჩემი მაღალთა შინა! |
20 | ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი, | 21 | მიიღენ ლოცვაჲ ჩემი უფლისა და წინაშე მისსა წთოდენ თუალნი ჩემნი. |
21 | რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან. | 22 | იყავნ მამხილებელ კაცისა წინაშე უფლისა და ძე კაცისა მოყუსისა თჳსისა. |
22 | რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები. | 23 | წელნი რიცხუთანი მოწევნულ არიან და გზასა მას, რომელსა არღარა მოქცევად ვარ, მოვალ მე. |